შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფლორიდის შტატის ყოფილი გენერალური პროკურორი, პემ ბონდი აშშ-ის გენერალური პროკურორის კანდიდატად დაასახელა.
“პემი თითქმის 20 წელი იყო პროკურორი, სადაც ის ძალიან მკაცრი იყო მოძალადე კრიმინალების მიმართ და ქუჩები უსაფრთხო გახადა ფლორიდის ოჯახებისთვის. შემდეგ, როგორც ფლორიდის პირველი ქალი გენერალური პროკურორი, ის მუშაობდა მომაკვდინებელი ნარკოტიკების ტრეფიკინგის შესაჩერებლად და ფენტანილის ჭარბი დოზით სიკვდილის ტრაგედიის შესამცირებლად, რამაც გაანადგურა მრავალი ოჯახი ჩვენს ქვეყანაში!” - წერს ტრამპი Truth Social-ში.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ გენერალური პროკურორის პოსტზე წარდგენილმა მეტ გეცმა კანდიდატურა მოხსნა, ტრამპმა საზოგადოებას პენ ბონდის კანდიდატურა გააცნო.
ბონდი ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას ფლორიდაში - ჯერ როგორც პროკურორი ტამპაში, შემდეგ კი რვა წლის განმავლობაში, როგორც შტატის გენერალური პროკურორი - სადაც მას საზრიანი და ეფექტური სამართალწარმოების რეპუტაცია ჰქონდა.
ბონდი იყო ფლორიდის გენერალური პროკურორი 2011 წლიდან 2019 წლამდე, პირველი ქალი, რომელიც ამ თანამდებობას იკავებდა. ფლორიდის მთავარ პროკურორად მუშაობის დროს იგი სულ უფრო მეტად პარტიზანულ პოზიციებს იკავებდა, რეგულარულად გამოდიოდა Fox News-ზე და შემდეგ ფლორიდაში, ტრამპის 2016 წლის კამპანიის დროს, ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი გახდა.
2016 წელს, ორლანდოში ლგბტქია+ ღამის კლუბზე ექსტრემისტების თავდასხმას 47 ადამიანი ემსხვერპლა და 50-ზე მეტი დაჭრეს. მაშინ CNN-მა გენერალური პროკურორი ეთერში მიიწვია და მოსთხოვა გადაეხედა თავის პოზიციას, რომელიც ფლორიდაში ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვის შესანარჩუნებლად იბრძოდა.
ორი წლის შემდეგ კი, 17 სტუდენტი და თანამშრომელი მოკლა დუგლას საშუალო სკოლის ყოფილმა მოსწავლემ მარჯორი სტოუნმენმა.
ბონდიმ მაშინ ბრალდებულის სიკვდილით დასჯისკენ მოუწოდა სასამართლოს და მხარი დაუჭირა მაშინდელ გუბერნატორს რიკ სკოტს, რომელიც შტატის იარაღის კონტროლის კანონის მიღებას ცდილობდა. მან იარაღის შეძენის მინიმალური ასაკი 18-დან 21 წლამდე გაზარდა.
ფლორიდის გენერალური პროკურორის ოფისის დატოვების შემდეგ, ბონდი ლობისტურ ფირმა Ballard Partners-ს შეუერთდა, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს ტრამპთან და უილსთან. კომპანიის მიერ, წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, ბონდი იქ 2019 წლიდან 2020 წლამდე ყატარს წარმოადგენდა.
ბონდის ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს რჩეული პრეზიდენტის რძალთან და რესპუბლიკური ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარესთან ლარა ტრამპთან.
ბონდი ტრამპს მის წინააღმდეგ მოსალოდნელი იმპიჩმენტის თავიდან ასაცილებლად ეხმარებოდა როგორც უფროსი მრჩეველი და ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ ტრამპი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და კონგრესის გამოძიებებში ხელის შეშლის ბრალდებით გაასამართლეს, მაგრამ საბოლოოდ ტრამპი ყველა ბრალდებაში გამართლდა.
ბონდს სურდა მოეპოვებინა მეურვეობა ძაღლზე, რომელიც 2005 წელს შეიკედლა, მას შემდეგ რაც ძაღლმა ქარიშხლის დროს ოჯახი დაკარგა. როგორც აღმოჩნდა ოჯახი ცდილობდა ძაღლის პოვნას, მაგრამ ბონდიმ უარი უთხრა დაბრუნებაზე. ის ოჯახს ცხოველის მიმართ გულგრილ დამოკიდებულებაში ადანაშაულებდა.
თუმცა ლუიზიანელი ოჯახი აცხადებდა, რომ ქარიშხალ კატრინას დროს დაკარგული მათი სემბერნარი “მასტერ ტანკი“ სინამდვილეში ბონდმა მოიპარა.
საბოლოოდ აღნიშნული საქმე სასამართლო პროცესამდე მოგვარდა და “მასტერ ტანკი“ ოჯახს დაუბრუნდა.
მისი პირველი მეუღლე გარეტ ბარნსი იყო, თუმცა ზე წყვილი 22 თვის შემდეგ დაშორდა.
1996 წელს ბონდი დაქორწინდა სკოტ ფიცჯერალდზე, ისინი 2002 წელს დაშორდნენ.
2012 წელს კი დაინიშნა გრეგ ჰენდერსონზე.