სამხედრო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტრამპის მუქარა - ის 25%-იანი ტარიფის დაწესებას გეგმავს მექსიკურ და კანადურ პროდუქტზე, ჩინეთიდან იმპორტირებულზე კი - 10%-იანს
ტრამპის მუქარა - ის 25%-იანი ტარიფის დაწესებას გეგმავს მექსიკურ და კანადურ პროდუქტზე, ჩინეთიდან იმპორტირებულზე კი - 10%-იანს

აშშ-ის არ­ჩე­ულ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, დო­ნალდ ტრამპმა პი­რო­ბა დადო, რომ მექ­სი­კი­დან და კა­ნა­დი­დან იმ­პორ­ტი­რე­ბულ ყვე­ლა პრო­დუქტზე 25%-იანი ტა­რი­ფი და­წეს­დე­ბა, ჩი­ნე­თი­დან იმ­პორ­ტი­რე­ბულ სა­ქო­ნელ­ზე კი - 10%-იანი ტა­რი­ფი.

“20 იან­ვარს ხელს მო­ვა­წერ აღ­მას­რუ­ლე­ბელ ბრძა­ნე­ბას, ყვე­ლა სა­ჭი­რო დო­კუ­მენტს, რათა და­ვა­კის­რო მექ­სი­კა­სა და კა­ნა­დას 25%-იანი ტა­რი­ფი ყვე­ლა პრო­დუქტზე, რო­მე­ლიც შე­მო­დის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში“, - აღ­ნიშ­ნა ტრამპმა.

  • მისი თქმით, ტა­რი­ფე­ბი დარ­ჩე­ბა მა­ნამ, ვიდ­რე აღ­ნიშ­ნუ­ლი ორი ქვე­ყა­ნა არ შე­ზღუ­დავს ნარ­კო­ტი­კებს, გან­სა­კუთ­რე­ბით ფენ­ტა­ნილს და მიგ­რან­ტებს, რომ­ლე­ბიც სა­ზღვარს უკა­ნო­ნოდ კვე­თენ.

ტრამპმა ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ და­მა­ტე­ბით 10%-იანი ტა­რი­ფი და­ე­კის­რე­ბა ჩი­ნეთს, ვიდ­რე მისი მთავ­რო­ბა ქვეყ­ნი­დან სინ­თე­ზუ­რი ოპი­ო­ი­დუ­რი ფენ­ტა­ნი­ლის კონ­ტრა­ბან­დას არ დაბ­ლო­კავს.


  • ამას­თა­ნა­ვე, ცნო­ბი­ლი ხდე­ბა რომ სა­სა­მარ­თლომ დო­ნალდ ტრამ­პის წი­ნა­აღ­მდეგ არ­ჩევ­ნებ­ში ჩა­რე­ვის ბრალ­დე­ბით აღ­ძრუ­ლი საქ­მე და­ხუ­რა.

donald_trump


აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ე­ხე­ბა 2020 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ჩა­რე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ტრამ­პის წი­ნა­აღ­მდეგ აღ­ძრულ საქ­მეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას The Hill-ი ავ­რცე­ლებს.


გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, მო­სა­მარ­თლე ტა­ნია ჩუტ­კან­მა სას­წრა­ფოდ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა სპე­ცი­ა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის, ჯეკ სმი­ტის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა საქ­მის გან­ხილ­ვის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ.


გა­მო­ცე­მა წერს, რომ საქ­მე ყო­ველ­გვა­რი დათ­ქმის გა­რე­შე და­ი­ხუ­რა, თუმ­ცა არ­სე­ბობს თე­ო­რი­უ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ მთავ­რო­ბამ შეძ­ლოს კვლავ წა­უ­ყე­ნოს ბრალ­დე­ბა ტრამპს მიერ მიერ თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ.


სპე­ცი­ა­ლურ­მა პრო­კუ­რორ­მა ასე­ვე მო­ი­თხო­ვა ტრამ­პის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის ბრალ­დე­ბე­ბის მოხ­სნა ფლო­რი­და­ში, სა­დაც ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი ბრალ­დე­ბუ­ლია 2021 წელს სა­ი­დუმ­ლო დო­კუ­მენ­ტე­ბის არა­სა­თა­ნა­დო გა­მო­ყე­ნე­ბა­ში.


“დიდი ხა­ნია იუს­ტი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის პო­ზი­ცი­აა, რომ აშშ-ის კონ­სტი­ტუ­ცია მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტის­თვის ბრა­ლის წა­ყე­ნე­ბა­სა და შემ­დგომ მის სა­სა­მარ­თლო დევ­ნას კრძა­ლავს. ქვე­ყა­ნა და დე­პარ­ტა­მენ­ტი მსგავ­სი გა­რე­მო­ე­ბის წი­ნა­შე არას­დროს აღ­მო­ჩე­ნი­ლან, რო­დე­საც კერ­ძო პი­რის წი­ნა­აღ­მდეგ ფე­დე­რა­ლუ­რი ბრალ­დე­ბა ნა­ფიც მსა­ჯულ­თა დიდ­მა ჟი­უ­რიმ უკან და­აბ­რუ­ნა და სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა უკვე მიმ­დი­ნა­რე­ობს, როცა ბრალ­დე­ბუ­ლის პრე­ზი­დენ­ტად არ­ჩე­ვა ხდე­ბა“, - ნათ­ქვა­მია ჯეკ სმი­ტის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა­ში.


ცნო­ბის­თვის, დო­ნალდ ტრამპს 2020 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებ­ზე გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნის­თვის ბრა­ლი გა­სუ­ლი წლის აგ­ვის­ტო­ში წა­უ­ყე­ნეს. მიმ­დი­ნა­რე თვის და­სა­წყის­ში მო­სა­მარ­თლე, ტა­ნია ჩუტ­კან­მა საქ­მის გან­ხილ­ვა შე­ა­ჩე­რა, მას შემ­დეგ, რაც მას ჯეკ სმიტ­მა 2024 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში დო­ნალდ ტრამ­პის გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, ამ უპ­რე­ცე­დენ­ტო ვი­თა­რე­ბის შე­სას­წავ­ლად დრო სთხო­ვა.


წყა­რო


იხი­ლეთ ასე­ვე:


ავტორი:

ტრამპის მუქარა - ის 25%-იანი ტარიფის დაწესებას გეგმავს მექსიკურ და კანადურ პროდუქტზე, ჩინეთიდან იმპორტირებულზე კი - 10%-იანს

ტრამპის მუქარა - ის 25%-იანი ტარიფის დაწესებას გეგმავს მექსიკურ და კანადურ პროდუქტზე, ჩინეთიდან იმპორტირებულზე კი - 10%-იანს

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ მექსიკიდან და კანადიდან იმპორტირებულ ყველა პროდუქტზე 25%-იანი ტარიფი დაწესდება, ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე კი - 10%-იანი ტარიფი.

“20 იანვარს ხელს მოვაწერ აღმასრულებელ ბრძანებას, ყველა საჭირო დოკუმენტს, რათა დავაკისრო მექსიკასა და კანადას 25%-იანი ტარიფი ყველა პროდუქტზე, რომელიც შემოდის შეერთებულ შტატებში“, - აღნიშნა ტრამპმა.

  • მისი თქმით, ტარიფები დარჩება მანამ, ვიდრე აღნიშნული ორი ქვეყანა არ შეზღუდავს ნარკოტიკებს, განსაკუთრებით ფენტანილს და მიგრანტებს, რომლებიც საზღვარს უკანონოდ კვეთენ.

ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ დამატებით 10%-იანი ტარიფი დაეკისრება ჩინეთს, ვიდრე მისი მთავრობა ქვეყნიდან სინთეზური ოპიოიდური ფენტანილის კონტრაბანდას არ დაბლოკავს.


  • ამასთანავე, ცნობილი ხდება რომ სასამართლომ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ არჩევნებში ჩარევის ბრალდებით აღძრული საქმე დახურა.

donald_trump


აღნიშნული შეეხება 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით, ტრამპის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს. ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს.


გამოცემის ცნობით, მოსამართლე ტანია ჩუტკანმა სასწრაფოდ დააკმაყოფილა სპეციალური პროკურორის, ჯეკ სმიტის შუამდგომლობა საქმის განხილვის შეწყვეტის შესახებ.


გამოცემა წერს, რომ საქმე ყოველგვარი დათქმის გარეშე დაიხურა, თუმცა არსებობს თეორიული შესაძლებლობა, რომ მთავრობამ შეძლოს კვლავ წაუყენოს ბრალდება ტრამპს მიერ მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ.


სპეციალურმა პროკურორმა ასევე მოითხოვა ტრამპის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ბრალდებების მოხსნა ფლორიდაში, სადაც ყოფილი პრეზიდენტი ბრალდებულია 2021 წელს საიდუმლო დოკუმენტების არასათანადო გამოყენებაში.


“დიდი ხანია იუსტიციის დეპარტამენტის პოზიციაა, რომ აშშ-ის კონსტიტუცია მოქმედი პრეზიდენტისთვის ბრალის წაყენებასა და შემდგომ მის სასამართლო დევნას კრძალავს. ქვეყანა და დეპარტამენტი მსგავსი გარემოების წინაშე არასდროს აღმოჩენილან, როდესაც კერძო პირის წინააღმდეგ ფედერალური ბრალდება ნაფიც მსაჯულთა დიდმა ჟიურიმ უკან დააბრუნა და სისხლისსამართლებრივი დევნა უკვე მიმდინარეობს, როცა ბრალდებულის პრეზიდენტად არჩევა ხდება“, - ნათქვამია ჯეკ სმიტის შუამდგომლობაში.


ცნობისთვის, დონალდ ტრამპს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენისთვის ბრალი გასული წლის აგვისტოში წაუყენეს. მიმდინარე თვის დასაწყისში მოსამართლე, ტანია ჩუტკანმა საქმის განხილვა შეაჩერა, მას შემდეგ, რაც მას ჯეკ სმიტმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, ამ უპრეცედენტო ვითარების შესასწავლად დრო სთხოვა.


წყარო


იხილეთ ასევე: