პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეტროპოლი" უძრავი ქონების გლობალურ ლიდერებს შორის - ქართული კომპანია CITYSCAPE GLOBAL 2024-ზე
"მეტროპოლი" უძრავი ქონების გლობალურ ლიდერებს შორის - ქართული კომპანია CITYSCAPE GLOBAL 2024-ზე

„მეტ­რო­პო­ლი“ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სექ­ტორ­ში ერთ-ერთ უმ­სხვი­ლეს სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპო­ზი­ცი­ა­ზე, CITYSCAPE GLOBAL 2024-ზე წარ­დგა. სა­უ­დის არა­ბეთ­ში, სა­დაც მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან ინ­ვეს­ტო­რე­ბი იყ­ვნენ შეკ­რე­ბი­ლი, ქარ­თულ­მა კომ­პა­ნი­ამ მიმ­დი­ნა­რე პრო­ექ­ტე­ბი ჩა­ი­ტა­ნა და პო­ტენ­ცი­ურ პარტნი­ო­რებს სა­მო­მავ­ლო ხედ­ვე­ბიც გა­აც­ნო. შუა აზი­ის ყვე­ლა­ზე დიდი ეკო­ნო­მი­კის მქო­ნე ქვე­ყა­ნა­ში დე­ვე­ლო­პე­რე­ბი, სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნია, ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ნო­ვა­ტო­რე­ბი და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სამ­შე­ნებ­ლო სექ­ტორ­ში მიმ­დი­ნა­რე ტენ­დენ­ცი­ებ­სა და მო­მავ­ლის კონ­ცეფ­ცი­ებ­ზე მსჯე­ლობ­დნენ. სტუმ­რებს სა­კუ­თა­რი პრო­ექ­ტე­ბი წა­რუდ­გი­ნა „მეტ­რო­პოლ­მა“.

მა­მუ­კა იმე­დაშ­ვი­ლი, „მეტ­რო­პო­ლის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე: „CITYSCAPE GLOBAL მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი გა­მო­ფე­ნაა უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სექ­ტორ­ში, სა­დაც სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­თა­მა­შე­ე­ბი იკ­რი­ბე­ბი­ან. მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ მოგ­ვე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, წელს ამ ღო­ნის­ძი­ე­ბას ჩვენც დავ­სწრე­ბო­დით და „მეტ­რო­პო­ლის“ პრო­ექ­ტე­ბი ამ­ჯე­რად სა­უ­დის არა­ბეთ­ში ჩაგ­ვე­ტა­ნა.

სა­გან­გე­ბოდ მო­წყო­ბილ სტენდთან და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს სა­ქარ­თვე­ლო­ში უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ბაზ­რის პო­ტენ­ცი­ა­ლი გა­ვა­ცა­ნით და თა­ნა­მედ­რო­ვე ტენ­დენ­ცი­ე­ბი­სა და მიდ­გო­მე­ბის შე­სა­ხებ გა­ვუ­ზი­ა­რეთ ინ­ფორ­მა­ცია, რო­მელ­საც „მეტ­რო­პო­ლის“ საქ­მი­ა­ნო­ბა ეფუძ­ნე­ბა. The future of living - ეს იყო რი­ად­ში გა­მარ­თუ­ლი ექ­სპო­ზი­ცი­ის მთა­ვა­რი თემა და ჩვენც, რო­გორც კომ­პა­ნი­ამ, რო­მე­ლიც მო­მავ­ლის ხედ­ვით ხელ­მძღვა­ნე­ლობს, ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ღირ­სე­უ­ლი ად­გი­ლი და­ვი­კა­ვეთ.

სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ფე­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის კუ­თხით, მიმ­დი­ნა­რე წლის შე­მოდ­გო­მა საკ­მა­ოდ დატ­ვირ­თუ­ლი იყო „მეტ­რო­პო­ლი­სათ­ვის“. ორი კვი­რის წინ ვსტუმ­რობ­დით ერე­ვანს, ამ­ჯე­რად კი ჩვე­ნი მას­პინ­ძე­ლი სა­უ­დის არა­ბე­თის დე­და­ქა­ლა­ქი იყო. ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში, რო­გორც ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის, ისე, ზო­გა­დად, ქარ­თუ­ლი დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი სექ­ტო­რი და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ინ­ვეს­ტი­ციო სივ­რცე ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ, გა­მო­ვი­ყე­ნოთ მსგავ­სი გავ­ლე­ნი­ა­ნი პლატ­ფორ­მე­ბი „მეტ­რო­პო­ლის“ პრო­ექ­ტე­ბის, ასე­ვე ქვეყ­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ი­სა და B2B კავ­ში­რე­ბი­სათ­ვის“.

CITYSCAPE GLOBAL 2024-ის 400-ზე მეტი მო­ნა­წი­ლე შუა აზი­ის ყვე­ლა­ზე დიდ ქვე­ყა­ნა­ში გა­მარ­თულ ღო­ნის­ძი­ე­ბას ოთხი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს­წრე­ბო­და. 11-14 ნო­ემ­ბრის პე­რი­ოდ­ში რი­ა­დი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სექ­ტო­რის შეკ­რე­ბის მთა­ვარ ლო­კა­ცი­ად იქცა. სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან ჩა­სუ­ლი 200 ათას­ზე მეტი სტუ­მა­რი 22 ქვეყ­ნის სტენდთან უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის პო­ტენ­ცი­ალს გა­ეც­ნო. ჯამ­ში, 500-ზე მეტი მიწ­ვე­უ­ლი სპი­კე­რი გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ის, მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის, ინო­ვა­ცი­ე­ბი­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი სტი­ლის შე­სა­ხებ სა­უბ­რობ­და.

ინო­ვა­ცი­უ­რი დი­ზა­ი­ნის, ეკო­ლო­გი­ის, ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რო­ბი­სა და ურ­ბა­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­კუ­თა­რი მიდ­გო­მე­ბი გა­აც­ნო ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რებს, აგენ­ტებ­სა და ექ­სპო­ზი­ცი­ის დამ­თვა­ლი­ე­რე­ბელს „მეტ­რო­პოლ­მა“.

კომ­პა­ნია სტუმ­რებს სა­ქარ­თვე­ლო­ში უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პო­ტენ­ცი­ალ­ზე ესა­უბ­რა. აქ­ცენ­ტი გა­კეთ­და ტუ­რიზ­მზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ში დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის პო­ტენ­ცი­ალ­სა და ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის სი­მარ­ტი­ვე­ზე.

სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ფე­ნა­ზე კომ­პა­ნია თბი­ლის­სა და ბა­თუმ­ში მიმ­დი­ნა­რე ექ­ვსი პრო­ექ­ტით წარ­დგა. თით­ქმის დას­რუ­ლე­ბუ­ლია ვა­კი­სა და წყნე­თის და­მა­კავ­ში­რე­ბელ გზა­ზე მდე­ბა­რე „მეტ­რო­პოლ ბა­გე­ბი“. მე­სა­კუთ­რე­ე­ბი ბი­ნებს 2025 წლის და­სა­წყის­ში ჩა­ი­ბა­რე­ბენ. რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი გა­რე­მო და პა­ნო­რა­მუ­ლი ხე­დე­ბი კომ­პლექ­სის ერთ-ერთი მთა­ვა­რი უპი­რა­ტე­სო­ბაა.

დე­და­ქა­ლაქ­ში ყვე­ლა­ზე დიდი, ერთი ჰექ­ტა­რი სა­რეკ­რე­ა­ციო ზო­ნით გა­მორ­ჩე­უ­ლი პრო­ექ­ტია „მეტ­რო­პოლ ქავ­თა­რა­ძე“. კომ­პლექ­სი ორ მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ან კორ­პუსს აერ­თი­ა­ნებს, 534 აპარ­ტა­მენ­ტით. ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, და­სას­ვე­ნე­ბელ­თან ერ­თად, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის სხვა სივ­რცე­ე­ბიც, მათ შო­რის სა­ბავ­შვო ბაღი.

კი­დევ ერთი მი­სა­მარ­თი „მეტ­რო­პო­ლის“ რუ­კა­ზე ტუ­რის­ტუ­ლად ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დატ­ვირ­თუ­ლი უბა­ნი ორ­თა­ჭა­ლაა. თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლუ­რი გამ­ზი­რი­დან ათი წუ­თის სა­ვალ­ზე მდე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სი „მეტ­რო­პოლ ორ­თა­ჭა­ლა“ ორ მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ან კორ­პუსს, სა­რეკ­რე­ა­ციო ზო­ნას, სპორ­ტულ მო­ედ­ნებ­სა და სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის სივ­რცე­ებს გა­ა­ერ­თი­ა­ნებს.

კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბია ბა­თუ­მის „მეტ­რო­პოლ ოვა­ლი“ და „მეტ­რო­პოლ კუბი“, რომ­ლე­ბიც Louvre Hotels Group-თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით შენ­დე­ბა. სა­ერ­თა­შო­რი­სო ბრენ­დი მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე ერთ-ერთი მსხვი­ლი მო­თა­მა­შეა. Royal Tulip კი Louvre Hotels Group-ის პრე­მი­უ­ლი სას­ტუმ­რო ბრენ­დია, რომ­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოყ­ვა­ნის ექ­სკლუ­ზი­ვიც „მეტ­რო­პოლს“ ეკუთ­ვნის. ზღვის­პი­რა ქა­ლა­ქის ორი­ვე პრო­ექ­ტი სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯილ­დოს მფლო­ბე­ლია. „მეტ­რო­პოლ ოვა­ლი“ Luxury Lifestyle Awards 2024-ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია კა­ტე­გო­რი­ა­ში „სა­უ­კე­თე­სო პრე­მი­უ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის დე­ვე­ლო­პე­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში“. „მეტ­რო­პოლ კუ­ბის­თვის“ კი კომ­პა­ნი­ამ International Property Awards-ის ჯილ­დო მი­ი­ღო კომ­პლექ­სურ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში Mixed-Use Development for Georgia. და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნია ლონ­დონ­ში 17 ოქ­ტომ­ბერს გა­ი­მარ­თა.

ასე­ვე ბა­თუმ­შია კი­დევ ერთი პრო­ექ­ტი „პა­რა­ლე­ლი“ - მრა­ვალ­ბი­ნი­ა­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბი ხელ­საყ­რე­ლი მდე­ბა­რე­ო­ბით. ზღვის­პი­რა ქა­ლა­ქის შუ­ა­გულ­ში, აბუ­სე­რი­ძის ქუ­ჩა­ზე, გან­თავ­სე­ბუ­ლი კომ­პლექ­სი პა­ნო­რა­მუ­ლი ხე­დე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა.

„მეტ­რო­პო­ლის“ შე­სა­ხებ: დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნია „მეტ­რო­პო­ლი“ სა­ქარ­თვე­ლო­ში 2022 წელს და­ფუძნ­და. კომ­პა­ნია ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ექვს პრო­ექტს ახორ­ცი­ე­ლებს. თბი­ლის­ში სამი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სის „მეტ­რო­პოლ ბა­გე­ბის“, „მეტ­რო­პოლ ქავ­თა­რა­ძი­სა“ და „მეტ­რო­პოლ ორ­თა­ჭა­ლას“ მშე­ნებ­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. ბა­თუმ­ში კი „მეტ­რო­პოლ კუბი“ და „მეტ­რო­პოლ ოვა­ლი“ შენ­დე­ბა, სა­დაც ფრან­გულ კომ­პა­ნი­ას­თან, Louvre Hotels Group-თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით 5-ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო Royal Tulip გან­თავ­სდე­ბა. ბა­თუმ­ში­ვე და­ი­წყო ახა­ლი პრო­ექ­ტის „პა­რა­ლე­ლის“ მშე­ნებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ახა­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სი იქ­ნე­ბა პა­ნო­რა­მუ­ლი ხე­დე­ბით.

„მეტ­რო­პო­ლის“ მშე­ნებ­ლო­ბე­ბის ჯა­მუ­რი ფარ­თი 545 000 კვ.მ-ზე მე­ტია და მთლი­ა­ნო­ბა­ში 3500 ბი­ნას მო­ი­ცავს. დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნია 2000-ამდე და­საქ­მე­ბულს აერ­თი­ა­ნებს და მისი ჯა­მუ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ის მო­ცუ­ლო­ბა 1,050,000,000 ლა­რია.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"მეტროპოლი" უძრავი ქონების გლობალურ ლიდერებს შორის - ქართული კომპანია CITYSCAPE GLOBAL 2024-ზე

"მეტროპოლი" უძრავი ქონების გლობალურ ლიდერებს შორის - ქართული კომპანია CITYSCAPE GLOBAL 2024-ზე

„მეტროპოლი“ უძრავი ქონების სექტორში ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო ექსპოზიციაზე, CITYSCAPE GLOBAL 2024-ზე წარდგა. საუდის არაბეთში, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ინვესტორები იყვნენ შეკრებილი, ქართულმა კომპანიამ მიმდინარე პროექტები ჩაიტანა და პოტენციურ პარტნიორებს სამომავლო ხედვებიც გააცნო. შუა აზიის ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში დეველოპერები, სხვადასხვა კომპანია, ტექნოლოგიური ნოვატორები და უძრავი ქონების სფეროს წარმომადგენლები სამშენებლო სექტორში მიმდინარე ტენდენციებსა და მომავლის კონცეფციებზე მსჯელობდნენ. სტუმრებს საკუთარი პროექტები წარუდგინა „მეტროპოლმა“.

მამუკა იმედაშვილი, „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე: „CITYSCAPE GLOBAL მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამოფენაა უძრავი ქონების სექტორში, სადაც საერთაშორისო მასშტაბის მნიშვნელოვანი მოთამაშეები იკრიბებიან. მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, წელს ამ ღონისძიებას ჩვენც დავსწრებოდით და „მეტროპოლის“ პროექტები ამჯერად საუდის არაბეთში ჩაგვეტანა.

საგანგებოდ მოწყობილ სტენდთან დაინტერესებულ პირებს საქართველოში უძრავი ქონების ბაზრის პოტენციალი გავაცანით და თანამედროვე ტენდენციებისა და მიდგომების შესახებ გავუზიარეთ ინფორმაცია, რომელსაც „მეტროპოლის“ საქმიანობა ეფუძნება. The future of living - ეს იყო რიადში გამართული ექსპოზიციის მთავარი თემა და ჩვენც, როგორც კომპანიამ, რომელიც მომავლის ხედვით ხელმძღვანელობს, ღონისძიებაზე ღირსეული ადგილი დავიკავეთ.

საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის კუთხით, მიმდინარე წლის შემოდგომა საკმაოდ დატვირთული იყო „მეტროპოლისათვის“. ორი კვირის წინ ვსტუმრობდით ერევანს, ამჯერად კი ჩვენი მასპინძელი საუდის არაბეთის დედაქალაქი იყო. ორივე შემთხვევაში, როგორც ჩვენი კომპანიის, ისე, ზოგადად, ქართული დეველოპერული სექტორი და საქართველოს საინვესტიციო სივრცე ძალიან საინტერესო აღმოჩნდა დამსწრე საზოგადოებისათვის. მაქსიმალურად ვცდილობთ, გამოვიყენოთ მსგავსი გავლენიანი პლატფორმები „მეტროპოლის“ პროექტების, ასევე ქვეყნის პოპულარიზაციისა და B2B კავშირებისათვის“.

CITYSCAPE GLOBAL 2024-ის 400-ზე მეტი მონაწილე შუა აზიის ყველაზე დიდ ქვეყანაში გამართულ ღონისძიებას ოთხი დღის განმავლობაში ესწრებოდა. 11-14 ნოემბრის პერიოდში რიადი უძრავი ქონების სექტორის შეკრების მთავარ ლოკაციად იქცა. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული 200 ათასზე მეტი სტუმარი 22 ქვეყნის სტენდთან უძრავი ქონების პოტენციალს გაეცნო. ჯამში, 500-ზე მეტი მიწვეული სპიკერი განახლებადი ენერგიის, მდგრადი განვითარების, ინოვაციებისა და თანამედროვე არქიტექტურული სტილის შესახებ საუბრობდა.

ინოვაციური დიზაინის, ეკოლოგიის, ენერგოეფექტურობისა და ურბანული განვითარების საკუთარი მიდგომები გააცნო ბიზნესპარტნიორებს, აგენტებსა და ექსპოზიციის დამთვალიერებელს „მეტროპოლმა“.

კომპანია სტუმრებს საქართველოში უძრავი ქონების განვითარების პოტენციალზე ესაუბრა. აქცენტი გაკეთდა ტურიზმზე ორიენტირებულ რეგიონებში დეველოპერული ბიზნესის განვითარების პოტენციალსა და ინვესტიციების სიმარტივეზე.

საერთაშორისო გამოფენაზე კომპანია თბილისსა და ბათუმში მიმდინარე ექვსი პროექტით წარდგა. თითქმის დასრულებულია ვაკისა და წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე მდებარე „მეტროპოლ ბაგები“. მესაკუთრეები ბინებს 2025 წლის დასაწყისში ჩაიბარებენ. რეკრეაციული გარემო და პანორამული ხედები კომპლექსის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა.

დედაქალაქში ყველაზე დიდი, ერთი ჰექტარი სარეკრეაციო ზონით გამორჩეული პროექტია „მეტროპოლ ქავთარაძე“. კომპლექსი ორ მრავალსართულიან კორპუსს აერთიანებს, 534 აპარტამენტით. ტერიტორიაზე, დასასვენებელთან ერთად, გათვალისწინებულია სოციალიზაციის სხვა სივრცეებიც, მათ შორის საბავშვო ბაღი.

კიდევ ერთი მისამართი „მეტროპოლის“ რუკაზე ტურისტულად ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული უბანი ორთაჭალაა. თბილისის ცენტრალური გამზირიდან ათი წუთის სავალზე მდებარე საცხოვრებელი კომპლექსი „მეტროპოლ ორთაჭალა“ ორ მრავალსართულიან კორპუსს, სარეკრეაციო ზონას, სპორტულ მოედნებსა და სოციალიზაციის სივრცეებს გააერთიანებს.

კონცეპტუალურად განსხვავებული პროექტებია ბათუმის „მეტროპოლ ოვალი“ და „მეტროპოლ კუბი“, რომლებიც Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით შენდება. საერთაშორისო ბრენდი მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა. Royal Tulip კი Louvre Hotels Group-ის პრემიული სასტუმრო ბრენდია, რომლის საქართველოში შემოყვანის ექსკლუზივიც „მეტროპოლს“ ეკუთვნის. ზღვისპირა ქალაქის ორივე პროექტი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. „მეტროპოლ ოვალი“ Luxury Lifestyle Awards 2024-ის გამარჯვებულია კატეგორიაში „საუკეთესო პრემიული უძრავი ქონების დეველოპერი საქართველოში“. „მეტროპოლ კუბისთვის“ კი კომპანიამ International Property Awards-ის ჯილდო მიიღო კომპლექსურ ნომინაციაში Mixed-Use Development for Georgia. დაჯილდოების ცერემონია ლონდონში 17 ოქტომბერს გაიმართა.

ასევე ბათუმშია კიდევ ერთი პროექტი „პარალელი“ - მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები ხელსაყრელი მდებარეობით. ზღვისპირა ქალაქის შუაგულში, აბუსერიძის ქუჩაზე, განთავსებული კომპლექსი პანორამული ხედებით გამოირჩევა.

„მეტროპოლის“ შესახებ: დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა. კომპანია ქვეყნის მასშტაბით ექვს პროექტს ახორციელებს. თბილისში სამი საცხოვრებელი კომპლექსის „მეტროპოლ ბაგების“, „მეტროპოლ ქავთარაძისა“ და „მეტროპოლ ორთაჭალას“ მშენებლობა მიმდინარეობს. ბათუმში კი „მეტროპოლ კუბი“ და „მეტროპოლ ოვალი“ შენდება, სადაც ფრანგულ კომპანიასთან, Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip განთავსდება. ბათუმშივე დაიწყო ახალი პროექტის „პარალელის“ მშენებლობა, რომელიც ახალი საცხოვრებელი კორპუსი იქნება პანორამული ხედებით.

„მეტროპოლის“ მშენებლობების ჯამური ფართი 545 000 კვ.მ-ზე მეტია და მთლიანობაში 3500 ბინას მოიცავს. დეველოპერული კომპანია 2000-ამდე დასაქმებულს აერთიანებს და მისი ჯამური ინვესტიციის მოცულობა 1,050,000,000 ლარია.

NS