წითელ ზღვაში ტურისტული გემი ჩაიძირა - ეგვიპტის ხელისუფლების განცხადებით, დაკარგულია 17 ადამიანი. მაშველებმა ამ დროისთვის 28 მგზავრის გადარჩენა მოახერხეს. გემზე 31 ტურისტი და ეკიპაჟი 14 წევრი იმყოფებოდა.
გენერალ-მაიორმა ამრ ჰანაფიმ თქვა, რომ გადარჩენილები ვადი ელ-გემალის რაიონში, მარსა ალამიდან სამხრეთით იპოვეს. ყველა მათგანი სამედიცინო დახმარებას საჭიროებდა. მისივე განცხადებით, სამაშველო პროცესში ეგვიპტის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი El Fateh და სამხედრო თვითმფრინავები ჩაერთნენ.
მარსა ალამის ადგილობრივი საბჭოს თანახმად, Sea Story-ის ეკიპაჟის ყველა წევრი ეგვიპტელია. ტურისტებს შორის არიან ბრიტანეთის, ესპანეთის, გერმანიის, აშშ-ის, სლოვაკეთის, შვეიცარიის, ბელგიის, პოლონეთის, ნორვეგიის, ირლანდიის, ფინეთის და ჩინეთის მოქალაქეები.
მარსა ალამი ტურისტებისთვის პოპულარული ადგილია ეგვიპტის წითელი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე. გემის მფლობელ კომპანიას მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.
სადაც გევიქეცი ყველგან დევიქეცი.ახლა ვაპირებდი კრუიზით მოგზაურობას თებერვლისთვის და ესეც საშიში ყოფილა
წითელ ზღვაში ამ გემის კატასტროფაში პირადათ პუტინის და ჭორვილელი ბორინკას ხელი ურევია!