ავტორი:

23-წლიანი ლოდინის შემდეგ ზესტაფონელ წყვილს ვაჟი შეეძინა - "ქალბატონი 41 წლის არის, მეუღლე - 56-ის... საკეისრო კვეთა 36 კვირაზე გაკეთდა"

23-წლიანი ლოდინის შემდეგ ზესტაფონელ წყვილს ვაჟი შეეძინა - "ქალბატონი 41 წლის არის, მეუღლე - 56-ის... საკეისრო კვეთა 36 კვირაზე გაკეთდა"

ზესტაფონში წყვილს 23 წლის ლოდინის შემდეგ ბიჭი შეეძინა. პატარა დაჩი გრძელიძე კლინიკა "ფერომედში" დაიბადა. ახალშობილი და დედა თავს კარგად გრძნობენ. ინფორმაცია ტელეკომპანია „არგომ" გაავრცელა.

  • დაჩი გრძელიძის მშობლების ლოდინი დაასრულა. დედამ ბავშვის შეძენამდე ურთულესი გზა გაიარა, თუმცა ამბობს, რომ ეს ბედნიერება ამად ნამდვილად ღირდა. დაჩი მის ცხოვრებას ახლა სრულიად ცვლის:

"ეს ყოფილა დიდი ბედნიერება... ბრძოლას ყოველთვის ჰქონია აზრი. ექიმების წყალობით ეს შედეგი გვაქვს და მივიყვანეთ ჩვენი ბრძოლა ბოლომდე“ - აღნიშნავს თეა ბირბიჩაძე.

AMBEBI.GE-ს კოტე ბოჭორიშვილი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, კლინიკის ხელმძღვანელი ესაუბრა:

- 23 წლის უშვილო წყვილი იყო, - ქალბატონი 41 წლის და მეუღლე - 56 - წლის. ჩვენ დავგეგმეთ ორსულობა, გერმანულ-ქართული რეპროდუქციული ჯანმრთელობის კლინიკაში, რომლის ხელმძღვანელია ნინო მუსერიძე. მოხდა კვერცხუჯრედის გადატანა. შემდეგ ყველაფერი ბოლომდე მივიყვანეთ, თუმცა ძალიან რთული იყო. ქალბატონს დაეწყო მაღალი წნევები, ამიტომ საკეისრო კვეთა 36 კვირაზე გაკეთდა. მანამე ყველაფერი კარგად მოვამზადეთ, რომ ახალშობილი ჯანმრთელი, ჯანსაღი ყოფილიყო.

კოტე ბოჭორიშვილი

...და ასე, 19 ნოემბერს სამყაროს დაჩი გრძელიძე მოევლინა, რომელიც 2 კილო და 500 გრამი და 48 სანტიმეტრია. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მადლობა ნინო მუსერიძეს და თამარ მაღულარიას, რომლებმაც ეს ორსულობა ბრწყინვალედ გადაიტანეს. ამ ფაქტით მთელი ზესტაფონი გახარებულია, თავად მშობლები (თეა ბირბიჩაძე და გოჩა გრძელიძე) - უბედნიერესები არიან. ბედნიერებასაც გააჩნია, 23 წელი შვილს რომ ელოდები და ყველაზე საუკეთესო რამ რომ მოხდება შენს ცხოვრებაში... საოცარი იყო დედისა და ბავშვის კონტაქტის ხილვა - ეს უზომო სიხარულია 23 წლის შემდეგ. მინდა, რომ ასეთი სიცოცხლეების მოვლენა ხშირი იყოს ჩემს ქალაქში.

მთავარი ფოტო: "სქრინი" "არგოს" მიერ გავრცელებული კადრებიდან