საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გვაქვს საშუალება, რომ ბატონი ბიძინას ლიდერობით, ორ ფეხზეც ვიდგეთ" - მდინარაძე
"გვაქვს საშუალება, რომ ბატონი ბიძინას ლიდერობით, ორ ფეხზეც ვიდგეთ" - მდინარაძე

ჩვენ გვაქვს იმი­სი მყა­რი სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნას ლი­დე­რო­ბით, ორ ფეხ­ზეც ვიდ­გეთ, ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სებ­საც ვემ­სა­ხუ­როთ - ვიზ­რუ­ნებთ ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის ას­რუ­ლე­ბა­ზე, რაც შე­იძ­ლე­ბა მალე, ჩვენ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ქვეყ­ნის პარ­ლა­მენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი უნდა ვი­ყოთ აფხა­ზეთ­თან და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­თან ერ­თად, - ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ­მა, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ მე-11 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის პირ­ველ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

  • მისი თქმით, სა­ნამ ოპო­ზი­ცი­ა­ში ეროვ­ნუ­ლი ძა­ლე­ბი არ იქ­ნე­ბი­ან, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მა­ნამ­დე იქ­ნე­ბა.

მდი­ნა­რა­ძემ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რეს და ამას­თან, უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტატს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს მად­ლო­ბა პერ­სო­ნა­ლუ­რად გა­და­უ­ხა­და.

"მინ­და ვი­სარ­გებ­ლო შემ­თხვე­ვით და პერ­სო­ნა­ლუ­რად ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ბა­ტონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, რო­მელ­მაც მოგ­ვცა სა­შუ­ა­ლე­ბა იმი­სა, რომ ასე თა­მა­მად, ამა­ყად ვთქვათ, ჩვენ ჩვენს სამ­შობ­ლოს ვემ­სა­ხუ­რე­ბით და არას­დროს გვექ­ნე­ბა იმი­სი შიში, რომ რა­ღაც­ნა­ი­რად ეს მთა­ვა­რი ღერ­ძი ჩვე­ნი მოქ­მე­დე­ბი­სა რა­ღაც კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ შე­იძ­ლე­ბა დად­გეს. პი­რი­ქით, რო­დე­საც ცალ ფეხ­ზე დგო­მა­ზე ვლა­პა­რა­კობ­დით და რო­დე­საც ისი­ნი ლა­პა­რა­კობ­დნენ რომ „დიახ, ცალ ფეხ­ზე, უნდა დავ­დგეთ თუ ევ­რო­პა გვე­ტყვის“, ჩვენ გვაქვს იმი­სი მყა­რი სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნას ლი­დე­რო­ბით, ორ ფეხ­ზეც ვიდ­გეთ, ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სებ­საც ვემ­სა­ხუ­როთ. ასე და­ი­წყო 2011-2012 წლე­ბი­დან და ასე გაგ­რძელ­დე­ბა. სა­ნამ არ იქ­ნე­ბა ოპო­ზი­ცი­ა­ში ეროვ­ნუ­ლი ძა­ლე­ბი, მა­ნამ­დე იქ­ნე­ბა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და მა­ნამ­დე ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის ას­რუ­ლე­ბა­ზე ვიზ­რუ­ნებთ. რაც შე­იძ­ლე­ბა ჩქა­რა და მალე ჩვენ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ქვეყ­ნის პარ­ლა­მენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი უნდა ვი­ყოთ აფხა­ზეთ­თან და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­თან ერ­თად. ასე რომ თქვენ პერ­სო­ნა­ლუ­რად ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბის­თვის, რომ ასე თა­მა­მად და ამა­ყად ვლა­პა­რა­კობ“, - გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ, რის შემ­დე­გაც პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში მყო­ფი პი­რე­ბი ფეხ­ზე წა­მოდ­გნენ და ტაში და­უკ­რეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

"გვაქვს საშუალება, რომ ბატონი ბიძინას ლიდერობით, ორ ფეხზეც ვიდგეთ" - მდინარაძე

"გვაქვს საშუალება, რომ ბატონი ბიძინას ლიდერობით, ორ ფეხზეც ვიდგეთ" - მდინარაძე

ჩვენ გვაქვს იმისი მყარი საშუალება, რომ ბატონი ბიძინას ლიდერობით, ორ ფეხზეც ვიდგეთ, ეროვნულ ინტერესებსაც ვემსახუროთ - ვიზრუნებთ ქართული ოცნების ასრულებაზე, რაც შეიძლება მალე, ჩვენ გაერთიანებული ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენლები უნდა ვიყოთ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ერთად, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე განაცხადა.

  • მისი თქმით, სანამ ოპოზიციაში ეროვნული ძალები არ იქნებიან, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მანამდე იქნება.

მდინარაძემ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს და ამასთან, უმრავლესობის დეპუტატს, ბიძინა ივანიშვილს მადლობა პერსონალურად გადაუხადა.

"მინდა ვისარგებლო შემთხვევით და პერსონალურად ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც მოგვცა საშუალება იმისა, რომ ასე თამამად, ამაყად ვთქვათ, ჩვენ ჩვენს სამშობლოს ვემსახურებით და არასდროს გვექნება იმისი შიში, რომ რაღაცნაირად ეს მთავარი ღერძი ჩვენი მოქმედებისა რაღაც კითხვის ნიშნის ქვეშ შეიძლება დადგეს. პირიქით, როდესაც ცალ ფეხზე დგომაზე ვლაპარაკობდით და როდესაც ისინი ლაპარაკობდნენ რომ „დიახ, ცალ ფეხზე, უნდა დავდგეთ თუ ევროპა გვეტყვის“, ჩვენ გვაქვს იმისი მყარი საშუალება, რომ ბატონი ბიძინას ლიდერობით, ორ ფეხზეც ვიდგეთ, ეროვნულ ინტერესებსაც ვემსახუროთ. ასე დაიწყო 2011-2012 წლებიდან და ასე გაგრძელდება. სანამ არ იქნება ოპოზიციაში ეროვნული ძალები, მანამდე იქნება „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში და მანამდე ქართული ოცნების ასრულებაზე ვიზრუნებთ. რაც შეიძლება ჩქარა და მალე ჩვენ გაერთიანებული ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენლები უნდა ვიყოთ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ერთად. ასე რომ თქვენ პერსონალურად ძალიან დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, რომ ასე თამამად და ამაყად ვლაპარაკობ“, - განაცხადა მდინარაძემ, რის შემდეგაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში მყოფი პირები ფეხზე წამოდგნენ და ტაში დაუკრეს.