საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერთი შვილი, საინტერესო კარიერა და უძრავი ქონება - ვინ არის ქალი, რომელიც ქვეყნის პირველი დიპლომატი გახდება?
ერთი შვილი, საინტერესო კარიერა და უძრავი ქონება - ვინ არის ქალი, რომელიც ქვეყნის პირველი დიპლომატი გახდება?

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ მო­მა­ვალ მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­ში სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლედ მაკა ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის კან­დი­და­ტუ­რა წა­რად­გი­ნა.

მან წარ­დგე­ნი­სას პრე­მი­ერ­სა და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გუნდს ნდო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და და აღ­ნიშ­ნა, რომ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მისი მის­ვლა სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბა­სა­ვი­თაა.

irakli_kobakhidze

"პირ­ველ რიგ­ში, დიდ მად­ლო­ბას გა­და­ვუხ­დი პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გუნდს იმ ნდო­ბის­თვის, რო­მე­ლიც მე გა­მო­მი­ცხა­დეს. ჩვე­ნი ქვეყ­ნის წი­ნა­შე მდგა­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დღეს სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მო­ი­თხოვს გან­სა­კუთ­რე­ბულ გამ­ბე­და­ო­ბას და იმავდრო­უ­ლად, სიფრ­თხი­ლეს. ჩემ­თვის ეს არის ძა­ლი­ან დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, ვუ­ხელ­მძღვა­ნე­ლო სა­გა­რეო მი­მარ­თუ­ლე­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, რო­დე­საც ჩვენ ვხე­დავთ თუ რამ­ხე­ლა გავ­ლე­ნას ახ­დენს სა­გა­რეო ფაქ­ტო­რე­ბი ჩვე­ნი ქვეყ­ნის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ზე, ჩვე­ნი ქვეყ­ნის შიდა პო­ლი­ტი­კა­ზე და პი­რი­ქით, რო­გორ ხდე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის შიდა საქ­მე­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა სა­გა­რეო არე­ნა­ზე. ჩემ­თვის ეს არის ნამ­დვი­ლად დიდი პა­ტი­ვი, ვიყო ჩვე­ნი ქვეყ­ნის სამ­სა­ხურ­ში უკვე აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან მას შემ­დეგ, რაც პარ­ლა­მენ­ტის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ნდო­ბა. ჩვე­ნი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა არას­დროს ყო­ფი­ლა მარ­ტი­ვი, თუმ­ცა ჩემი მხრი­დან ყო­ვე­ლი დღე და ყო­ვე­ლი წუთი მი­ე­ძღვნე­ბა იმას, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად იყოს ჩვე­ნი ქვეყ­ნის ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი, ჩვე­ნი ქვეყ­ნის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მიზ­ნე­ბი და­ცუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო არე­ნა­ზე. ერ­თგვა­რად სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბა­სა­ვით არის ჩემ­თვის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მის­ვლა, ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­ვი­ზარ­დე ამ სა­მი­ნის­ტრო­ში, თუმ­ცა არ შე­იძ­ლე­ბა არ აღ­ვნიშ­ნო ის გა­მოც­დი­ლე­ბა, ძალა და ენერ­გია, რო­მე­ლიც დღეს მე მომ­ყვე­ბა სა­პარ­ლა­მენ­ტო გუნ­დი­დან, სა­პარ­ლა­მენ­ტო საქ­მი­ა­ნო­ბი­დან და კი­დევ ერთხელ დიდი მად­ლო­ბა იმ ნდო­ბის­თვის, რა­საც მე მი­ცხა­დებთ და ახლა უკვე აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან შე­ვეც­დე­ბი, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ვიც­ვა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი და ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვია, ვიყო თქვე­ნი გუნ­დის წევ­რი და ერ­თად გა­ვაგ­რძე­ლოთ ბრძო­ლა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის და­სა­ცა­ვად“, - გა­ნა­ცხა­და მაკა ბო­ჭო­რიშ­ვილ­მა.

რა არის ცნო­ბი­ლი ბო­ჭო­რიშ­ვილ­ზე?

მაკა ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი 1978 წლის 15 აგ­ვის­ტოს თბი­ლის­ში და­ი­ბა­და.

გა­ნათ­ლე­ბა:

  • თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, სპე­ცი­ა­ლო­ბა სა­მარ­თალმცოდ­ნე­ო­ბა
  • სა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი აკა­დე­მია, სპე­ცი­ა­ლო­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი/დიპ­ლო­მა­ტია

სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა:

  • სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­მარ­თლებ­რი­ვი დე­პარ­ტა­მენ­ტის სტა­ჟი­ო­რი, ატა­შე, II მდი­ვა­ნი (1999-2004)
  • სა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი აკა­დე­მი­ის ლექ­ტო­რი (2002-2005)
  • სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო ბელ­გი­ის სა­მე­ფო­ში და სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა ევ­რო­კავ­შირ­ში, II მდი­ვა­ნი (2005-2009)
  • სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლებ­რი­ვი დე­პარ­ტა­მენ­ტის I მდი­ვა­ნი (2009)
  • სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ევ­რო­კავ­შირ-სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის (2009-2010)
  • სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო ბელ­გი­ის სა­მე­ფო­ში და სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა ევ­რო­კავ­შირ­ში, მრჩე­ვე­ლი (2010-2014)
  • სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე (2014-2015)
  • სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო ავ­სტრი­ის რეს­პუბ­ლი­კა­ში და სა­ქარ­თვე­ლოს მუდ­მი­ვი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა ევ­რო­პის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­სა და ქ. ვე­ნა­ში გან­ლა­გე­ბულ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი დეს­პა­ნი (2015-2017)
  • საქ­მე­თა დრო­ე­ბი­თი რწმუ­ნე­ბუ­ლი (2017-2018)
  • სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო ბელ­გი­ის სა­მე­ფო­ში და სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა ევ­რო­კავ­შირ­ში, სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი დეს­პა­ნი (2018-2020)
  • მე-10 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი (2020 წლი­დან): პარ­ტი­უ­ლი სიით, სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კი: ""ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“; ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ - ფრაქ­ცი­ის წევ­რი (11-12-2020);
  • ევ­რო­პას­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე (11-12-2020), სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის წევ­რი (17-12-2020)
  • 2024 წლის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პარ­ლა­მენ­ტო სიის მე­ცხრე ნომ­რად წა­რად­გი­ნეს

სა­ხელ­მწი­ფო ჯილ­დო­ე­ბი:

  • ღირ­სე­ბის ორ­დე­ნი (15-11-2013)

ოჯა­ხი

maka_boWorishvili_shvili

ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად ოჯა­ხის გრა­ფა­ში მაკა ბო­ჭო­რიშ­ვილს არა­ვინ ჰყავს მი­თი­თე­ბუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, ის ამ ეტაპ­ზე და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი არ არის, თუმ­ცა 2017 წელს შევ­სე­ბულ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში, მას მი­თი­თე­ბუ­ლი ჰყავ­და მე­უღ­ლე ჯე­მალ რა­მიშ­ვი­ლი. დიპლო­მატ­სა და პო­ლი­ტი­კოს ჰყავს 23 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი ნინა რა­მიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ბავ­შვო­ბა­ში ბა­ლე­რი­ნო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და და სა­ბა­ლე­ტო სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და, თუმ­ცა შემ­დგომ მისი ინ­ტე­რე­სის სფე­რო მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­იც­ვა­ლა და მან გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა ბრი­უ­სელ­ში, ეკო­ნო­მი­კი­სა და მე­ნე­ჯმენ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­წყვი­ტა.

nini_ramishvili

დედა შვილს 20 წლის იუ­ბი­ლეს 2021 წელს, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით ასე ულო­ცავ­და:

"ესეც 20, თბი­ლი და ტკბი­ლი სი­კე­თე და სიყ­ვა­რუ­ლი რომ შე­უძ­ლია მხო­ლოდ. დიდი ხა­ნია შვი­ლო­ბას მე­გობ­რო­ბა შე­უ­თავ­სა, მრჩევ­ლო­ბა­საც არ აკ­ლებს, მინ­და, რომ “შენ” იყო ყო­ველ­თვის ისე­თი, რო­გო­რიც ხარ"

რა ქო­ნე­ბას ფლობს მაკა ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი? - იხი­ლეთ აქ

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავტორი:

ერთი შვილი, საინტერესო კარიერა და უძრავი ქონება - ვინ არის ქალი, რომელიც ქვეყნის პირველი დიპლომატი გახდება?

ერთი შვილი, საინტერესო კარიერა და უძრავი ქონება - ვინ არის ქალი, რომელიც ქვეყნის პირველი დიპლომატი გახდება?

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მომავალ მინისტრთა კაბინეტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ მაკა ბოჭორიშვილის კანდიდატურა წარადგინა.

მან წარდგენისას პრემიერსა და "ქართული ოცნების“ გუნდს ნდობის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში მისი მისვლა სახლში დაბრუნებასავითაა.

irakli_kobakhidze

"პირველ რიგში, დიდ მადლობას გადავუხდი პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს, "ქართული ოცნების“ გუნდს იმ ნდობისთვის, რომელიც მე გამომიცხადეს. ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებიდან გამომდინარე, დღეს საგარეო პოლიტიკური განხორციელება მოითხოვს განსაკუთრებულ გამბედაობას და იმავდროულად, სიფრთხილეს. ჩემთვის ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, ვუხელმძღვანელო საგარეო მიმართულებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ ვხედავთ თუ რამხელა გავლენას ახდენს საგარეო ფაქტორები ჩვენი ქვეყნის ყოველდღიურობაზე, ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე და პირიქით, როგორ ხდება ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეების გამოყენება საგარეო არენაზე. ჩემთვის ეს არის ნამდვილად დიდი პატივი, ვიყო ჩვენი ქვეყნის სამსახურში უკვე აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან მას შემდეგ, რაც პარლამენტის მიერ გამოცხადებული იქნება ნდობა. ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა არასდროს ყოფილა მარტივი, თუმცა ჩემი მხრიდან ყოველი დღე და ყოველი წუთი მიეძღვნება იმას, რომ მაქსიმალურად იყოს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური მიზნები დაცული საერთაშორისო არენაზე. ერთგვარად სახლში დაბრუნებასავით არის ჩემთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში მისვლა, ფაქტობრივად, გავიზარდე ამ სამინისტროში, თუმცა არ შეიძლება არ აღვნიშნო ის გამოცდილება, ძალა და ენერგია, რომელიც დღეს მე მომყვება საპარლამენტო გუნდიდან, საპარლამენტო საქმიანობიდან და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იმ ნდობისთვის, რასაც მე მიცხადებთ და ახლა უკვე აღმასრულებელი ხელისუფლებიდან შევეცდები, რომ მაქსიმალურად დავიცვა ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო თქვენი გუნდის წევრი და ერთად გავაგრძელოთ ბრძოლა ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

რა არის ცნობილი ბოჭორიშვილზე?

მაკა ბოჭორიშვილი 1978 წლის 15 აგვისტოს თბილისში დაიბადა.

განათლება:

  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობა სამართალმცოდნეობა
  • საქართველოს დიპლომატიური აკადემია, სპეციალობა საერთაშორისო ურთიერთობები/დიპლომატია

სამუშაო გამოცდილება:

  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამართლებრივი დეპარტამენტის სტაჟიორი, ატაშე, II მდივანი (1999-2004)
  • საქართველოს დიპლომატიური აკადემიის ლექტორი (2002-2005)
  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში და საქართველოს წარმომადგენლობა ევროკავშირში, II მდივანი (2005-2009)
  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის I მდივანი (2009)
  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ევროკავშირ-საქართველოს შორის ურთიერთობების სამმართველოს უფროსის (2009-2010)
  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში და საქართველოს წარმომადგენლობა ევროკავშირში, მრჩეველი (2010-2014)
  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე (2014-2015)
  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი (2015-2017)
  • საქმეთა დროებითი რწმუნებული (2017-2018)
  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში და საქართველოს წარმომადგენლობა ევროკავშირში, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი (2018-2020)
  • მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (2020 წლიდან): პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: ""ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“; ფრაქცია "ქართული ოცნება“ - ფრაქციის წევრი (11-12-2020);
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე (11-12-2020), საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი (17-12-2020)
  • 2024 წლის არჩევნებისთვის ბოჭორიშვილი "ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის მეცხრე ნომრად წარადგინეს

სახელმწიფო ჯილდოები:

  • ღირსების ორდენი (15-11-2013)

ოჯახი

maka_boWorishvili_shvili

ქონებრივი დეკლარაციის თანახმად ოჯახის გრაფაში მაკა ბოჭორიშვილს არავინ ჰყავს მითითებული, შესაბამისად, ის ამ ეტაპზე დაოჯახებული არ არის, თუმცა 2017 წელს შევსებულ დეკლარაციაში, მას მითითებული ჰყავდა მეუღლე ჯემალ რამიშვილი. დიპლომატსა და პოლიტიკოს ჰყავს 23 წლის ქალიშვილი ნინა რამიშვილი, რომელიც ბავშვობაში ბალერინობაზე ოცნებობდა და საბალეტო სკოლაში სწავლობდა, თუმცა შემდგომ მისი ინტერესის სფერო მნიშვნელოვნად შეიცვალა და მან განათლების მიღება ბრიუსელში, ეკონომიკისა და მენეჯმენტის მიმართულებით გადაწყვიტა.

nini_ramishvili

დედა შვილს 20 წლის იუბილეს 2021 წელს, სოციალური ქსელით ასე ულოცავდა:

"ესეც 20, თბილი და ტკბილი სიკეთე და სიყვარული რომ შეუძლია მხოლოდ. დიდი ხანია შვილობას მეგობრობა შეუთავსა, მრჩევლობასაც არ აკლებს, მინდა, რომ “შენ” იყო ყოველთვის ისეთი, როგორიც ხარ"

რა ქონებას ფლობს მაკა ბოჭორიშვილი? - იხილეთ აქ

იხილეთ ასევე: