სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ათასობით ადამიანი გვიერთდება, ყველას მოვუწოდებ: დაღლის და სახლში ჯდომის დრო არ არის, გამოდით გარეთ!“ - ლევან ხაბეიშვილი
“ათასობით ადამიანი გვიერთდება, ყველას მოვუწოდებ: დაღლის და სახლში ჯდომის დრო არ არის, გამოდით გარეთ!“ - ლევან ხაბეიშვილი

თბი­ლის­ში მან­ქა­ნე­ბით საპ­რო­ტეს­ტო მსვლე­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. რო­გორც “ერ­თი­ა­ნო­ბა-ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ პო­ლიტ­საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, თბი­ლის­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას უერ­თდე­ბი­ან რე­გი­ო­ნე­ბი­დან.

მისი თქმით, მან­ქა­ნე­ბის მსვლე­ლო­ბით ისი­ნი რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე მივ­ლენ, რის შემ­დე­გაც სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტთან გა­და­ი­ნაც­ვლე­ბენ.

“და­სავ­ლეთ და აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­დან მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი უერ­თდე­ბი­ან რუ­სუ­ლი და თვით­მარ­ქვია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ პრო­ტესტს. ყვე­ლას უნდა გვეს­მო­დეს, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ეს ქვე­ყა­ნა გა­და­ატ­რი­ა­ლა, როცა გა­ა­უქ­მა დე­მოკ­რა­ტია, არ­ჩევ­ნე­ბი, ხალ­ხს მოჰ­პა­რა თა­ვი­სუ­ფა­ლი ნე­ბის გა­მო­ხატ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და მი­ით­ვი­სა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. დღეს და­პი­რის­პი­რე­ბა და არე­უ­ლო­ბა მარ­ტო ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და მის პარ­ტი­ას უნდა. რა­ტომ? იმი­ტომ რომ ისი­ნი აყალ­ბე­ბენ არ­ჩევ­ნებს, იმი­ტომ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს თვით­მარ­ქვია პრე­მი­ერს ხელს არა­ვინ არ­თმევს, გარ­და “ჰეზ­ბო­ლა­სი“. ვნა­ხეთ, რომ ბოლო ვი­ზი­ტი­სას, ირან­ში “ჰეზ­ბო­ლას­თან“ ერ­თად იდგა კო­ბა­ხი­ძე.

ყვე­ლას უნდა გვეს­მო­დეს, რომ ხალ­ხს, რო­მე­ლიც აპ­რო­ტეს­ტებს გა­ყალ­ბე­ბულ არ­ჩევ­ნებს, უნდა მშვი­დო­ბა, ევ­რო­პუ­ლი კე­თილ­დღე­ო­ბა. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რომ რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დით აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი შეც­ვა­ლეს. ამ ადა­მი­ა­ნებს მშვი­დო­ბა უნ­დათ, არე­უ­ლო­ბა უნდა ბი­ძი­ნას. თუ არე­უ­ლო­ბა არ უნ­დო­და, ხალ­ხის ნება რომ გა­მო­ი­ხა­ტა, რა­ტომ მოჰ­პა­რა? მას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნა იმი­ტომ უნდა, რომ ბევ­რი ფული იშო­ვოს და მდი­და­რი იყოს, ხალ­ხის ინ­ტე­რე­სი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს არ აქვს.

და­სავ­ლე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­დან ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი გვი­ერ­თდე­ბა და მივ­დი­ვართ რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე. ყვე­ლას მო­ვუ­წო­დებ, დაღ­ლის და სახ­ლში ჯდო­მის დრო არ არის, გა­მო­დით გა­რეთ!“, - გა­ნა­ცხა­და ხა­ბე­იშ­ვილ­მა.

ამა­ვე თე­მა­ზე სა­უბ­რი­სას, ხა­ბე­იშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, რომ და­სავ­ლეთ და აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­დან მათ ათა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქე უერ­თდე­ბა.

“აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­და­ნაც არის კო­ლო­ნე­ბი, ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი მო­დის. და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­და­ნაც ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი გვი­ერ­თდე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი კო­ლო­ნე­ბია.

დღეს და ხვა­ლაც პრო­ტეს­ტი იქ­ნე­ბა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ რომ ამ პრო­ტეს­ტში ხალ­ხი გა­ი­მარ­ჯვებს“, - გა­ნა­ცხა­და ხა­ბე­იშ­ვილ­მა.

ავტორი:

“ათასობით ადამიანი გვიერთდება, ყველას მოვუწოდებ: დაღლის და სახლში ჯდომის დრო არ არის, გამოდით გარეთ!“ - ლევან ხაბეიშვილი

“ათასობით ადამიანი გვიერთდება, ყველას მოვუწოდებ: დაღლის და სახლში ჯდომის დრო არ არის, გამოდით გარეთ!“ - ლევან ხაბეიშვილი

თბილისში მანქანებით საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს. როგორც “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, თბილისში საპროტესტო აქციას უერთდებიან რეგიონებიდან.

მისი თქმით, მანქანების მსვლელობით ისინი რესპუბლიკის მოედანზე მივლენ, რის შემდეგაც საქართველოს პარლამენტთან გადაინაცვლებენ.

“დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოდან მოქალაქეები უერთდებიან რუსული და თვითმარქვია ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტს. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ეს ქვეყანა გადაატრიალა, როცა გააუქმა დემოკრატია, არჩევნები, ხალხს მოჰპარა თავისუფალი ნების გამოხატვის შესაძლებლობა და მიითვისა ხელისუფლება. დღეს დაპირისპირება და არეულობა მარტო ბიძინა ივანიშვილს და მის პარტიას უნდა. რატომ? იმიტომ რომ ისინი აყალბებენ არჩევნებს, იმიტომ, რომ საქართველოს თვითმარქვია პრემიერს ხელს არავინ ართმევს, გარდა “ჰეზბოლასი“. ვნახეთ, რომ ბოლო ვიზიტისას, ირანში “ჰეზბოლასთან“ ერთად იდგა კობახიძე.

ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ხალხს, რომელიც აპროტესტებს გაყალბებულ არჩევნებს, უნდა მშვიდობა, ევროპული კეთილდღეობა. წარმოუდგენელია, რომ რუსული პროპაგანდით აბსოლუტურად ყველაფერი შეცვალეს. ამ ადამიანებს მშვიდობა უნდათ, არეულობა უნდა ბიძინას. თუ არეულობა არ უნდოდა, ხალხის ნება რომ გამოიხატა, რატომ მოჰპარა? მას ხელისუფლებაში ყოფნა იმიტომ უნდა, რომ ბევრი ფული იშოვოს და მდიდარი იყოს, ხალხის ინტერესი ბიძინა ივანიშვილს არ აქვს.

დასავლეთიდან საქართველოდან ათასობით ადამიანი გვიერთდება და მივდივართ რესპუბლიკის მოედანზე. ყველას მოვუწოდებ, დაღლის და სახლში ჯდომის დრო არ არის, გამოდით გარეთ!“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ამავე თემაზე საუბრისას, ხაბეიშვილმა განმარტა, რომ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოდან მათ ათასობით მოქალაქე უერთდება.

“აღმოსავლეთ საქართველოდანაც არის კოლონები, ათასობით ადამიანი მოდის. დასავლეთ საქართველოდანაც ათასობით ადამიანი გვიერთდება, ფაქტობრივად კილომეტრიანი კოლონებია.

დღეს და ხვალაც პროტესტი იქნება და დარწმუნებული ვარ რომ ამ პროტესტში ხალხი გაიმარჯვებს“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.