"ეს არის არალეგიტიმური თავყრილობა, მათ დისკომფორტი უნდა შევუქმნათ ყოველთვის" - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა თავისუფლების მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
"დღეს გრძელვადიანი ბრძოლა გველის და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. დარწმუნებული ვარ, ცივი ოფლი ასხამთ, აქეთ რომ იყურებიან. ეს არ არის პარლამენტი, ეს არის შენობა, სადაც ვიღაც თავგასივებულები იკრიბებიან. ხალხს ეს არ აურჩევია. ეს არის არალეგიტიმური თავყრილობა, მათ დისკომფორტი უნდა შევუქმნათ ყოველთვის.
ჩვენ გვაქვს ორი იარაღი - ქუჩა და სიმართლე. ყველა ხედავს, რომ არ ვეგუებით ამ არჩევნების შედეგებს. ერთად დგომა ძალიან მნიშვნელოვანია. არავინ შევა. მე ისედაც მანდატი არ მერგო, სიაში მეოცე ვიყავი და ჩემზე ნუ ღელავენ. ჩვენი პარტიიდან "მოქალაქეებიდან" ქეთი თურაზაშვილმა მიიღო მანდატი, მაგრამ მასაც დაწერილი აქვს განცხადება და არ შედის პარლამენტში
წაიკითხეთ ასევე: