პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯეინ ოსტინის "ემა" სპეციალურ ფასად - "პალიტრა L-ის" სერია "კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" გრძელდება
ჯეინ ოსტინის "ემა" სპეციალურ ფასად - "პალიტრა L-ის" სერია "კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" გრძელდება

დღე­ი­დან, 25 ნო­ემ­ბრი­დან „პა­ლიტ­რა L“-ის პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ის - „კი­დევ 15 წიგ­ნი, რო­მე­ლიც უნდა წა­ი­კი­თხო, სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ“ ფარ­გლებ­ში ჯეინ ოს­ტი­ნის „ემას“ შე­ძე­ნას სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად, 10 ლა­რად შეძ­ლებთ. ეს გახ­ლავთ სე­რი­ის მე-11 წიგ­ნი, რო­მე­ლიც ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­მო­კი­თხვის შე­დე­გად შე­ირ­ჩა.

„ემა“ ჯეინ ოს­ტი­ნის ყვე­ლა­ზე დახ­ვე­წილ ნა­წარ­მო­ე­ბად ით­ვლე­ბა. რო­მან­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია დახ­ვე­წი­ლი იუ­მო­რი, სარ­კაზ­მი და მო­რა­ლუ­რი დი­ლე­მე­ბი, რაც ოს­ტი­ნის სტილს გა­ნუ­მე­ო­რე­ბელს ხდის.

ოს­ტინ­მა თა­ვის პირ­ვე­ლი­ვე წი­ნა­სი­ტყვა­ო­ბა­ში აღ­ნიშ­ნა, რომ შექ­მნა ისე­თი გმი­რი, რო­მე­ლიც „გარ­და მი­სი­ვე ავ­ტო­რი­სა, არა­ვის მო­ე­წო­ნე­ბო­და“. ემა ვუდ­ჰა­უ­ზი გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი და გარ­კვე­ულ­წი­ლად ეგო­ის­ტუ­რი პერ­სო­ნა­ჟია, რაც მას გან­სხვა­ვე­ბულს ხდის ოს­ტი­ნის სხვა გმი­რე­ბის­გან. ბევ­რი რო­მან­ტი­კუ­ლი რო­მა­ნის­გან გან­სხვა­ვე­ბით, "ემა­ში" მთა­ვა­რი გმი­რი არ ეძებს სიყ­ვა­რულს ან ქორ­წი­ნე­ბას. ემას ამ­ბა­ვი უფრო მის პი­როვ­ნულ ზრდა­ზე, შეც­დო­მე­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა­ზე და სა­კუ­თა­რი საქ­ცი­ე­ლის შე­დე­გებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ „ემა“ გა­მოქ­ვეყ­ნდა 1815 წელს ჯონ მი­უ­რე­ის მიერ ლონ­დონ­ში. ეს იყო ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი, რომ­ლის გა­მო­ცე­მაც თა­ვად ჯეინ ოს­ტინ­მა სა­კუ­თა­რი სახ­სრე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო.

„ემას“ უამ­რა­ვი ეკ­რა­ნი­ზა­ცია აქვს. გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლია 1996 წლის ფილ­მი გვი­ნეთ პელტრო­უს მო­ნა­წი­ლე­ო­ბით და 2020 წლის ვერ­სია ანია ტე­ი­ლორ-ჯოის შეს­რუ­ლე­ბით.

წიგ­ნის სა­აქ­ციო ფა­სად შე­ძე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა 1 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში რო­გორც „ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, ისე პრე­სის გა­მავ­რცე­ლე­ბელ ჯი­ხუ­რებ­ში, „პა­ლიტ­რა L-ის“ ვებგ­ვერ­დსა და მო­ბი­ლურ აპ­ლი­კა­ცი­ა­ში.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

ჯეინ ოსტინის "ემა" სპეციალურ ფასად - "პალიტრა L-ის" სერია "კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" გრძელდება

ჯეინ ოსტინის "ემა" სპეციალურ ფასად - "პალიტრა L-ის" სერია "კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" გრძელდება

დღეიდან, 25 ნოემბრიდან „პალიტრა L“-ის პოპულარული სერიის - „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“ ფარგლებში ჯეინ ოსტინის „ემას“ შეძენას სპეციალურ ფასად, 10 ლარად შეძლებთ. ეს გახლავთ სერიის მე-11 წიგნი, რომელიც ფართო საზოგადოების გამოკითხვის შედეგად შეირჩა.

„ემა“ ჯეინ ოსტინის ყველაზე დახვეწილ ნაწარმოებად ითვლება. რომანში გამოყენებულია დახვეწილი იუმორი, სარკაზმი და მორალური დილემები, რაც ოსტინის სტილს განუმეორებელს ხდის.

ოსტინმა თავის პირველივე წინასიტყვაობაში აღნიშნა, რომ შექმნა ისეთი გმირი, რომელიც „გარდა მისივე ავტორისა, არავის მოეწონებოდა“. ემა ვუდჰაუზი განებივრებული, თავდაჯერებული და გარკვეულწილად ეგოისტური პერსონაჟია, რაც მას განსხვავებულს ხდის ოსტინის სხვა გმირებისგან. ბევრი რომანტიკული რომანისგან განსხვავებით, "ემაში" მთავარი გმირი არ ეძებს სიყვარულს ან ქორწინებას. ემას ამბავი უფრო მის პიროვნულ ზრდაზე, შეცდომების გაცნობიერებაზე და საკუთარი საქციელის შედეგებზე დაკვირვებაზეა ორიენტირებული.

საინტერესოა, რომ „ემა“ გამოქვეყნდა 1815 წელს ჯონ მიურეის მიერ ლონდონში. ეს იყო ერთ-ერთი პირველი ნაწარმოები, რომლის გამოცემაც თავად ჯეინ ოსტინმა საკუთარი სახსრებით უზრუნველყო.

„ემას“ უამრავი ეკრანიზაცია აქვს. განსაკუთრებით გამორჩეულია 1996 წლის ფილმი გვინეთ პელტროუს მონაწილეობით და 2020 წლის ვერსია ანია ტეილორ-ჯოის შესრულებით.

წიგნის სააქციო ფასად შეძენა შესაძლებელი იქნება 1 კვირის განმავლობაში როგორც „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით, ისე პრესის გამავრცელებელ ჯიხურებში, „პალიტრა L-ის“ ვებგვერდსა და მობილურ აპლიკაციაში.

R