91 წლის წინ, იოსებ სტალინმა და საბჭოთა რეჟიმმა ჰოლოდომორი მოაწყო, იძულებითი და წინასწარგანზრახული შიმშილობა, რომელმაც მილიონობით უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით გავრცელდა.
"ჩვენ იმ კაცებს, ქალებსა და ბავშვებს ვიხსენებთ, რომლებიც ჰოლოდომორის დროს დაიღუპნენ. ასევე, ჩვენ პატივს მივაგებთ ჰოლოდომორს გადარჩენილებსა და მათ შთამომავლებს, რომლებმაც სტალინის მცდელობების მიუხედავად, თავისუფალი, დამოუკიდებელი და დემოკრატიული უკრაინა ააშენეს“, - აცხადებს ჯო ბაიდენი.
მისივე თქმით, უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერას აშშ კიდევ ერთხელ ადასტურებს.
"ამ დღეს უკრაინელი ხალხისადმი ჩემი გზავნილი ნათელია: აშშ თქვენს წარსულს პატივს მიაგებს და აწმყოში თქვენს გვერდით დგას. ამ დღეს, უკრაინის მიერ თავისუფლების დაცვის, სამართლიანობისკენ და ევროატლანტიკური მომავლისკენ მისი სწრაფვის მიმართ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ვადასტურებთ. უკრაინელი ხალხის სიძლიერე და სიმამაცე გაიმარჯვებს“, - აღნიშნულია აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაში.
ელენე.
გაიხსენონ თავიანთი ქვეყნის წარმომავლობა ხალხის წყვეტა...
და. ა
შ.შ
იმას რატომ არ იხსენებთ,რაო სანამ ,,გოლოდამორი მოხდებოდა მანამდე ე,წ. ვითომდა დამოუკიდებელი უკრაინა ევროპის სხვადასხვა ქვეყნების მუდმივი გავლენის ქვეშ იმყოფებოდა მის ხელთ არსებულ ხორბლის მარაგების უდიდესი ნაწილს გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებზეც ყიდდა და დიდ სარგებელსაც ღებულობდა,მარაგის ამოწურვამდე ყიდდა და შემდეგ რუსეთის ოკუპაციის შემდეგ,როდესაც ხორბლის მარაგები უკრაინას ეწურებოდა ბოლშევიკებმა მინიმუმადე შეუმცირეს და ეგ ავადსახსენენბელი გოლოდომორიც მოხდა. ყველას თავისი წვლილი მიუძღვის ამ დიდი დამდგარ უბედურებაში, უკრაინის გასაბჭოებამდე არსებული ,,მთავრობებისა და ბანდებიდან დაწყებული საბჭოთა რეჟიმით დამთავრებული.