მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნორვეგიის სამეფო ოჯახის გარშემო სკანდალი არ წყდება - ქვეყნის პრინცესას 27 წლის ვაჟს სექსუალურ ძალადობაში კიდევ ერთი ქალი ადანაშაულებს
ნორვეგიის სამეფო ოჯახის გარშემო სკანდალი არ წყდება - ქვეყნის პრინცესას 27 წლის ვაჟს სექსუალურ ძალადობაში კიდევ ერთი ქალი ადანაშაულებს

ნორ­ვე­გი­ის პრინ­ცე­სას მეტე-მა­რი­ტის 27 წლის ვაჟი სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­ში კი­დევ ერ­თმა ქალ­მა და­ა­და­ნა­შა­უ­ლა მსგავ­სი ბრალ­დე­ბე­ბით და­კა­ვე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღეში.

ოთხშა­ბათს ოს­ლოს რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლომ პრო­კუ­რორ ან­დრე­ას კრუ­შევ­სკის მო­თხოვ­ნით, მარი­უს ბორგ ჰო­ი­ბი პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ტო­ვა, რად­გან მას მე­ო­რე სა­ვა­რა­უ­დო გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ში სდე­ბენ ბრალს.

პო­ლი­ცი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ ისი­ნი სა­ფუძ­ვლი­ა­ნად იძი­ე­ბენ მე­ო­რე ინ­ცი­დენტს.

"საქ­მე შე­ე­ხე­ბა სექ­სუ­ა­ლურ აქ­ტი­ვო­ბას ქალ­თან, რო­მელ­საც არ შე­ეძ­ლო წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა. ეს ნიშ­ნავს, რომ ჩვენ ახლა ვი­ძი­ებთ გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ორ საქ­მეს, რო­მელ­შიც მა­რი­უს ბორგ ჰო­ი­ბი მო­ნა­წი­ლე­ობს“, - დას­ძი­ნა პო­ლი­ცი­ამ.

ნორ­ვე­გი­ის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის თა­ნახ­მად, სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა 10 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ჰო­ი­ბის ად­ვო­კა­ტის, ოი­ვინდ ბრატ­ლი­ე­ნის თქმით, მისი კლი­ენ­ტი აღი­ა­რებს, რომ მის ბოლო შეყ­ვა­რე­ბულ­ზე ფი­ზი­კუ­რად იძა­ლა­და, რაც შე­ე­ხე­ბა გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ფაქტს, ის თავს დამ­ნა­შა­ვედ არ ცნობს.

”სხვა გა­რე­მო­ე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ის არ აღი­ა­რებს სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­ულს,” - თქვა ბრატ­ლი­ენ­მა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მა­რი­უ­სი ამ­ჟა­მად პრინ­ცე­სა მეტე-მა­რი­ტის ნორ­ვე­გი­ის ტახ­ტის მემ­კვიდ­რე­ზე ქორ­წი­ნე­ბამ­დე შე­ე­ძი­ნა, ის პრინცმა ჰა­კონ­მა იშ­ვი­ლა. თუმ­ცა ახალ­გაზ­რდას სა­მე­ფო ტი­ტუ­ლი არ აქვს.

ნორ­ვე­გი­ის პრინცმა ჰა­კონ­მა ქვეყ­ნის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელს, NRK-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ სი­ტუ­ა­ცია გავ­ლე­ნას ახ­დენს სა­მე­ფო ოჯახ­ზე:

"ეს არის სე­რი­ო­ზუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი მა­რი­უ­სის წი­ნა­აღ­მდეგ. რა თქმა უნდა, ვფიქ­რობთ ყვე­ლა და­ზა­რა­ლე­ბულ­ზე“, - თქვა მან.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ნორვეგიის სამეფო ოჯახის გარშემო სკანდალი არ წყდება - ქვეყნის პრინცესას 27 წლის ვაჟს სექსუალურ ძალადობაში კიდევ ერთი ქალი ადანაშაულებს

ნორვეგიის სამეფო ოჯახის გარშემო სკანდალი არ წყდება - ქვეყნის პრინცესას 27 წლის ვაჟს სექსუალურ ძალადობაში კიდევ ერთი ქალი ადანაშაულებს

ნორვეგიის პრინცესას მეტე-მარიტის 27 წლის ვაჟი სექსუალურ ძალადობაში კიდევ ერთმა ქალმა დაადანაშაულა მსგავსი ბრალდებებით დაკავებიდან რამდენიმე დღეში.

ოთხშაბათს ოსლოს რაიონულ სასამართლომ პროკურორ ანდრეას კრუშევსკის მოთხოვნით, მარიუს ბორგ ჰოიბი პატიმრობაში დატოვა, რადგან მას მეორე სავარაუდო გაუპატიურებაში სდებენ ბრალს.

პოლიციამ განაცხადა, რომ ისინი საფუძვლიანად იძიებენ მეორე ინციდენტს.

"საქმე შეეხება სექსუალურ აქტივობას ქალთან, რომელსაც არ შეეძლო წინააღმდეგობის გაწევა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ახლა ვიძიებთ გაუპატიურების ორ საქმეს, რომელშიც მარიუს ბორგ ჰოიბი მონაწილეობს“, - დასძინა პოლიციამ.

ნორვეგიის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, სექსუალური ძალადობა 10 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჰოიბის ადვოკატის, ოივინდ ბრატლიენის თქმით, მისი კლიენტი აღიარებს, რომ მის ბოლო შეყვარებულზე ფიზიკურად იძალადა, რაც შეეხება გაუპატიურების ფაქტს, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს.

”სხვა გარემოებებთან დაკავშირებით, ის არ აღიარებს სისხლის სამართლის დანაშაულს,” - თქვა ბრატლიენმა.

აღსანიშნავია, რომ მარიუსი ამჟამად პრინცესა მეტე-მარიტის ნორვეგიის ტახტის მემკვიდრეზე ქორწინებამდე შეეძინა, ის პრინცმა ჰაკონმა იშვილა. თუმცა ახალგაზრდას სამეფო ტიტული არ აქვს.

ნორვეგიის პრინცმა ჰაკონმა ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელს, NRK-ს განუცხადა, რომ სიტუაცია გავლენას ახდენს სამეფო ოჯახზე:

"ეს არის სერიოზული ბრალდებები მარიუსის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ვფიქრობთ ყველა დაზარალებულზე“, - თქვა მან.

იხილეთ ასევე: