ავტორი:

"მზადება პოტენციური მესამე მსოფლიო ომისთვის?" - მედიამ გერმანიის გასაიდუმლოებული დოკუმენტების შინაარსი მოიპოვა

"მზადება პოტენციური მესამე მსოფლიო ომისთვის?" - მედიამ გერმანიის გასაიდუმლოებული დოკუმენტების შინაარსი მოიპოვა

"საიდუმლო დოკუმენტების თანახმად, რომელიც ოთხშაბათს გახდა ხელმისაწვდომი, გერმანია პოტენციური მესამე მსოფლიო ომის სცენარისთვის ემზადება" - წერს economictimes.

წყაროს ინფორმაციით, გეგმა, სახელწოდებით "ოპერაცია გერმანია", ასახავს სცენარს, ​​თუ როგორ დაეხმარება ბერლინი უკრაინას ნატოს 800,000-მდე ჯარისკაცის, მათ შორის ამერიკელი ჯარისკაცების განლაგებაში, რუსეთის მხრიდან ბირთვული საფრთხეების ესკალაციის ფონზე.

გერმანული გაზეთი Frankfurter Allgemeine Zeitung-ის ცნობით, 1000-გვერდიან ანგარიშში დეტალურადაა განხილული კონკრეტული ინფრასტრუქტურა, რომელიც დაცული უნდა იყოს სამხედრო გამოყენებისთვის და გამოყენებადი იქნება ბიზნესისა და სამოქალაქო პირებისთვის.


გეგმა ასევე გვთავაზობს გერმანიიდან 200,000 სამხედრო მანქანის გადაადგილების ლოჯისტიკურ სქემებს, იმ შემთხვევაში, თუ ამის საჭიროება დადგება.


germania


ამასთან, გერმანიამ თავის მოქალაქეებს ურჩია მოიმარაგონ თვითკმარი ენერგიის რესურსები. მაგალითად, დიზელის გენერატორების და ქარის ტურბინების სახით. მსგავს პრაქტიკას მიმართეს შვედეთმა და ნორვეგიამაც - მათ მოქალაქეებს დაურიგეს ბუკლეტები, სადაც დაწერილი იყო უსაფრთხოების რეკომენდაციები ქვეყანაში სამხედრო კონფლიქტის გაღრმავების შემთხვევაში.


როგორც გამოცემა წერს, ამ საგანგებო მზადების მიზეზი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ ბოლო დროს მიღებულია გადაწყვეტილებაა იმის შესახებ, რომ ბირთვული დოქტრინა შეცვალა.


  • პუტინმა რუსეთის ბირთვულ დოქტრინაში შეიტანა ცვლილებები, რომლებიც რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევებს ეხება.

მან ბირთვული იარაღის გამოყენების განახლებულ პირობებზე ისაუბრა.


“დოკუმენტის განახლებულ რედაქციაში ნებისმიერი არაბირთვული სახელმწიფოს მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ აგრესია, რომელშიც მონაწილეობენ ან ეხმარებიან ბირთვული სახელმწიფოები, უნდა განიხილებოდეს როგორც მათი ერთობლივი თავდასხმა რუსეთის ფედერაციაზე”, - განაცხადა პუტინმა.


მისი თქმით, მოსკოვი ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას იტოვებს თავდასხმის შემთხვევაში, იმ შემთხვევაშიც თუ მოწინააღმდეგე ჩვეულებრივი შეიარაღების გამოყენებითაც “კრიტიკულ საფრთხეს” უქმნის რუსეთს ან ბელარუსს.პუტინის თქმით, ეს საკითხები ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრე ლუკაშენკოსთანაც შეთანხმებულია.


იხილეთ ასევე: