სალონში თმის დაბანა ადამიანების უმეტესობისთვის ჩვეულებრივი მომენტია. მაგრამ ექიმის გაფრთხილებით, ამ ერთი შეხედვით უსაფრთხო პროცედურამ, შესაძლოა ინსულტი გამოიწვიოს: არუნ ნაიკი, ნეიროქირურგის კონსულტანტი, აცხადებს, რომ ამის მიზეზი კისრის ზედმეტი მოხრილობა შეიძლება გახდეს.
უხერხულ პოზიციას შეუძლია შეკუმშოს ან დააზიანოს კისერზე არტერიები, რამაც შეიძლება შეზღუდოს ტვინში სისხლის მიწოდება.
ნაკლებად მძიმე შემთხვევებში, ამან შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შეგრძნებები, როგორიცაა თავბრუსხვევა, ბუნდოვანი მხედველობა, დაბუჟება, მეტყველების პრობლემა. მაგრამ თუ არტერიები დიდი ხნის განმავლობაში დაიჭყლიტება, ამან შეიძლება გამოიწვიოს სასიკვდილო ინსულტი.
"მაღალი არტერიული წნევის, დიაბეტის ან კისრის პრობლემების მქონე ადამიანები უფრო დიდი რისკის ქვეშ არიან“ - დასძინა მან.
ორი შვილის დედა ადელ ბერნსმა, 2016 წელს სილამაზის სალონში ინსულტი განიცადა მას შემდეგ, რაც შეღებვის პროცედურისას თმის ექვსჯერ დაბანა გახდა საჭირო.
მათ, ვინც ხშირად სტუმრობს თმის სალონს, უნდა გაითვალისწინონ ძირითადი რჩევები, რომლებიც თავიდან აიცილებს "სილამაზის სალონის ინსულტის სინდრომს":
ასევე უნდა იცოდეთ ინსულტის სიმპტომები - სახის, მკლავის ან ფეხის უეცარი დაბუჟება ან სისუსტე, განსაკუთრებით სხეულის ერთ მხარეს, დაბნეულობა, მხედველობის დაბინდვა, თავბრუსხვევა და თავის ტკივილი.
თუ რომელიმე ამ უჩვეულო სიმპტომს გაგიჩნდებათ თმის დაბანის დროს ან მის შემდეგ, აცნობეთ სტილისტს და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.