სამართალი
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეეძლოთ, ვლადიმერ პუტინი დაეპატიჟებინათ" - ბოკუჩავა 25 ნოემბრის პარლამენტის სხდომაზე
"შეეძლოთ, ვლადიმერ პუტინი დაეპატიჟებინათ" - ბოკუჩავა 25 ნოემბრის პარლამენტის სხდომაზე

25 ნო­ემ­ბერს „ქარ­თულ ოც­ნე­ბად“ წო­დე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი ოც­ნე­ბა იქ­ნე­ბა მარ­ტო სა­კუ­თარ თავ­თან. შე­ეძ­ლოთ და­ე­პა­ტი­ჟე­ბი­ნათ ვე­ნე­სუ­ე­ლას პრე­ზი­დენ­ტი, ან ნი­კა­რა­გუ­ას პრე­ზი­დენ­ტი, ან ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი, რომ­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გვი­ნა­ხავს მათი მი­პა­ტი­ჟე­ბით პარ­ლა­მენ­ტში, მაგ­რამ და­სავ­ლუ­რი სამ­ყა­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, სა­ქარ­თვე­ლო­ში აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი ელ­ჩე­ბი, და­სავ­ლუ­რი ოპო­ზი­ცია და მთა­ვა­რი პრო­და­სავ­ლე­ლი სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, რუ­სუ­ლი პარ­ლა­მენ­ტის შეკ­რე­ბა­ზე არ იქ­ნე­ბა პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში,- ამის შე­სა­ხებ „ერ­თი­ა­ნო­ბა -ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ლი­დერ­მა თინა ბო­კუ­ჩა­ვამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

  • რო­გორც ბო­კუ­ჩა­ვამ აღ­ნიშ­ნა, რა სხვა­დას­ხვა ბერ­კე­ტი და მე­ქა­ნიზ­მიც არ უნდა გა­მო­ი­ყე­ნონ ოპო­ზი­ცი­ურ­მა პარ­ტი­ებ­მა იმის­თვის, რომ არ ცნონ ამ პარ­ლა­მენ­ტის ლე­გი­ტი­მა­ცია, ეს არის მათი პრე­რო­გა­ტი­ვა, რად­გან მთა­ვა­რია, რომ ოპო­ზი­ცია სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბას­თან ერ­თად არ აღი­ა­რებს პარ­ლა­მენ­ტის ლე­გი­ტი­მა­ცი­ას, არ ცნობს მი­ტა­ცე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად ფორ­მი­რე­ბულ პარ­ლა­მენტს და ითხოვს ხე­ლა­ხალ არ­ჩევ­ნებს.

"ვე­თან­ხმე­ბი პრე­ზი­დენტ ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მო­საზ­რე­ბას, რომ და­უშ­ვე­ბე­ლია რუ­სულ პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა, რომ­ლის ფორ­მი­რე­ბაც მოხ­და რუ­სუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად, რა­საც ივა­ნიშ­ვი­ლი არ­ჩევ­ნებს ეძა­ხის. ჩვენ აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­საზ­რე­ბა და­ვა­ფიქ­სი­რეთ არ­ჩევ­ნე­ბის ღა­მეს­ვე, რო­დე­საც ნა­თე­ლი იყო, რომ ივა­ნიშ­ვილ­მა, სწო­რედ, რუ­სუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ით მოჰ­პა­რა ქარ­თველ ხალ­ხს თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩე­ვა­ნი და ცდი­ლობს, მოგვპა­როს ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვა. მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ მი­უ­ხე­და­ვად მი­ტა­ცე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი­სა, ყვე­ლა ბა­რი­ერ­გა­და­ლა­ხუ­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია თან­ხმდე­ბა ამა­ზე, რომ რუ­სულ პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა, რომ­ლის ფორ­მი­რე­ბა ხდე­ბა რუ­სუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად, რო­მელ­საც ივა­ნიშ­ვი­ლი არ­ჩევ­ნებს ეძა­ხის, არის ყოვ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლი, ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნე­ბას და ჩვე­ნი ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის დაბ­რუ­ნე­ბის პერ­სპექ­ტი­ვას. ამა­ზე უნდა ვფო­კუ­სირ­დეთ.

ვინ რო­გორ სა­მარ­თლებ­რივ გზას გა­მო­ი­ყე­ნებს იმის­თვის, რომ არ და­უშ­ვას ამ პარ­ლა­მენ­ტის ლე­გი­ტი­მა­ცია, ეს უკვე თი­თო­ე­უ­ლი პარ­ტი­ის პრე­რო­გა­ტი­ვაა. „ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ“ ცეს­კოს მი­მარ­თა, რომ ჩვე­ნი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის სა­კი­თხი რე­გის­ტრა­ცი­ა­შიც კი არ გა­ე­ტა­რე­ბი­ნათ, პარ­ლა­მენ­ტის­თვი­საც კი არ გა­და­ე­ცათ, თუმ­ცა ჩვენ ვნა­ხეთ, რომ თავ­ლაფ­დას­ხმულ­მა გი­ორ­გი კა­ლან­და­რიშ­ვილ­მა უგუ­ლე­ბელ­ყო ჩვე­ნი 100 კან­დი­და­ტის წე­რი­ლი და მა­ინც უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის სა­კი­თხი გა­დას­ცა პარ­ლა­მენტს, მაგ­რამ რაც არ უნდა მო­იქ­მე­დოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, ამ პარ­ლა­მენტს არ ექ­ნე­ბა ლე­გი­ტი­მა­ცია, არც პრე­ზი­დენ­ტის­გან, არც პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის­გან, არც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან და არც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­გობ­რე­ბის­გან,“- გა­ნა­ცხა­და ბო­კუ­ჩა­ვამ.

მან „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდივ­ნის მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძის მო­წო­დე­ბა­საც უპა­სუ­ხა, რომ მან­და­ტე­ბის დათ­მო­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბე­ბი 25 ნო­ემ­ბერს და­წე­რონ.

"მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძეს, რო­მე­ლიც ფაქ­ტია, რომ სრუ­ლი­ად მო­წყვე­ტი­ლია რე­ა­ლო­ბას, ალ­ბათ, ის მო­ლო­დი­ნიც ჰქონ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი ელ­ჩე­ბი და­ეს­წრე­ბოდ­ნენ პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მას, თუმ­ცა ჩვენ ვნა­ხეთ, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბა უარს აცხა­დებს და­ეს­წროს სხდო­მას, რომ­ლის ფორ­მი­რე­ბა მოხ­და რუ­სუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად. ისე­ვე ილუ­ზი­ა­შია მდი­ნა­რა­ძე ოპო­ზი­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­გორც იყო და არის დიპ­ლო­მა­ტი­ურ კორ­პუს­თან და­კავ­ში­რე­ბით. ჩვენ უკვე დავ­წე­რეთ გან­ცხა­დე­ბა და ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბას გა­მო­ვი­ყე­ნებთ იმის­თვის, რომ არ შედ­გეს ამ პარ­ლა­მენ­ტის ლე­გი­ტი­მა­ცია. მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ მო­წო­დე­ბე­ბი გა­უ­კე­თოს სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რებს, რომ აღიქ­ვან ადეკ­ვა­ტუ­რად რე­ა­ლო­ბა, რომ ისი­ნი არი­ან მარ­ტო დარ­ჩე­ნი­ლე­ბი, სრულ სა­ერ­თა­შო­რი­სო იზო­ლა­ცი­ა­ში - ჩა­ნიშ­ნონ ხე­ლა­ხა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი იმის­თვის, რომ და­ვიბ­რუ­ნოთ არ­ჩევ­ნე­ბი და და­ვიბ­რუ­ნოთ ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვა”, - გა­ნა­ცხა­და ბო­კუ­ჩა­ვამ.

ავტორი:

"შეეძლოთ, ვლადიმერ პუტინი დაეპატიჟებინათ" - ბოკუჩავა 25 ნოემბრის პარლამენტის სხდომაზე

"შეეძლოთ, ვლადიმერ პუტინი დაეპატიჟებინათ" - ბოკუჩავა 25 ნოემბრის პარლამენტის სხდომაზე

25 ნოემბერს „ქართულ ოცნებად“ წოდებული რუსული ოცნება იქნება მარტო საკუთარ თავთან. შეეძლოთ დაეპატიჟებინათ ვენესუელას პრეზიდენტი, ან ნიკარაგუას პრეზიდენტი, ან ვლადიმერ პუტინი, რომლის წარმომადგენელი გვინახავს მათი მიპატიჟებით პარლამენტში, მაგრამ დასავლური სამყაროს წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული ელჩები, დასავლური ოპოზიცია და მთავარი პროდასავლელი სახელმწიფო ინსტიტუტის წარმომადგენელი, საქართველოს პრეზიდენტი, რუსული პარლამენტის შეკრებაზე არ იქნება პარლამენტის შენობაში,- ამის შესახებ „ერთიანობა -ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

  • როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, რა სხვადასხვა ბერკეტი და მექანიზმიც არ უნდა გამოიყენონ ოპოზიციურმა პარტიებმა იმისთვის, რომ არ ცნონ ამ პარლამენტის ლეგიტიმაცია, ეს არის მათი პრეროგატივა, რადგან მთავარია, რომ ოპოზიცია საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად არ აღიარებს პარლამენტის ლეგიტიმაციას, არ ცნობს მიტაცებული არჩევნების შედეგად ფორმირებულ პარლამენტს და ითხოვს ხელახალ არჩევნებს.

"ვეთანხმები პრეზიდენტ ზურაბიშვილის მოსაზრებას, რომ დაუშვებელია რუსულ პარლამენტში შესვლა, რომლის ფორმირებაც მოხდა რუსული სპეცოპერაციის შედეგად, რასაც ივანიშვილი არჩევნებს ეძახის. ჩვენ აღნიშნული მოსაზრება დავაფიქსირეთ არჩევნების ღამესვე, როდესაც ნათელი იყო, რომ ივანიშვილმა, სწორედ, რუსული სპეცოპერაციით მოჰპარა ქართველ ხალხს თავისუფალი არჩევანი და ცდილობს, მოგვპაროს ევროპული პერსპექტივა. მოხარული ვარ, რომ მიუხედავად მიტაცებული არჩევნებისა, ყველა ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტია თანხმდება ამაზე, რომ რუსულ პარლამენტში შესვლა, რომლის ფორმირება ხდება რუსული სპეცოპერაციის შედეგად, რომელსაც ივანიშვილი არჩევნებს ეძახის, არის ყოვლად დაუშვებელი, ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დაბრუნების პერსპექტივას. ამაზე უნდა ვფოკუსირდეთ.

ვინ როგორ სამართლებრივ გზას გამოიყენებს იმისთვის, რომ არ დაუშვას ამ პარლამენტის ლეგიტიმაცია, ეს უკვე თითოეული პარტიის პრეროგატივაა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცესკოს მიმართა, რომ ჩვენი უფლებამოსილების საკითხი რეგისტრაციაშიც კი არ გაეტარებინათ, პარლამენტისთვისაც კი არ გადაეცათ, თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ თავლაფდასხმულმა გიორგი კალანდარიშვილმა უგულებელყო ჩვენი 100 კანდიდატის წერილი და მაინც უფლებამოსილების საკითხი გადასცა პარლამენტს, მაგრამ რაც არ უნდა მოიქმედოს ხელისუფლებამ, ამ პარლამენტს არ ექნება ლეგიტიმაცია, არც პრეზიდენტისგან, არც პოლიტიკური პარტიებისგან, არც საზოგადოებისგან და არც საქართველოს საერთაშორისო მეგობრებისგან,“- განაცხადა ბოკუჩავამ.

მან „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის მოწოდებასაც უპასუხა, რომ მანდატების დათმობის შესახებ განცხადებები 25 ნოემბერს დაწერონ.

"მამუკა მდინარაძეს, რომელიც ფაქტია, რომ სრულიად მოწყვეტილია რეალობას, ალბათ, ის მოლოდინიც ჰქონდა, რომ საქართველოში აკრედიტებული ელჩები დაესწრებოდნენ პარლამენტის სხდომას, თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა უარს აცხადებს დაესწროს სხდომას, რომლის ფორმირება მოხდა რუსული სპეცოპერაციის შედეგად. ისევე ილუზიაშია მდინარაძე ოპოზიციასთან დაკავშირებით, როგორც იყო და არის დიპლომატიურ კორპუსთან დაკავშირებით. ჩვენ უკვე დავწერეთ განცხადება და ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ არ შედგეს ამ პარლამენტის ლეგიტიმაცია. მამუკა მდინარაძემ მოწოდებები გაუკეთოს საკუთარი პოლიტიკური დაჯგუფების წევრებს, რომ აღიქვან ადეკვატურად რეალობა, რომ ისინი არიან მარტო დარჩენილები, სრულ საერთაშორისო იზოლაციაში - ჩანიშნონ ხელახალი არჩევნები იმისთვის, რომ დავიბრუნოთ არჩევნები და დავიბრუნოთ ევროპული პერსპექტივა”, - განაცხადა ბოკუჩავამ.