მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მათე დევიძე ამბობს, შემეშინდა და ჯოხს ამიტომ ვიქნევდი, მიზანი რომ ვინმესთვის ჩამერტყა და დაზიანება მიმეყენებინა, განზრახული არ მქონიაო" - ადვოკატი
"მათე დევიძე ამბობს, შემეშინდა და ჯოხს ამიტომ ვიქნევდი, მიზანი რომ ვინმესთვის ჩამერტყა და დაზიანება მიმეყენებინა, განზრახული არ მქონიაო" - ადვოკატი

21 წლის მათე დე­ვი­ძე, რო­მელ­საც მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე გა­მარ­თულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე, პო­ლი­ცი­ე­ლებ­ზე თავ­დას­ხმას ედა­ვე­ბი­ან, დიღ­მის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლო­ში მის­მა ად­ვო­კატ­მა, ბექა კვი­ნი­კა­ძემ მო­ი­ნა­ხუ­ლა.

  • რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უ­ბარ­ში კვი­ნი­კა­ძე აცხა­დებს, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი ამ­ბობს, რომ და­ნა­შა­უ­ლი არ ჩა­უ­დე­ნია და ჯოხს მხო­ლოდ იმის გამო იქ­ნევ­და, რომ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის შე­ე­შინ­და.

ად­ვო­კა­ტის თქმით­ვე, დე­ვი­ძეს ვინ­მეს­თვის ჯო­ხის ჩარ­ტყმის ან მისი და­ზი­ა­ნე­ბის მი­ზა­ნი არ ჰქო­ნია.

"მხნედ არის, საბ­რძო­ლო გან­წყო­ბა­ზეა. მო­ტყუ­ე­ბით გა­იყ­ვა­ნეს, უთხრეს გიშ­ვებ­თო და იქვე გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი დახ­ვდნენ. 10 წუ­თი­ა­ნი პრო­ცე­დუ­რაა აგიყ­ვანთ და მალე ჩა­მო­გიყ­ვან­თო, უთხრეს. მის­თვის უფ­ლე­ბე­ბი არ გა­ნუ­მარ­ტავთ.

ჯო­ხის ქნე­ვის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით და­კი­თხეს. ამ­ბობს, შე­მე­შინ­და და ვიქ­ნევ­დი, არა­ვის­თვის ჩა­მირ­ტყამს, მი­ზა­ნი რომ ვინ­მეს­თვის ჩა­მერ­ტყა და და­ზი­ა­ნე­ბა მი­მე­ყე­ნე­ბი­ნა, გან­ზრა­ხუ­ლი არ მქო­ნი­აო", - აცხა­დებს კვი­ნი­კა­ძე.

მი­სი­ვე თქმით, დე­ვი­ძეს დიღ­მის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლო­ში ბრალს ხვალ, 09:30 სა­ათ­ზე წა­უ­ყე­ნე­ბენ. დიდი ალ­ბა­თო­ბით, ხვალ­ვე იმ­სჯე­ლებს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო მის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე.

მათე დე­ვი­ძე იმ 16 პირს შო­რის იყო, რო­მე­ლიც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ის დროს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით და­ა­კა­ვეს. მას სხვებ­თან ერ­თად პო­ლი­ცი­ე­ლის და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბა­სა და წვრილ­მა­ნი ხუ­ლიგ­ნო­ბას ედა­ვე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა, 48-სა­ა­თი­ა­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბის ვა­დის ამო­წურ­ვის შემ­დეგ, როცა ის იზო­ლა­ტო­რი­დან უნდა გა­ეშ­ვათ, მუხ­ლი შე­უც­ვა­ლეს და ახლა გა­მო­ძი­ე­ბა უკვე სის­ხლის სა­მარ­თლის შე­საძ­ლო და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის­თვის მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათე დე­ვი­ძემ ად­გილ­ზე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის დაც­ვის მიზ­ნით მო­ბი­ლი­ზე­ბულ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა. კერ­ძოდ, ის პო­ლი­ცი­ე­ლებს თავს და­ეს­ხა და ჯო­ხის დარ­ტყმით სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 353-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი­თაა და­წყე­ბუ­ლი, რაც პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმას გუ­ლის­ხმობს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tikitoki
0

ეს ადვოკატი სულელია? ჯერ იძახის - ჩემი კლიენტი შეშინებული იყო და თავდაცვის მიზნით იქნევდა ჯოხსო. მერე ამბობს - საბრძოლო განწყობაზეაო. სადაა ლოგიკა? ისედაც არ აქვს კარგად საქმე მაგ ბიჭს და, ეს ადვოკატი უარესად გაუფუჭებს საქმეს. 

რა თქმა უნდა, ჯოხის ქნევას არანაირი გამართლება არ აქვს. ასეულობით ადამიანი იყო იქ და არავის უნდოდა პოლიციის ხელში მოხვედრა, მაგრამ, ჯოხები არ გამოუყენებიათ. 

buxo
0

მე დამბაჩა დავცალე იმან თავი შეუშვირა. მხნედ არის საბრძოლო განწყობაზეა, თან ეშინია........

ზერეკიძე 14 - 14 გახსოვდეთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"მათე დევიძე ამბობს, შემეშინდა და ჯოხს ამიტომ ვიქნევდი, მიზანი რომ ვინმესთვის ჩამერტყა და დაზიანება მიმეყენებინა, განზრახული არ მქონიაო" - ადვოკატი

"მათე დევიძე ამბობს, შემეშინდა და ჯოხს ამიტომ ვიქნევდი, მიზანი რომ ვინმესთვის ჩამერტყა და დაზიანება მიმეყენებინა, განზრახული არ მქონიაო" - ადვოკატი

21 წლის მათე დევიძე, რომელსაც მელიქიშვილის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, პოლიციელებზე თავდასხმას ედავებიან, დიღმის მთავარ სამმართველოში მისმა ადვოკატმა, ბექა კვინიკაძემ მოინახულა.

  • როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში კვინიკაძე აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ დანაშაული არ ჩაუდენია და ჯოხს მხოლოდ იმის გამო იქნევდა, რომ პოლიციელების შეეშინდა.

ადვოკატის თქმითვე, დევიძეს ვინმესთვის ჯოხის ჩარტყმის ან მისი დაზიანების მიზანი არ ჰქონია.

"მხნედ არის, საბრძოლო განწყობაზეა. მოტყუებით გაიყვანეს, უთხრეს გიშვებთო და იქვე გამომძიებლები დახვდნენ. 10 წუთიანი პროცედურაა აგიყვანთ და მალე ჩამოგიყვანთო, უთხრეს. მისთვის უფლებები არ განუმარტავთ.

ჯოხის ქნევის ფაქტთან დაკავშირებით დაკითხეს. ამბობს, შემეშინდა და ვიქნევდი, არავისთვის ჩამირტყამს, მიზანი რომ ვინმესთვის ჩამერტყა და დაზიანება მიმეყენებინა, განზრახული არ მქონიაო", - აცხადებს კვინიკაძე.

მისივე თქმით, დევიძეს დიღმის მთავარ სამმართველოში ბრალს ხვალ, 09:30 საათზე წაუყენებენ. დიდი ალბათობით, ხვალვე იმსჯელებს თბილისის საქალაქო სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე.

მათე დევიძე იმ 16 პირს შორის იყო, რომელიც სამართალდამცავებმა მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას სხვებთან ერთად პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და წვრილმანი ხულიგნობას ედავებოდნენ, თუმცა, 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, როცა ის იზოლატორიდან უნდა გაეშვათ, მუხლი შეუცვალეს და ახლა გამოძიება უკვე სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაულის ჩადენისთვის მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათე დევიძემ ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებულ სამართალდამცველებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. კერძოდ, ის პოლიციელებს თავს დაესხა და ჯოხის დარტყმით სხეულის დაზიანება მიაყენა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითაა დაწყებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.