სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სპორტი
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ჯო ბაიდენი და ემანუელ მაკრონი მალე, ლიბანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შესახებ გამოაცხადებენ“ - რას წერს მედია
“ჯო ბაიდენი და ემანუელ მაკრონი მალე, ლიბანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შესახებ გამოაცხადებენ“ - რას წერს მედია

“ლი­ბან­სა და ის­რა­ელს შო­რის ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვის შე­სა­ხებ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი, ჯო ბა­ი­დე­ნი და საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი, ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნი გა­მო­ა­ცხა­დე­ბენ“, - ავ­რცე­ლებს Reuters-ი ლი­ბა­ნურ წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით.


  • გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, აშშ-ისა და საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტე­ბი ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბის შე­სა­ხებ, სა­ვა­რა­უ­დოდ, მომ­დევ­ნო 36 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნა­ცხა­დე­ბენ.

libani


საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ცნო­ბით, ლი­ბან­ში ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პროგ­რე­სი იქნა მიღ­წე­უ­ლი.


ასე­ვე, თეთ­რი სახ­ლის ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტორ­მა, ჯონ კირ­ბიმ გა­ნა­ცხა­და, რომ მხა­რე­ე­ბი შე­თან­ხმე­ბას­თან ახ­ლოს არი­ან.


“ახ­ლოს ვართ. დის­კუ­სი­ე­ბი კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი იყო და მოვ­ლე­ნე­ბი პო­ზი­ტი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით ვი­თარ­დე­ბა, მაგ­რამ არა­ფე­რია შე­თან­ხმე­ბუ­ლი, სა­ნამ შე­თან­ხმე­ბა ყვე­ლაფ­რის შე­სა­ხებ არ მოხ­დე­ბა. მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი გრძელ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ჯონ კირ­ბიმ.

ამას­თან, The Times of Israel-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, “ჰეზ­ბო­ლამ“ ლი­ბა­ნი­დან ის­რა­ე­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით დღეს დი­ლით 10 რა­კე­ტა ის­რო­ლა

თავ­დაც­ვის ძა­ლებ­ში აცხა­დე­ბენ, რომ რამ­დე­ნი­მე რა­კე­ტა მო­ი­გე­რი­ეს, თუმ­ცა და­ფიქ­სირ­და რა­კე­ტის დაშ­ვე­ბის, ან ნამ­სხვრე­ვე­ბის ჩა­მო­ვარ­დნის შემ­თხვე­ვე­ბიც.


ქა­ლაქ ნა­ჰა­რი­ა­ში სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმამ ხან­ძა­რი გა­მო­იწ­ვია. მე­დი­კო­სე­ბის გან­ცხა­დე­ბით, და­შავ­და სულ მცი­რე ორი ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის 70 წლის ქალი, რომ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა.


დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

“ჯო ბაიდენი და ემანუელ მაკრონი მალე, ლიბანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შესახებ გამოაცხადებენ“ - რას წერს მედია

“ჯო ბაიდენი და ემანუელ მაკრონი მალე, ლიბანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შესახებ გამოაცხადებენ“ - რას წერს მედია

“ლიბანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი გამოაცხადებენ“, - ავრცელებს Reuters-ი ლიბანურ წყაროებზე დაყრდნობით.


  • გამოცემის ცნობით, აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ, სავარაუდოდ, მომდევნო 36 საათის განმავლობაში განაცხადებენ.

libani


საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული.


ასევე, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან.


“ახლოს ვართ. დისკუსიები კონსტრუქციული იყო და მოვლენები პოზიტიური მიმართულებით ვითარდება, მაგრამ არაფერია შეთანხმებული, სანამ შეთანხმება ყველაფრის შესახებ არ მოხდება. მოლაპარაკებები გრძელდება“, - განაცხადა ჯონ კირბიმ.

ამასთან, The Times of Israel-ის ინფორმაციით, “ჰეზბოლამ“ ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით დღეს დილით 10 რაკეტა ისროლა

თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ რამდენიმე რაკეტა მოიგერიეს, თუმცა დაფიქსირდა რაკეტის დაშვების, ან ნამსხვრევების ჩამოვარდნის შემთხვევებიც.


ქალაქ ნაჰარიაში სარაკეტო თავდასხმამ ხანძარი გამოიწვია. მედიკოსების განცხადებით, დაშავდა სულ მცირე ორი ადამიანი, მათ შორის 70 წლის ქალი, რომლის მდგომარეობა მძიმეა.