კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"...პუტინს სსრკ-ის დაშლა უდიდეს კატასტროფად მიაჩნია და მართალი აღმოვჩნდი, ვინაიდან ის საქართველოში ჯერ კიდევ 2008 წელს შეიჭრა" - ანგელა მერკელი
"...პუტინს სსრკ-ის დაშლა უდიდეს კატასტროფად მიაჩნია და მართალი აღმოვჩნდი, ვინაიდან ის საქართველოში ჯერ კიდევ 2008 წელს შეიჭრა" - ანგელა მერკელი

ჯერ კი­დევ 2008 წელს ვაფრ­თხი­ლებ­დი, რომ პუ­ტინს სსრკ-ის დაშ­ლა უდი­დეს კა­ტას­ტრო­ფად მი­აჩ­ნია და მარ­თა­ლი აღ­მოვ­ჩნდი, ვი­ნა­ი­დან პუ­ტი­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ კი­დევ 2008 წელს შე­იჭ­რა, - ამის შე­სა­ხებ გერ­მა­ნი­ის ყო­ფილ­მა კან­ცლერ­მა, ან­გე­ლა მერ­გელ­მა გა­მო­ცე­მა Spiegal-თან მისი მე­მუ­ა­რე­ბის გა­მოს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

კი­თხვა­ზე, აქვს თუ არა მას შეგ­რძნე­ბა, რომ 2008 წელს ბუ­ქა­რეს­ტის ნა­ტოს სა­მიტ­ზე მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გამო ის რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის­თვის "გან­ტე­ვე­ბის ვა­ცად“ გა­მოჰ­ყავთ, ყო­ფილ­მა კან­ცლერ­მა უპა­სუ­ხა: "ეს უბ­რა­ლოდ შეგ­რძნე­ბა არაა, ეს სი­მარ­თლეა“.

"ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ, მა­გა­ლი­თად, მოგ­ვი­წო­და საფ­რან­გე­თის ყო­ფილ პრე­ზი­დენტ ნი­კო­ლა სარ­კო­ზის და მე ბუ­ჩა­ში ჩავ­სუ­ლი­ყა­ვით სა­ში­ნე­ლი ჟლე­ტის მერე, თვალ­სა­ჩი­ნოა, იმ აზ­რით, რომ ბუ­ქა­რეს­ტში ჩვე­ნი პო­ზი­ცია პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იყო ბუ­ჩა­ში მსხვერ­პლის­თვის”, - გა­ნა­ცხა­და მერ­კელ­მა.

ყო­ფი­ლი კან­ცლე­რის თქმით, ის "აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლია ზე­ლენ­სკის სი­მა­მა­ცი­თა და გამ­ბე­და­ო­ბით” ომის თით­ქმის სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მაგ­რამ ბუ­ქა­რესტთან და­კავ­ში­რე­ბით უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტს არ ეთან­ხმე­ბა.

"გაფრ­თხი­ლე­ბას ვაძ­ლევ­დი კვლავ და კვლავ, მათ შო­რის 2008 წელს ბუ­ქა­რეს­ტშიც: პუ­ტინს საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლა მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის უდი­დეს გე­ო­პო­ლი­ტი­კურ კა­ტას­ტრო­ფად მი­აჩ­ნია - და, რა თქმა უნდა, მე ამ მო­საზ­რე­ბას არ ვი­ზი­ა­რებ. აქე­დან ის დას­კვნას აკე­თებს რუ­სე­თის­თვის ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლუ­რი საფრ­თხის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ და ცდი­ლობს, სა­დაც კი შე­საძ­ლე­ბე­ლია, სხვა ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კე­ბი კონ­ტრო­ლის ქვეშ და­ი­ჭი­როს კონ­ფლიქ­ტე­ბის გაღ­ვი­ვე­ბით. მარ­თა­ლი ვი­ყა­ვი ჩემს გაფრ­თხი­ლე­ბა­ში. ვი­ნა­ი­დან პუ­ტი­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ კი­დევ 2008 წელს შე­იჭ­რა“, - გა­ნა­ცხა­და მერ­კელ­მა.

კი­თხვა­ზე, თუ რა­ტომ არ გა­მო­ი­ტა­ნა მან დას­კვნე­ბი თუ მკა­ფი­ოდ იაზ­რებ­და იმას თუ რაზე წამ­სვლე­ლია პუ­ტი­ნი, ყო­ფილ­მა კან­ცლერ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ დას­კვნე­ბი გა­ა­კე­თა.

"ჩემი აზ­რით, სა­ჭი­რო იყო რუ­სეთ­თან კონ­ფლიქ­ტე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნად მოგ­ვა­რე­ბა გვე­ცა­და. იმავდრო­უ­ლად ჩვენ შე­კა­ვე­ბის პრინ­ცი­პი გა­ვაძ­ლი­ე­რეთ… 2014 წელს უელსში ნა­ტოს სა­მიტ­ზე მი­ზა­ნი იქნა და­ყე­ნე­ბუ­ლი, რომ ყვე­ლა ქვე­ყა­ნას თავ­დაც­ვა­ზე თა­ვი­სი მთლი­ა­ნი შიდა პრო­დუქ­ტის 2% და­ე­ხარ­ჯა. ვა­ღი­ა­რებ, რომ ენერ­გი­უ­ლო­ბა, რომ­ლი­თაც ეს მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, შე­ზღუ­დუ­ლი იყო”, - გა­ნა­ცხა­და მერ­კელ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"...პუტინს სსრკ-ის დაშლა უდიდეს კატასტროფად მიაჩნია და მართალი აღმოვჩნდი, ვინაიდან ის საქართველოში ჯერ კიდევ 2008 წელს შეიჭრა" - ანგელა მერკელი

"...პუტინს სსრკ-ის დაშლა უდიდეს კატასტროფად მიაჩნია და მართალი აღმოვჩნდი, ვინაიდან ის საქართველოში ჯერ კიდევ 2008 წელს შეიჭრა" - ანგელა მერკელი

ჯერ კიდევ 2008 წელს ვაფრთხილებდი, რომ პუტინს სსრკ-ის დაშლა უდიდეს კატასტროფად მიაჩნია და მართალი აღმოვჩნდი, ვინაიდან პუტინი საქართველოში ჯერ კიდევ 2008 წელს შეიჭრა, - ამის შესახებ გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერგელმა გამოცემა Spiegal-თან მისი მემუარების გამოსვლასთან დაკავშირებულ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, აქვს თუ არა მას შეგრძნება, რომ 2008 წელს ბუქარესტის ნატოს სამიტზე მისი გადაწყვეტილების გამო ის რუსეთ-უკრაინის ომისთვის "განტევების ვაცად“ გამოჰყავთ, ყოფილმა კანცლერმა უპასუხა: "ეს უბრალოდ შეგრძნება არაა, ეს სიმართლეა“.

"ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მაგალითად, მოგვიწოდა საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის და მე ბუჩაში ჩავსულიყავით საშინელი ჟლეტის მერე, თვალსაჩინოა, იმ აზრით, რომ ბუქარესტში ჩვენი პოზიცია პასუხისმგებელი იყო ბუჩაში მსხვერპლისთვის”, - განაცხადა მერკელმა.

ყოფილი კანცლერის თქმით, ის "აღფრთოვანებულია ზელენსკის სიმამაცითა და გამბედაობით” ომის თითქმის სამი წლის განმავლობაში, მაგრამ ბუქარესტთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტს არ ეთანხმება.

"გაფრთხილებას ვაძლევდი კვლავ და კვლავ, მათ შორის 2008 წელს ბუქარესტშიც: პუტინს საბჭოთა კავშირის დაშლა მეოცე საუკუნის უდიდეს გეოპოლიტიკურ კატასტროფად მიაჩნია - და, რა თქმა უნდა, მე ამ მოსაზრებას არ ვიზიარებ. აქედან ის დასკვნას აკეთებს რუსეთისთვის ეგზისტენციალური საფრთხის არსებობის შესახებ და ცდილობს, სადაც კი შესაძლებელია, სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები კონტროლის ქვეშ დაიჭიროს კონფლიქტების გაღვივებით. მართალი ვიყავი ჩემს გაფრთხილებაში. ვინაიდან პუტინი საქართველოში ჯერ კიდევ 2008 წელს შეიჭრა“, - განაცხადა მერკელმა.

კითხვაზე, თუ რატომ არ გამოიტანა მან დასკვნები თუ მკაფიოდ იაზრებდა იმას თუ რაზე წამსვლელია პუტინი, ყოფილმა კანცლერმა განაცხადა, რომ დასკვნები გააკეთა.

"ჩემი აზრით, საჭირო იყო რუსეთთან კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარება გვეცადა. იმავდროულად ჩვენ შეკავების პრინციპი გავაძლიერეთ… 2014 წელს უელსში ნატოს სამიტზე მიზანი იქნა დაყენებული, რომ ყველა ქვეყანას თავდაცვაზე თავისი მთლიანი შიდა პროდუქტის 2% დაეხარჯა. ვაღიარებ, რომ ენერგიულობა, რომლითაც ეს მიმდინარეობდა, შეზღუდული იყო”, - განაცხადა მერკელმა.