მოზაიკა
პოლიტიკა
საზოგადოება

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
3 შვილის მამამ საკუთარი სიკვდილი გაითამაშა და ქვეყნიდან გაიქცა, შემდეგ კი პოლიციას ვიდეო გამოუგზავნა - "მას ონლაინ კონტაქტი ჰქონდა უზბეკ ქალთან"
3 შვილის მამამ საკუთარი სიკვდილი გაითამაშა და ქვეყნიდან გაიქცა, შემდეგ კი პოლიციას ვიდეო გამოუგზავნა - "მას ონლაინ კონტაქტი ჰქონდა უზბეკ ქალთან"

ამე­რი­კელ­მა მა­მა­კაც­მა, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი სიკ­ვდი­ლი გა­ი­თა­მა­შა, ოჯა­ხი და­ტო­ვა და ქვეყ­ნი­დან გა­იქ­ცა, მშობ­ლი­უ­რი შტა­ტის, ვის­კონ­სი­ნის გა­მომ­ძი­ებ­ლებს ვი­დეო გა­უგ­ზავ­ნა იმის და­სამ­ტკი­ცებ­ლად, რომ ამ­ჟა­მად უსაფრ­თხო­დაა.

45 წლის რა­ი­ან ბორგვარ­დტი 12 აგ­ვის­ტოს გა­უ­ჩი­ნარ­და, რო­დე­საც მარ­ტო იყო წა­სუ­ლი სა­თევ­ზა­ოდ. ამის შე­სა­ხებ ოლქი Green Lake-ს შე­რი­ფის ოფის­მა, პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

  • პო­ლი­ცია ტბას 54 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ათ­ვა­ლი­ე­რებ­და და თავ­და­პირ­ვე­ლად ვა­რა­უ­დობ­და, რომ ის და­იხ­რჩო, სა­ნამ არ აღ­მო­ა­ჩი­ნეს ციფ­რუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რა­მაც აფიქ­რე­ბი­ნათ, რომ მა­მა­კა­ცი აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში გა­იქ­ცა.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ბორგვარ­დტს ძებ­ნის ხარ­ჯე­ბის 40,000 დო­ლა­რი მარ­თებს და შე­საძ­ლოა, ბრა­ლი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის გა­მო­ძი­ე­ბის­თვის ხელ­შეშ­ლის გა­მოც კი წა­უ­ყე­ნონ.

შე­რიფ­მა, მარკ პო­დოლ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ბორგვარ­დტ­თან ამ თვის და­სა­წყი­სი­დან იყო კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ზე, მას შემ­დეგ, რაც და­უ­კავ­შირ­დნენ ქალს, რო­მე­ლიც რუ­სუ­ლად სა­უბ­რობს.

სწო­რედ ამ ქალ­ბა­ტო­ნის დახ­მა­რე­ბით მოხ­და მა­მა­კა­ცი­სა და პო­ლი­ცი­ის და­კავ­ში­რე­ბა. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა არ და­ა­კონ­კრე­ტეს, ვინ იყო ეს ქალი ან რა კავ­ში­რი ჰქონ­და მას ბორგვარ­დტ­თან.

"დი­დე­ბუ­ლი ახა­ლი ამ­ბა­ვია ის, რომ ის ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლია და კარ­გად არის... ცუდი ამ­ბა­ვი ის არის, რომ ჩვენ ზუს­ტად არ ვი­ცით, სად არის რა­ი­ა­ნი, და მას სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბა არ გა­და­უ­წყვე­ტია - თქვა შე­რიფ­მა, მარკ პო­დოლ­მა

24-წა­მი­ა­ნი ვი­დეო, რო­მე­ლიც ბორგვარ­დტ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გა­უგ­ზავ­ნა, სელ­ფის სტილ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი და მას თეთრკედ­ლე­ბი­ან ბი­ნა­ში აჩ­ვე­ნებს.

"სა­ღა­მო მშვი­დო­ბი­სა, მე ვარ რა­ი­ან ბორგვარ­დტი. დღეს 11 ნო­ემ­ბე­რია. თქვენ­თან და­ახ­ლო­ე­ბით დი­ლის 10 სა­ა­თია. ჩემს ბი­ნა­ში ვარ. უსაფრ­თხოდ ვარ, და­ცუ­ლი, პრობ­ლე­მა არ მაქვს. იმე­დი მაქვს, ეს გა­მო­გად­გე­ბათ" - ამ­ბობს მა­მა­კა­ცი ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში.

  • თით­ქმის ყო­ველ­დღი­უ­რი მი­მო­წე­რის დროს, ბორგვარ­დტ­მა სა­ვა­რა­უ­დოდ, პო­ლი­ცი­ას გა­უმ­ხი­ლა, რო­გორ და­გეგ­მა გაქ­ცე­ვა.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას შემ­დეგ, რაც კა­ი­ა­კი (ტყავ­გა­დაკ­რუ­ლი მსუ­ბუ­ქი ნავი) და მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი ტბა­ში ჩა­ძი­რა, მან პა­ტა­რა ბავ­შვის ზო­მის ნა­ვით მი­აღ­წია ნა­პირს, სა­დაც ელექტრო ვე­ლო­სი­პე­დი ჰქონ­და გა­და­მა­ლუ­ლი. ვის­კონ­სინ­ში, მე­დი­სო­ნამ­დე ღა­მით იმ­გზავ­რა, შემ­დეგ ავ­ტო­ბუ­სით დეტ­რო­ი­ტში წა­ვი­და და კა­ნა­დი­დან თვითმფრი­ნა­ვით, უც­ნო­ბი მი­მარ­თუ­ლე­ბით გაფ­რინ­და.

"ჩვენ ვაგ­რძე­ლებთ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბას, წერ­ტი­ლე­ბის და­კავ­ში­რე­ბას ვცდი­ლობთ, მაგ­რამ ვფიქ­რობთ, რომ ეს იყო რა­ი­ა­ნის მე­თო­დი, მთე­ლი ქვეყ­ნის­თვის ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, რო­გორ გა­ა­კე­თა ე" - გა­ნა­ცხა­და პო­დოლ­მა.

სა­ვა­რა­უ­დოდ, ბორგვარ­დტი მარ­ტო მოქ­მე­დებ­და. პო­დოლ­მა ისიც და­ა­მა­ტა, რომ მას წას­ვლის შემ­დეგ თა­ვის ოჯახ­თან არა­ნა­ი­რი კონ­ტაქ­ტი არ ჰქო­ნია.

  • მან სამი შვი­ლი და მე­უღ­ლე და­ტო­ვა. წას­ვლამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ მას აღე­ბუ­ლი ჰქონ­და 375,000 დო­ლა­რის სი­ცო­ცხლის და­ზღვე­ვის პო­ლი­სი, თან­ხე­ბი უცხო­ურ სა­ბან­კო ან­გა­რიშ­ზე გა­და­რი­ცხა, ახა­ლი პას­პორ­ტის ფოტო გა­და­ი­ღო და ელ-ფოს­ტის მი­სა­მარ­თი შეც­ვა­ლა. მას ასე­ვე ონ­ლა­ინ კონ­ტაქ­ტი ჰქონ­და ქალ­ბა­ტონ­თან უზ­ბე­კეთ­ში.

კი­თხვა­ზე, რა შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო მისი სა­კუ­თა­რი სიკ­ვდი­ლის გა­თა­მა­შე­ბის მო­ტი­ვა­ცია, პო­დოლ­მა თქვა: "მას უბ­რა­ლოდ, პი­რა­დი სა­კი­თხე­ბი ჰქონ­და და ფიქ­რობ­და, რომ ეს იყო სწო­რი საქ­ცი­ე­ლი."

მან და­ა­მა­ტა, რომ პო­ლი­ცია ბორგვარ­დტს ელ-ფოს­ტით უკავ­შირ­დე­ბა, სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბა­ში და­სარ­წმუ­ნებ­ლად და "მის მიერ შექ­მნი­ლი არე­უ­ლო­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად" "მის გრძნო­ბებ­ზე ზე­მოქ­მე­დებს".

შე­რი­ფი ხუთ­შა­ბა­თის პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე აღელ­ვე­ბუ­ლი იყო და თქვა, რომ გაქ­ცე­უ­ლის შვი­ლე­ბი სა­დღე­სას­წა­უ­ლო სე­ზონს მა­მის გა­რე­შე გა­ა­ტა­რე­ბენ.

"შობა მო­დის," - თქვა მან, - "რა იქ­ნე­ბო­და იმა­ზე უკე­თე­სი სა­ჩუ­ქა­რი ბავ­შვე­ბის­თვის, ვიდ­რე შო­ბას მა­მას­თან ერ­თად ყოფ­ნა."

წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სანი
0

ალბათ კრემლის ხელი ურევია აქაც...ხომ ?!:D

ამერიკო ვესპუჩი
2

ამ გაჭირვებუულს თუ წასვლა უნდოდა ოჯახიდაან, რად უნდოდა ასეთი აფიორა დრამა, გაშორებოდა ცოლ-შვილს და სადაც უნდოდა იქ წასულიყო, არც პირველი იქნებოდა და არც უანასკნელი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

3 შვილის მამამ საკუთარი სიკვდილი გაითამაშა და ქვეყნიდან გაიქცა, შემდეგ კი პოლიციას ვიდეო გამოუგზავნა - "მას ონლაინ კონტაქტი ჰქონდა უზბეკ ქალთან"

3 შვილის მამამ საკუთარი სიკვდილი გაითამაშა და ქვეყნიდან გაიქცა, შემდეგ კი პოლიციას ვიდეო გამოუგზავნა - "მას ონლაინ კონტაქტი ჰქონდა უზბეკ ქალთან"

ამერიკელმა მამაკაცმა, რომელმაც საკუთარი სიკვდილი გაითამაშა, ოჯახი დატოვა და ქვეყნიდან გაიქცა, მშობლიური შტატის, ვისკონსინის გამომძიებლებს ვიდეო გაუგზავნა იმის დასამტკიცებლად, რომ ამჟამად უსაფრთხოდაა.

45 წლის რაიან ბორგვარდტი 12 აგვისტოს გაუჩინარდა, როდესაც მარტო იყო წასული სათევზაოდ. ამის შესახებ ოლქი Green Lake-ს შერიფის ოფისმა, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

  • პოლიცია ტბას 54 დღის განმავლობაში ათვალიერებდა და თავდაპირველად ვარაუდობდა, რომ ის დაიხრჩო, სანამ არ აღმოაჩინეს ციფრული მტკიცებულება, რამაც აფიქრებინათ, რომ მამაკაცი აღმოსავლეთ ევროპაში გაიქცა.

ხელისუფლების განცხადებით, ბორგვარდტს ძებნის ხარჯების 40,000 დოლარი მართებს და შესაძლოა, ბრალი გაუჩინარების გამოძიებისთვის ხელშეშლის გამოც კი წაუყენონ.

შერიფმა, მარკ პოდოლმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ხელისუფლება ბორგვარდტთან ამ თვის დასაწყისიდან იყო კომუნიკაციაზე, მას შემდეგ, რაც დაუკავშირდნენ ქალს, რომელიც რუსულად საუბრობს.

სწორედ ამ ქალბატონის დახმარებით მოხდა მამაკაცისა და პოლიციის დაკავშირება. სამართალდამცავებმა არ დააკონკრეტეს, ვინ იყო ეს ქალი ან რა კავშირი ჰქონდა მას ბორგვარდტთან.

"დიდებული ახალი ამბავია ის, რომ ის ჯერ კიდევ ცოცხალია და კარგად არის... ცუდი ამბავი ის არის, რომ ჩვენ ზუსტად არ ვიცით, სად არის რაიანი, და მას სახლში დაბრუნება არ გადაუწყვეტია - თქვა შერიფმა, მარკ პოდოლმა

24-წამიანი ვიდეო, რომელიც ბორგვარდტმა ხელისუფლებას გაუგზავნა, სელფის სტილშია გადაღებული და მას თეთრკედლებიან ბინაში აჩვენებს.

"საღამო მშვიდობისა, მე ვარ რაიან ბორგვარდტი. დღეს 11 ნოემბერია. თქვენთან დაახლოებით დილის 10 საათია. ჩემს ბინაში ვარ. უსაფრთხოდ ვარ, დაცული, პრობლემა არ მაქვს. იმედი მაქვს, ეს გამოგადგებათ" - ამბობს მამაკაცი ვიდეომიმართვაში.

  • თითქმის ყოველდღიური მიმოწერის დროს, ბორგვარდტმა სავარაუდოდ, პოლიციას გაუმხილა, როგორ დაგეგმა გაქცევა.

გამოძიების ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც კაიაკი (ტყავგადაკრული მსუბუქი ნავი) და მობილური ტელეფონი ტბაში ჩაძირა, მან პატარა ბავშვის ზომის ნავით მიაღწია ნაპირს, სადაც ელექტრო ველოსიპედი ჰქონდა გადამალული. ვისკონსინში, მედისონამდე ღამით იმგზავრა, შემდეგ ავტობუსით დეტროიტში წავიდა და კანადიდან თვითმფრინავით, უცნობი მიმართულებით გაფრინდა.

"ჩვენ ვაგრძელებთ ამ ინფორმაციის გადამოწმებას, წერტილების დაკავშირებას ვცდილობთ, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ეს იყო რაიანის მეთოდი, მთელი ქვეყნისთვის ეჩვენებინა, როგორ გააკეთა ე" - განაცხადა პოდოლმა.

სავარაუდოდ, ბორგვარდტი მარტო მოქმედებდა. პოდოლმა ისიც დაამატა, რომ მას წასვლის შემდეგ თავის ოჯახთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონია.

  • მან სამი შვილი და მეუღლე დატოვა. წასვლამდე რამდენიმე დღით ადრე, ხელისუფლებამ აღმოაჩინა, რომ მას აღებული ჰქონდა 375,000 დოლარის სიცოცხლის დაზღვევის პოლისი, თანხები უცხოურ საბანკო ანგარიშზე გადარიცხა, ახალი პასპორტის ფოტო გადაიღო და ელ-ფოსტის მისამართი შეცვალა. მას ასევე ონლაინ კონტაქტი ჰქონდა ქალბატონთან უზბეკეთში.

კითხვაზე, რა შეიძლებოდა ყოფილიყო მისი საკუთარი სიკვდილის გათამაშების მოტივაცია, პოდოლმა თქვა: "მას უბრალოდ, პირადი საკითხები ჰქონდა და ფიქრობდა, რომ ეს იყო სწორი საქციელი."

მან დაამატა, რომ პოლიცია ბორგვარდტს ელ-ფოსტით უკავშირდება, სახლში დაბრუნებაში დასარწმუნებლად და "მის მიერ შექმნილი არეულობის მოსაგვარებლად" "მის გრძნობებზე ზემოქმედებს".

შერიფი ხუთშაბათის პრესკონფერენციაზე აღელვებული იყო და თქვა, რომ გაქცეულის შვილები სადღესასწაულო სეზონს მამის გარეშე გაატარებენ.

"შობა მოდის," - თქვა მან, - "რა იქნებოდა იმაზე უკეთესი საჩუქარი ბავშვებისთვის, ვიდრე შობას მამასთან ერთად ყოფნა."

წყარო