ავტორი:

მკვლელობა 7 წლის შვილის თვალწინ: სასტიკი დანაშაულის დეტალები - "მკვლელს ზედმეტსახელად "ტარაკანას" ეძახიან... ადრეც ისე სცემა ციკო, ძლივს გადარჩა"

მკვლელობა 7 წლის შვილის თვალწინ: სასტიკი დანაშაულის დეტალები - "მკვლელს ზედმეტსახელად "ტარაკანას" ეძახიან... ადრეც ისე სცემა ციკო, ძლივს გადარჩა"

ფემიციდის მორიგი სასტიკი ფაქტი საგარეჯოში 11 ნოემბერს მოხდა. მოძალადე მამაკაცმა ყოფილ ცოლს სახლში მიაკითხა და ქვით თავი გაუჩეჩქვა, რის შემდეგ თავად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. უმძიმესი დაზიანებებით ახალგაზრდა ქალი იმავე დღეს სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს, იქიდან თბილისში, "ინგოროყვას კლინიკაში", სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმები რამდენიმე დღის მანძილზე ცდილობდნენ დასახიჩრებული ქალის გადარჩენას, სამწუხაროდ, მიყენებული დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, რომ მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

  • 21 ნოემბერს, ქალი "ინგოროყვას კლინიკაში" გარდაიცვალა. ამ სასტიკი დანაშაულის მსხვერპლი ციკო სულიკაშვილია. ის მეუღლეს გაშორებული იყო.

არსებული ინფორმაციით, მასზე ძალადობის ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა. წლების მანძილზე ძალადობდა მასზე ქმარი. თავის დროზე მათი ოჯახი სწორედ ძალადობის გამო დაინგრა. მეზობლების თქმით, მამაკაცი, რომელიც ასე სასტიკად გაუსწორდა ცოლს, სწორედ ოჯახური ძალადობისთვის იხდიდა სასჯელს და ციხიდან ამნისტიით ახალი გამოსულია.

"არ ვიცი რა ვთქვა, უმძიმესი ფაქტია. თავში ქვა ურტყა ყოფილმა ქმარმა, სასტიკად სცემა საწყალი გოგო. სასიკვდილო დაზიანებები ჰქონდა მიყენებული, თბილისში გადაიყვანეს რეანიმობილით, იქ იწვა რამდენიმე დღე. იმას ვთხოვდით ღმერთს, რომ როგორმე გადარჩენილიყო, მაგრამ გავიგეთ რომ გარდაიცვალა. ის არამზადა მოძალადე ცოლზე ძალადობისთვის სასჯელს იხდიდა და ახლა წინასაარჩევნოდ გამოუშვეს ციხიდან, ამნისტია შეეხო. ციკო ქმარს გაშორებული იყო, ორი შვილი დარჩა. როგორც ვიცი, შემაკავებელი ორდერიც ყოფილა გამოცემული მოძალადის მიმართ.

ამის მიუხედავად სახლში მიაკითხა, ვითომ შვილი უნდოდა ენახა. შვილის ნახვის საბაბით მივიდა, მაგრამ როგორც ჩანს, ეტყობა წინასწარ ჰქონდა განზრახული მკვლელობა, სახლიდან გაიტყუა გარეთ და ქვით გაუჩეჩქვა თავი, უთქვამს გამოდი სალაპარაკო მაქვსო და ესეც გასულა, აბა რას წარმოიდგენდა, რომ ასე გაუსწორდებოდა. ისე უცებ მოხდა ყველაფერი, რომ საწყალ გოგოს ვერავინ მიეშველა. ეს გოგო კლინიკაში იწვა და დღეს გარდაიცვალა. რატომღაც არ გახმაურდა მაშინ ეს ფაქტი. ძალიან განვიცდით ამ ამბავს. ორი შვილი ჰყავთ, 18 წლის და 7 წლის. ციკო ძალიან კარგი გოგო იყო, ძალიან გვტკივა გული", - ამბობს ადგილობრივი.

კიდევ ერთი მეზობლის თქმით, მომხდარის მიზეზად ეჭვიანობა სახელდება.

"როგორც სჩვევიათ, ასეთ მოძალადეებს, მიზეზად ეჭვიანობა სახელდება. ასეა ხოლმე, როცა ასეთი ავადმყოფები არიან. ძალიან შეძრული ვარ ამ ფაქტით. ციკო ჩემს მეზობლად ცხოვრობს, მასთან ისეთი ურთიერთობა არ მქონდა, რომ მოეყოლა თავისი პირადი ამბები, მაგრამ მეზობლებისგან ვიცი, რომ ქმარი მას სისტემატურად წლების განმავლობაში ძალადობდა...განაგრძეთ კითხვა

წაიკითხეთ ასევე: