პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არ მოატყუო ზამთარი და შეცვალე ანტიფრიზი - რჩევები "თეგეტა მოტორსისგან"
არ მოატყუო ზამთარი და შეცვალე ანტიფრიზი - რჩევები "თეგეტა მოტორსისგან"

ზამ­თარ­ში ავ­ტო­მო­ბი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას, შე­მოწ­მე­ბა­სა და ზამ­თრის ამინ­დის შე­სა­ბა­მი­სი პრო­დუქ­ტე­ბით აღ­ჭურ­ვას მო­ი­თხოვს. სწო­რედ ამ სა­კითხს ეხ­მი­ა­ნე­ბა „თე­გე­ტა მო­ტორ­სის“ სა­კო­მუ­ნი­კა­ციო მე­სი­ჯიც „არ მო­ა­ტყუო ზამ­თა­რი“ და მძღო­ლებს სიფრ­თხი­ლის­კენ მო­უ­წო­დებს. ცივ დღე­ებ­ში ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ო­ბი­სა და უსაფრ­თხოდ გა­და­ად­გი­ლე­ბი­სათ­ვის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი ავ­ტო­მო­ბილ­ში ან­ტიფ­რი­ზის რე­სურ­სის შე­მოწ­მე­ბაა, რად­გან ხა­რის­ხი­ა­ნი და სწო­რად შერ­ჩე­უ­ლი ან­ტიფ­რი­ზი იცავს ძრავს გა­და­ხუ­რე­ბის­გან, აგ­რეთ­ვე უზ­რუნ­ველ­ყოფს გაგ­რი­ლე­ბის სის­ტე­მის შე­პოხ­ვას და იცავს მას გა­ყინ­ვის­გან.

რა­ტომ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ან­ტიფ­რი­ზის დრო­უ­ლი შეც­ვლა და რა უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ მისი შე­მოწ­მე­ბი­სას? – ამის შე­სა­ხებ უფრო დე­ტა­ლუ­რად „თე­გე­ტა მო­ტორ­სის“ სა­ცხებ სა­პო­ხი მა­სა­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის უფ­რო­სი ოფი­ცე­რი მირ­ზა სამ­ხა­რა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

პირ­ველ რიგ­ში, გვი­თხა­რით, რა ფუნ­ქცი­ას ას­რუ­ლებს ან­ტიფ­რი­ზი და რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი აქვს ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ო­ბა­ში?

ან­ტიფ­რი­ზი ცივ ამინ­დებ­ში ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­მარ­თუ­ლო­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი კომ­პო­ნენ­ტია. ის ზრდის ძრა­ვის სით­ბურ სიმ­ძლავ­რეს, იცავს გა­და­ხუ­რე­ბის­გან ცხელ ამინ­დში, ხოლო გა­ყინ­ვის­გან - ზამ­თარ­ში, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს ძრა­ვის გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ო­ბას ნე­ბის­მი­ერ ამინდსა და პი­რო­ბებ­ში. გარ­და ამი­სა, ან­ტიფ­რიზს კო­რო­ზი­ი­სა და ნა­ლე­ქის­გან დაც­ვის ფუნ­ქცი­აც აქვს. კარ­გი ხა­რის­ხის ან­ტიფ­რი­ზი შე­ი­ცავს სპე­ცი­ა­ლურ და­ნა­მა­ტებს, რომ­ლე­ბიც იცავს ძრა­ვის ნა­წი­ლებს კო­რო­ზი­ის­გან, ჟან­გვის­გან და მი­ნე­რა­ლე­ბის ნა­ლე­ქის დაგ­რო­ვე­ბის­გან, რაც ხელს უწყობს ძრა­ვის უფრო ხან­გრძლი­ვად მუ­შა­ო­ბა­სა და გაგ­რი­ლე­ბის სის­ტე­მის სი­სუფ­თა­ვეს. თა­ნა­მედ­რო­ვე ან­ტიფ­რი­ზე­ბი -37 C°-იდან -60 C°-ამდე ტემ­პე­რა­ტუ­რას უძ­ლებს. ზამ­თარ­ში ძრა­ვის გაგ­რი­ლე­ბის სის­ტე­მა­ში ან­ტიფ­რი­ზის ნაც­ვლად სხვა არა­ყინ­ვა­გამ­ძლე სი­თხის ჩას­ხმა ძრა­ვის სე­რი­ო­ზულ და­ზი­ა­ნე­ბას გა­მო­იწ­ვევს.

რა პე­რი­ო­დუ­ლო­ბით უნდა შე­მოწ­მდეს და შე­იც­ვა­ლოს ან­ტიფ­რი­ზი?

ან­ტიფ­რი­ზის შე­მოწ­მე­ბა და დრო­უ­ლად შეც­ვლა ავ­ტო­მო­ბი­ლის რე­გუ­ლა­რუ­ლი მოვ­ლის პრო­ცე­სის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია. პრაქ­ტი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მის მდგო­მა­რე­ო­ბას, ძი­რი­თა­დად, შე­მოდ­გო­მა­ზე, ზამ­თრის და­წყე­ბამ­დე, ამოწ­მე­ბენ. ძი­რი­თა­დად, ან­ტიფ­რი­ზი იც­ვლე­ბა 2-3 წე­ლი­წად­ში ერთხელ ან ავ­ტომ­წარ­მო­ებ­ლის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით. მა­გა­ლი­თად, თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტომ­წარ­მო­ებ­ლე­ბი ან­ტიფ­რი­ზის შე­მოწ­მე­ბა-შეც­ვლის რე­კო­მენ­და­ცი­ას გარ­ბე­ნის მი­ხედ­ვით იძ­ლე­ვი­ან.

ხში­რად ზამ­თრის დად­გო­მამ­დე გაგ­რი­ლე­ბის სის­ტე­მა­ში არ­სე­ბუ­ლი ან­ტიფ­რი­ზის ყინ­ვა­მე­დე­გო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი კი­ლო­მეტ­რის გავ­ლის შემ­დეგ დი­დია ალ­ბა­თო­ბა, რომ მას სა­ექ­სპლუ­ა­ტა­ციო ვადა ან რე­სურ­სი ამო­ე­წუ­როს, შე­სა­ბა­მი­სად, სი­თხემ და­კარ­გოს ქი­მი­უ­რი თვი­სე­ბე­ბი.გაგ­რე­ლე­ბის სის­ტე­მა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჩა­ვას­ხათ 50% იანი კონ­ცენ­ტრა­ტი, რო­გორც ზა­ფხუ­ლის ისე ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში.

რა პრობ­ლე­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა, შე­ექ­მნას ავ­ტო­მო­ბილს, თუ ან­ტიფ­რი­ზი დრო­უ­ლად არ შე­იც­ვლე­ბა?

ან­ტიფ­რი­ზი, რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, ძრა­ვას იცავს ზა­ფხულ­ში გა­და­ხუ­რე­ბის­გან, ხოლო ზამ­თარ­ში - გა­ყინ­ვის­გან. თუ ეს სი­თხე დრო­უ­ლად არ შე­იც­ვლე­ბა, შე­იძ­ლე­ბა, და­ბინ­ძურ­დეს და და­კარ­გოს სით­ბოს რე­გუ­ლი­რე­ბის უნა­რი ან აღარ და­იც­ვას სის­ტე­მა ყინ­ვის­გან, რისი შე­დე­გიც შე­იძ­ლე­ბა, იყოს ძრა­ვის სის­ტე­მის და­ზი­ა­ნე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მივ­ყვეთ ავ­ტომ­წარ­მო­ებ­ლის რე­კო­მენ­და­ცი­ებს და პე­რი­ო­დუ­ლად ვა­მოწ­მოთ ან­ტიფ­რი­ზის მდგო­მა­რე­ო­ბა. მძღო­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა ან­ტიფ­რი­ზის ფერს შერ­ჩე­ვი­სას დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებს. თუმ­ცა უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ფერ­თან ერ­თად გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იყოს ავტო მწარ­მო­ებ­ლის მო­თხოვ­ნე­ბი. ან­ტიფ­რი­ზი შე­საძ­ლოა იყოს სხვა და სხვა ფე­რის. მისი ერთ ერთი და­მა­ტე­ბი­თი ფუნ­ქცი­აა ან­ტიფ­რი­ზის გა­ჟონ­ვის შემ­თხვე­ვა­ში მარ­ტი­ვი ხარ­ვე­ზის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა. ან­ტიფ­რი­ზის შერ­ჩე­ვი­სას უნდა იხელ­მძღვა­ნე­ლოთ მხო­ლოდ ავ­ტომ­წარ­მო­ებ­ლის რე­კო­მენ­და­ცი­ით. ან­ტიფ­რი­ზის ფე­რით შერ­ჩე­ვამ შე­საძ­ლოა, შეც­დო­მა­ში შე­გიყ­ვა­ნოთ და გაგ­რი­ლე­ბის სის­ტე­მის და­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს.

რა სერ­ვი­სებს სთა­ვა­ზობს თე­გე­ტა მო­ტორ­სი მომ­ხმა­რე­ბელს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით?

„თე­გე­ტა მო­ტორ­სის“ ფი­ლი­ა­ლებ­სა და ონ­ლა­ინ შოპ­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლია უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის ან­ტიფ­რი­ზე­ბი, მათ შო­რის არის პრე­მი­უმ ბრენ­დი Shell, ფრან­გუ­ლი Motul, გერ­მა­ნუ­ლი Driver და ლი­ეტ­ვუ­რი Lesta. ჩვე­ნი კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი კი და­გეხ­მა­რე­ბი­ან, თქვე­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლის მო­დე­ლი­სა და მწარ­მო­ებ­ლის მო­თხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სად, სა­ჭი­რო პრო­დუქ­ტის შერ­ჩე­ვა­ში. გარ­და ამი­სა „თე­გე­ტა მო­ტორ­სის“ ფი­ლი­ა­ლებ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია ან­ტიფ­რი­ზის რე­სურ­სის უფა­სოდ შე­მოწ­მე­ბა წლის ნე­ბის­მი­ერ დროს.

თე­გე­ტა მო­ტორ­სის შე­სა­ხებ: თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გში შე­მა­ვა­ლი კომ­პა­ნია თე­გე­ტა მო­ტორ­სი 1995 წლი­დან ოპე­რი­რებს ბა­ზარ­ზე მსუ­ბუ­ქი, სატ­ვირ­თო და სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის სერ­ვი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ავ­ტო­ინ­დუსტრი­ის ლი­დე­რი კომ­პა­ნია მომ­ხმა­რე­ბელს ავ­ტო­მომ­სა­ხუ­რე­ბის სრულ სპექტრს სთა­ვა­ზობს, რო­გორც მსუ­ბუ­ქი და სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის, ისე ავ­ტო­ბუ­სე­ბი­სა და მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის, ასე­ვე სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ტექ­ნი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით. კომ­პა­ნი­ას მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით 28 ფი­ლი­ა­ლი აქვს, რომ­ლე­ბიც 500 000-მდე სა­ცა­ლო და 35 000-მდე კორ­პო­რა­ცი­ულ მომ­ხმა­რე­ბელს ემ­სა­ხუ­რე­ბა. თე­გე­ტა მო­ტორ­სი 300-მდე მსოფ­ლიო ბრენ­დის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში, მათ შო­რის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

NS

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

არ მოატყუო ზამთარი და შეცვალე ანტიფრიზი - რჩევები "თეგეტა მოტორსისგან"

არ მოატყუო ზამთარი და შეცვალე ანტიფრიზი - რჩევები "თეგეტა მოტორსისგან"

ზამთარში ავტომობილი განსაკუთრებულ ყურადღებას, შემოწმებასა და ზამთრის ამინდის შესაბამისი პროდუქტებით აღჭურვას მოითხოვს. სწორედ ამ საკითხს ეხმიანება „თეგეტა მოტორსის“ საკომუნიკაციო მესიჯიც „არ მოატყუო ზამთარი“ და მძღოლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ცივ დღეებში ავტომობილის გამართულად მუშაობისა და უსაფრთხოდ გადაადგილებისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ავტომობილში ანტიფრიზის რესურსის შემოწმებაა, რადგან ხარისხიანი და სწორად შერჩეული ანტიფრიზი იცავს ძრავს გადახურებისგან, აგრეთვე უზრუნველყოფს გაგრილების სისტემის შეპოხვას და იცავს მას გაყინვისგან.

რატომ არის მნიშვნელოვანი ანტიფრიზის დროული შეცვლა და რა უნდა გავითვალისწინოთ მისი შემოწმებისას? – ამის შესახებ უფრო დეტალურად „თეგეტა მოტორსის“ საცხებ საპოხი მასალების მიმართულების უფროსი ოფიცერი მირზა სამხარაძე გვესაუბრება.

პირველ რიგში, გვითხარით, რა ფუნქციას ასრულებს ანტიფრიზი და რამდენად მნიშვნელოვანი როლი აქვს ავტომობილის გამართულად მუშაობაში?

ანტიფრიზი ცივ ამინდებში ავტომობილის გამართულობის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. ის ზრდის ძრავის სითბურ სიმძლავრეს, იცავს გადახურებისგან ცხელ ამინდში, ხოლო გაყინვისგან - ზამთარში, რაც უზრუნველყოფს ძრავის გამართულად მუშაობას ნებისმიერ ამინდსა და პირობებში. გარდა ამისა, ანტიფრიზს კოროზიისა და ნალექისგან დაცვის ფუნქციაც აქვს. კარგი ხარისხის ანტიფრიზი შეიცავს სპეციალურ დანამატებს, რომლებიც იცავს ძრავის ნაწილებს კოროზიისგან, ჟანგვისგან და მინერალების ნალექის დაგროვებისგან, რაც ხელს უწყობს ძრავის უფრო ხანგრძლივად მუშაობასა და გაგრილების სისტემის სისუფთავეს. თანამედროვე ანტიფრიზები -37 C°-იდან -60 C°-ამდე ტემპერატურას უძლებს. ზამთარში ძრავის გაგრილების სისტემაში ანტიფრიზის ნაცვლად სხვა არაყინვაგამძლე სითხის ჩასხმა ძრავის სერიოზულ დაზიანებას გამოიწვევს.

რა პერიოდულობით უნდა შემოწმდეს და შეიცვალოს ანტიფრიზი?

ანტიფრიზის შემოწმება და დროულად შეცვლა ავტომობილის რეგულარული მოვლის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია. პრაქტიკიდან გამომდინარე, მის მდგომარეობას, ძირითადად, შემოდგომაზე, ზამთრის დაწყებამდე, ამოწმებენ. ძირითადად, ანტიფრიზი იცვლება 2-3 წელიწადში ერთხელ ან ავტომწარმოებლის რეკომენდაციების მიხედვით. მაგალითად, თანამედროვე ავტომწარმოებლები ანტიფრიზის შემოწმება-შეცვლის რეკომენდაციას გარბენის მიხედვით იძლევიან.

ხშირად ზამთრის დადგომამდე გაგრილების სისტემაში არსებული ანტიფრიზის ყინვამედეგობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა რამდენიმე ასეული კილომეტრის გავლის შემდეგ დიდია ალბათობა, რომ მას საექსპლუატაციო ვადა ან რესურსი ამოეწუროს, შესაბამისად, სითხემ დაკარგოს ქიმიური თვისებები.გაგრელების სისტემაში აუცილებელია ჩავასხათ 50% იანი კონცენტრატი, როგორც ზაფხულის ისე ზამთრის პერიოდში.

რა პრობლემები შეიძლება, შეექმნას ავტომობილს, თუ ანტიფრიზი დროულად არ შეიცვლება?

ანტიფრიზი, როგორც აღვნიშნე, ძრავას იცავს ზაფხულში გადახურებისგან, ხოლო ზამთარში - გაყინვისგან. თუ ეს სითხე დროულად არ შეიცვლება, შეიძლება, დაბინძურდეს და დაკარგოს სითბოს რეგულირების უნარი ან აღარ დაიცვას სისტემა ყინვისგან, რისი შედეგიც შეიძლება, იყოს ძრავის სისტემის დაზიანება. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, მივყვეთ ავტომწარმოებლის რეკომენდაციებს და პერიოდულად ვამოწმოთ ანტიფრიზის მდგომარეობა. მძღოლების უმეტესობა ანტიფრიზის ფერს შერჩევისას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ფერთან ერთად გათვალისწინებული იყოს ავტო მწარმოებლის მოთხოვნები. ანტიფრიზი შესაძლოა იყოს სხვა და სხვა ფერის. მისი ერთ ერთი დამატებითი ფუნქციაა ანტიფრიზის გაჟონვის შემთხვევაში მარტივი ხარვეზის დიაგნოსტირება. ანტიფრიზის შერჩევისას უნდა იხელმძღვანელოთ მხოლოდ ავტომწარმოებლის რეკომენდაციით. ანტიფრიზის ფერით შერჩევამ შესაძლოა, შეცდომაში შეგიყვანოთ და გაგრილების სისტემის დაზიანება გამოიწვიოს.

რა სერვისებს სთავაზობს თეგეტა მოტორსი მომხმარებელს ამ მიმართულებით?

„თეგეტა მოტორსის“ ფილიალებსა და ონლაინ შოპზე წარმოდგენილია უმაღლესი ხარისხის ანტიფრიზები, მათ შორის არის პრემიუმ ბრენდი Shell, ფრანგული Motul, გერმანული Driver და ლიეტვური Lesta. ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები კი დაგეხმარებიან, თქვენი ავტომობილის მოდელისა და მწარმოებლის მოთხოვნის შესაბამისად, საჭირო პროდუქტის შერჩევაში. გარდა ამისა „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში შესაძლებელია ანტიფრიზის რესურსის უფასოდ შემოწმება წლის ნებისმიერ დროს.

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

NS