პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში დაძაბულობის ხარისხი 2025 წლის გაზაფხულის ბოლომდე შენარჩუნდება" - რა არის მარსის "მარყუჟი" და რას უნდა მოვერიდოთ: რამაზ გიგაურის პროგნოზი
"როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში დაძაბულობის ხარისხი 2025 წლის გაზაფხულის ბოლომდე შენარჩუნდება" - რა არის მარსის "მარყუჟი" და რას უნდა მოვერიდოთ: რამაზ გიგაურის პროგნოზი

ას­ტრო­ლო­გი რა­მაზ გი­გა­უ­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ვეყ­ნებს პოსტს და ხსნის რა არის მარ­სის "მარ­ყუ­ჟი" და რას მო­ი­ტანს:

"მარ­სის "მარ­ყუ­ჟი“, ანუ რეტ­როგ­რა­დუ­ლი მარ­სის სამ­სა­ფე­ხუ­რი­ა­ნი ფაზა ას­ტრო­ლო­გი­ა­ში სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფე­ნო­მე­ნია. ის მა­შინ ხდე­ბა, რო­დე­საც დე­და­მი­წი­დან დაკ­ვირ­ვე­ბით, მარ­სის მოძ­რა­ო­ბა რეტ­როგ­რა­დულ, ანუ "უკუს­ვლის“ ილუ­ზი­ას ქმნის. მარ­სის მარ­ყუ­ჟი ასო­ცირ­დე­ბა ენერ­გი­ის, მოქ­მე­დე­ბე­ბის, და­პი­რის­პი­რე­ბე­ბის და კონ­ფლიქ­ტე­ბის "გა­და­ხედ­ვას­თან“, ხე­ლახ­ლა გა­აქ­ტი­უ­რე­ბას­თან, დას­კვნე­ბის გა­მო­ტა­ნას­თან და დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბის ძი­ე­ბას­თან. ეს პე­რი­ო­დი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ეს ას­ტრო­ლო­გი­უ­რი მოვ­ლე­ნა რო­გორც ინ­დი­ვიდს, ისე ამა თუ იმ სო­ცი­ა­ლურ ჯგუფს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ხალ­ხს "აი­ძუ­ლებს“ შე­ჩერ­დეს და და­ფიქ­რდეს ერთ სა­კი­თხზე - რო­გორ იყე­ნებს ის თა­ვის ენერ­გი­ას მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად და რამ­დე­ნად ეფექ­ტი­ა­ნია მისი მოქ­მე­დე­ბე­ბი.სრუ­ლი ტრა­ექ­ტო­რია და დე­ტა­ლე­ბი:

  • რეტ­როგ­რა­დის წი­ნა­რე "ჩრდი­ლი“: 6 სექ­ტემ­ბე­რი 2024
  • რეტ­როგ­რა­დუ­ლი მოძ­რა­ო­ბის და­სა­წყი­სი: 7 დე­კემ­ბე­რი 2024
  • რეტ­როგ­რა­დუ­ლი მოძ­რა­ო­ბის და­სას­რუ­ლი: 23 თე­ბერ­ვა­ლი 2025
  • რეტ­როგ­რა­დის შემ­დგო­მი "ჩრდი­ლი“: 16 მა­ი­სი 2025

6.09.2024 - 7.12.2024: ამ პე­რი­ოდ­ში გა­აქ­ტი­ურ­და (ახ­ლაც აქ­ტი­ურ რე­ჟიმ­ში რჩე­ბა) ის სა­კი­თხე­ბი და თე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც, თავს იჩენს, შემ­დგომ, მო­მა­ვალ­ში (მარ­სის რეტ­როგ­რა­დუ­ლო­ბის დროს). ეს ასე ვთქვათ, "მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი“ ფა­ზაა, ხოლო თვი­თონ, ძი­რი­თა­დი მოვ­ლე­ნე­ბი გან­ვი­თა­რე­ბა და შე­დე­გის დად­გო­მა უფრო გვი­ან მოხ­დე­ბა.

7.12.2024 - 23.02.2025: ეს ყვე­ლა­ზე ინ­ტენ­სი­უ­რი პე­რი­ო­დი იქ­ნე­ბა, როცა მარ­სი "გვა­ი­ძუ­ლებს“ გა­დავ­ხე­დოთ იმ ძა­ლის­ხმე­ვას, რაც მა­ნამ­დე გა­ვი­ღეთ, ჩვენს ენერ­გი­ას, მოქ­მე­დე­ბებს და სურ­ვი­ლებს. და­ვი­ნა­ხოთ, რა ვერ გა­ვა­კე­თეთ და რა­ტომ, რამ შეგ­ვი­შა­ლა ხელი, რა შეც­დო­მა და­ვუშ­ვით და რა გა­მო­ვას­წო­როთ.

23.02.2025 - 16.05.2025: ეს იქ­ნე­ბა 2024 წლის შე­მოდ­გო­მი­დან გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი და შემ­დგომ "და­მუხ­რუ­ჭე­ბულ-გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი“ თე­მე­ბის დას­რუ­ლე­ბის, ასე ვთქვათ, "და­ხურ­ვის" პე­რი­ო­დი, როცა რეტ­როგ­რა­დუ­ლი მარ­სის პე­რი­ოდ­ში წა­მოჭ­რი­ლი სა­კი­თხე­ბი ახ­სნას იპო­ვის ან სა­ბო­ლო­ოდ დას­რულ­დე­ბა.

მარ­სის "მარ­ყუ­ჟის“ ზო­გა­დი გავ­ლე­ნა სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში, რო­გორც ადა­მი­ან­მა, ისე სა­ზო­გა­დო­ე­ბამ შე­იძ­ლე­ბა იგ­რძნო ენერ­გი­ის ნაკ­ლე­ბო­ბა, დაღ­ლი­ლო­ბა ან გა­უჩ­ნდეს დაბ­ნე­უ­ლო­ბის გან­ცდა. ვერ შეძ­ლოს სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბის სწო­რად გა­ნა­წი­ლე­ბა. უნდა ით­ქვას, რომ ეს არ არის სა­უ­კე­თე­სო დრო ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბის და­სა­წყე­ბად.

ამ დროს წარ­მო­შო­ბი­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბი არ არის მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი. ის მრა­ვა­ლი შრის­გან შედ­გე­ბა და რა­ღაც პე­რი­ო­დის შემ­დეგ ახალ-ახალ ძველ შეც­დო­მებს ატივ­ტი­ვებს და აჩენს. ეს ჰგავს მკურ­ნა­ლო­ბის და­წყე­ბას, რო­დე­საც მა­ლა­მო ძვე­ლი, ნეკ­რო­ზულ კე­რებს აცი­ლებს და ქსო­ვი­ლის რე­გე­ნე­რა­ცი­ას ახ­დენს. მარ­სის ამ ციკ­ლის დროს ბევ­რი ძვე­ლი სა­კი­თხის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა ხდე­ბა. ყვე­ლა, "ჩა­უ­ხუ­რა­ვი“ კომ­პლექ­სი თუ პრობ­ლე­მა თავს იჩენს ხოლ­მე და ეს გან­სა­კუთ­რე­ბით ისა­ხე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე.

რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე უცხო­ეთ­ში და­ძა­ბუ­ლო­ბის ხა­რის­ხი 2025 წლის გა­ზა­ფხუ­ლის ბო­ლომ­დე შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა. უფრო მე­ტიც, ყვე­ლა პრობ­ლე­მა, რო­მელ­მაც თავი 2024 წლის შე­მოდ­გო­მის და­სა­წყი­სის­თვის იჩი­ნა, 2025 წლის გა­ზა­ფხუ­ლის ბო­ლომ­დე ვერ მოგ­ვარ­დე­ბა. თუმ­ცა 2024 წლის დე­კემ­ბე­რი იქ­ნე­ბა ის პიკი, რო­მე­ლიც დიდ­წი­ლად გან­სა­ზღვრავს 2025 წლის გა­ზა­ფხულ­ზე დამ­დგა­რი შე­დე­გე­ბის რა­ო­ბას.

რას უნდა მო­ვე­რი­დოთ მარ­სის "მარ­ყუ­ჟის“ დროს:

* ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბის და­წყე­ბას;

* კონ­ფლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის გამ­წვა­ვე­ბას;

* ხან­გრძლი­ვი გეგ­მე­ბის და­ლა­გე­ბას ან და­უ­გეგ­მავ ცვლი­ლე­ბებს;

* იმ­პულ­სურ ან აგ­რე­სი­ულ ქმე­დე­ბებს.რას უნდა ვა­კე­თოთ მარ­სის "მარ­ყუ­ჟის“ პე­რი­ოდ­ში:

* გა­და­ა­ფა­სეთ თქვე­ნი ძა­ლის­ხმე­ვა, რო­მელ­საც ამა თუ იმ სა­კი­თხის მოგ­ვა­რე­ბას სჭირ­დე­ბა და გა­აც­ნო­ბი­ე­რეთ, რამ­დე­ნად სწო­რად აკე­თებთ ამას;

* გა­და­ხე­დეთ ძველ პრო­ექ­ტებს და შე­ი­ტა­ნეთ მათ­ში სა­ჭი­რო ცვლი­ლე­ბე­ბი;

* გა­მო­ას­წო­რეთ შეც­დო­მე­ბი;

* ფო­კუ­სირ­დით ში­ნა­გან ზრდა­ზე;

* იმუ­შა­ვეთ "შიდა ენერ­გი­ა­ზე“: მე­დი­ტა­ცია, ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბი (მაგ., იოგა) და სუ­ლი­ე­რი გან­ვი­თა­რე­ბა;

* გა­ერ­კვი­ეთ სა­კუ­თარ მო­ტი­ვა­ცი­ა­ში, გა­ი­გეთ, რა გინ­დათ რე­ა­ლუ­რად, რა არის თქვე­ნი ნამ­დვი­ლი მი­ზა­ნი და ა. შ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კურო მერწყულში
4

რავა, ცაგარელი გადააყენეთ? ან კაკულიამ რაო? დაიღალა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში დაძაბულობის ხარისხი 2025 წლის გაზაფხულის ბოლომდე შენარჩუნდება" - რა არის მარსის "მარყუჟი" და რას უნდა მოვერიდოთ: რამაზ გიგაურის პროგნოზი

"როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში დაძაბულობის ხარისხი 2025 წლის გაზაფხულის ბოლომდე შენარჩუნდება" - რა არის მარსის "მარყუჟი" და რას უნდა მოვერიდოთ: რამაზ გიგაურის პროგნოზი

ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს და ხსნის რა არის მარსის "მარყუჟი" და რას მოიტანს:

"მარსის "მარყუჟი“, ანუ რეტროგრადული მარსის სამსაფეხურიანი ფაზა ასტროლოგიაში საინტერესო და მნიშვნელოვანი ფენომენია. ის მაშინ ხდება, როდესაც დედამიწიდან დაკვირვებით, მარსის მოძრაობა რეტროგრადულ, ანუ "უკუსვლის“ ილუზიას ქმნის. მარსის მარყუჟი ასოცირდება ენერგიის, მოქმედებების, დაპირისპირებების და კონფლიქტების "გადახედვასთან“, ხელახლა გააქტიურებასთან, დასკვნების გამოტანასთან და დაშვებული შეცდომების ძიებასთან. ეს პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ასტროლოგიური მოვლენა როგორც ინდივიდს, ისე ამა თუ იმ სოციალურ ჯგუფს, საზოგადოებას, ხალხს "აიძულებს“ შეჩერდეს და დაფიქრდეს ერთ საკითხზე - როგორ იყენებს ის თავის ენერგიას მიზნის მისაღწევად და რამდენად ეფექტიანია მისი მოქმედებები.სრული ტრაექტორია და დეტალები:

  • რეტროგრადის წინარე "ჩრდილი“: 6 სექტემბერი 2024
  • რეტროგრადული მოძრაობის დასაწყისი: 7 დეკემბერი 2024
  • რეტროგრადული მოძრაობის დასასრული: 23 თებერვალი 2025
  • რეტროგრადის შემდგომი "ჩრდილი“: 16 მაისი 2025

6.09.2024 - 7.12.2024: ამ პერიოდში გააქტიურდა (ახლაც აქტიურ რეჟიმში რჩება) ის საკითხები და თემები, რომლებიც, თავს იჩენს, შემდგომ, მომავალში (მარსის რეტროგრადულობის დროს). ეს ასე ვთქვათ, "მოსამზადებელი“ ფაზაა, ხოლო თვითონ, ძირითადი მოვლენები განვითარება და შედეგის დადგომა უფრო გვიან მოხდება.

7.12.2024 - 23.02.2025: ეს ყველაზე ინტენსიური პერიოდი იქნება, როცა მარსი "გვაიძულებს“ გადავხედოთ იმ ძალისხმევას, რაც მანამდე გავიღეთ, ჩვენს ენერგიას, მოქმედებებს და სურვილებს. დავინახოთ, რა ვერ გავაკეთეთ და რატომ, რამ შეგვიშალა ხელი, რა შეცდომა დავუშვით და რა გამოვასწოროთ.

23.02.2025 - 16.05.2025: ეს იქნება 2024 წლის შემოდგომიდან გააქტიურებული და შემდგომ "დამუხრუჭებულ-გააქტიურებული“ თემების დასრულების, ასე ვთქვათ, "დახურვის" პერიოდი, როცა რეტროგრადული მარსის პერიოდში წამოჭრილი საკითხები ახსნას იპოვის ან საბოლოოდ დასრულდება.

მარსის "მარყუჟის“ ზოგადი გავლენა სხვადასხვა სფეროში, როგორც ადამიანმა, ისე საზოგადოებამ შეიძლება იგრძნო ენერგიის ნაკლებობა, დაღლილობა ან გაუჩნდეს დაბნეულობის განცდა. ვერ შეძლოს საკუთარი ძალების სწორად განაწილება. უნდა ითქვას, რომ ეს არ არის საუკეთესო დრო ახალი პროექტების დასაწყებად.

ამ დროს წარმოშობილი კონფლიქტები არ არის მოკლევადიანი. ის მრავალი შრისგან შედგება და რაღაც პერიოდის შემდეგ ახალ-ახალ ძველ შეცდომებს ატივტივებს და აჩენს. ეს ჰგავს მკურნალობის დაწყებას, როდესაც მალამო ძველი, ნეკროზულ კერებს აცილებს და ქსოვილის რეგენერაციას ახდენს. მარსის ამ ციკლის დროს ბევრი ძველი საკითხის გააქტიურება ხდება. ყველა, "ჩაუხურავი“ კომპლექსი თუ პრობლემა თავს იჩენს ხოლმე და ეს განსაკუთრებით ისახება ურთიერთობებზე.

როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში დაძაბულობის ხარისხი 2025 წლის გაზაფხულის ბოლომდე შენარჩუნდება. უფრო მეტიც, ყველა პრობლემა, რომელმაც თავი 2024 წლის შემოდგომის დასაწყისისთვის იჩინა, 2025 წლის გაზაფხულის ბოლომდე ვერ მოგვარდება. თუმცა 2024 წლის დეკემბერი იქნება ის პიკი, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს 2025 წლის გაზაფხულზე დამდგარი შედეგების რაობას.

რას უნდა მოვერიდოთ მარსის "მარყუჟის“ დროს:

* ახალი პროექტების დაწყებას;

* კონფლიქტური სიტუაციების გამწვავებას;

* ხანგრძლივი გეგმების დალაგებას ან დაუგეგმავ ცვლილებებს;

* იმპულსურ ან აგრესიულ ქმედებებს.რას უნდა ვაკეთოთ მარსის "მარყუჟის“ პერიოდში:

* გადააფასეთ თქვენი ძალისხმევა, რომელსაც ამა თუ იმ საკითხის მოგვარებას სჭირდება და გააცნობიერეთ, რამდენად სწორად აკეთებთ ამას;

* გადახედეთ ძველ პროექტებს და შეიტანეთ მათში საჭირო ცვლილებები;

* გამოასწორეთ შეცდომები;

* ფოკუსირდით შინაგან ზრდაზე;

* იმუშავეთ "შიდა ენერგიაზე“: მედიტაცია, ფიზიკური აქტივობები (მაგ., იოგა) და სულიერი განვითარება;

* გაერკვიეთ საკუთარ მოტივაციაში, გაიგეთ, რა გინდათ რეალურად, რა არის თქვენი ნამდვილი მიზანი და ა. შ.