საქართველოს პროკურატურამ თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე 21 წლის მათე დევიძეს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
"სამართალდამცველებმა ბრალდებული 21 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
საგამოძიებო უწყება ვიდეოკადრებსაც ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ კონკრეტული პირი პოლიციელების მისამართით ჯოხს რამდენჯერმე იქნევს.
ნახეთ ასევე:
რაც 7ნოემბრიდან დაწყებული აქამდე პოლიციელებმა ცემეს ხალხს ხერხემალში ამტვრიეს იმ სპეცრაზმელების და პატრულებს რატო არავინ იჭერს წიხლებით რომ ცემდნენ უბრალო გამვლელებს მაგათვის მოსულაა არაა ძაღლური ლოგიკით
სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს აშკარად დამნაშავეა ზუსტად ეს უდანაშაულობის სინდრომია, რომ შობს ახალ ახალ დანაშაულებს.