პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პატრიარქმა ბრძანა, რომ ეს არჩევნები ჩატარდა - ეს არის პატრიარქის ლოცვა-კურთხევა, რომელიც უნდა მივიღოთ, როგორც ნება ღვთისა" - მიტროპოლიტი საბა
"პატრიარქმა ბრძანა, რომ ეს არჩევნები ჩატარდა - ეს არის პატრიარქის ლოცვა-კურთხევა, რომელიც უნდა მივიღოთ, როგორც ნება ღვთისა" - მიტროპოლიტი საბა

რამ­დე­ნი­მე დღის წინ პატ­რი­არ­ქმა და­ლო­ცა ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, და­ლო­ცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ბრძა­ნა, რომ ეს არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­და და უნდა მი­ვი­ღოთ ის შე­დე­გე­ბი, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად დად­გა, - ამის შე­სა­ხებ მთა­ვა­რან­გე­ლოზ­თა დღე­სას­წა­ულ­ზე ხო­ნი­სა და სამ­ტრე­დი­ის მიტ­რო­პო­ლიტ­მა საბა გი­გი­ბე­რი­ამ ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

  • მიტ­რო­პო­ლი­ტი საბა ქა­და­გე­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას მი­მარ­თავს და აღ­ნიშ­ნავს, რომ თუ გვიყ­ვარს ქვე­ყა­ნა, მის­თვის უნდა გვინ­დო­დეს მშვი­დო­ბა და გან­ვი­თა­რე­ბა.

"მინ­და პა­ტა­რა ხაზ­გას­მა გა­ვა­კე­თო იმ მოვ­ლე­ნებ­ზე, რო­მე­ლიც დღეს ხდე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. ჩა­ტარ­და არ­ჩევ­ნე­ბი და მე არ ვარ მსურ­ვე­ლი მისი შე­ფა­სე­ბი­სა, თუ რო­გო­რი იყო ეს. ეს ჩემი საქ­მე არ არის. მე ერთ რა­მე­ზე მინ­და ხაზ­გას­მა. რამ­დე­ნი­მე დღის წინ პატ­რი­არ­ქმა და­ლო­ცა ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, და­ლო­ცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ბრძა­ნა, რომ ეს არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­და და უნდა მი­ვი­ღოთ ის შე­დე­გე­ბი, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად დად­გა. პატ­რი­არ­ქმა ბრძა­ნა კი­დეც, რომ ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ იმი­სათ­ვის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში იყოს მშვი­დო­ბა. ჯერ კი­დევ არის და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, იმის სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ იყოს რა­ი­მე გა­ურ­კვევ­ლო­ბა, არე­უ­ლო­ბა და ა.შ. რაც ნამ­დვი­ლად არ მო­უ­ტანს ჩვენს ქვე­ყა­ნას სი­კე­თეს. მე პირ­და­პირ მინ­და მივ­მარ­თო სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას, რო­მე­ლიც არის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ქრის­ტი­ა­ნი და რომ­ლის­თვი­საც პატ­რი­არ­ქი არის სუ­ლი­ე­რი მამა და მო­ძღვა­რი. ვინ­მე გე­გუ­ლე­ბათ ან სა­ქარ­თვე­ლო­ში, ან სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ, უცხო­ეთ­ში პატ­რი­არ­ქზე უფრო მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის, პატ­რი­არ­ქზე უფრო გა­მოც­დი­ლი, პატ­რი­არ­ქზე უფრო ბრძე­ნი და ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­სიყ­ვა­რუ­ლე ადა­მი­ა­ნი?!

ყვე­ლა­ფე­რი იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ის, რაც უკვე ვთქვი, ეს არის პატ­რი­არ­ქის ლოც­ვა-კურ­თხე­ვა, რო­მელ­საც ჩვენ უნდა და­ვე­მორ­ჩი­ლოთ და მი­ვი­ღოთ, რო­გორც ნება ღვთი­სა. ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ეკ­ლე­სი­ა­ში და­დი­ხართ, ეზი­ა­რე­ბით, რომ­ლე­ბიც ტაძ­რებს და მო­ნას­ტრებს აშე­ნებთ, ნუთუ თქვენ­თვის არ არის საკ­მა­რი­სი პატ­რი­არ­ქის მო­წო­დე­ბა, პატ­რი­არ­ქის ლოც­ვა-კურ­თხე­ვა და არ უნდა და­ვე­მორ­ჩი­ლოთ მას ერთი უბ­რა­ლო მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გამო - თუ გვიყ­ვარს ქვე­ყა­ნა, მის­თვის უნდა გვინ­დო­დეს მშვი­დო­ბა და გან­ვი­თა­რე­ბა. პატ­რი­არ­ქზე მეტი ვინ უნდა იყოს, ვინც ე.წ. ლე­გი­ტი­მა­ცია უნდა გვი­თხრას ამ მოვ­ლე­ნე­ბის. აუ­ცი­ლე­ბე­ლია მა­ინც და მა­ინც ამე­რი­კი­დან, ევ­რო­პი­დან, რუ­სე­თი­დან, ჩი­ნე­თი­დან, სა­ი­დან უნდა იყოს კი­დევ, სხვა ქვეყ­ნე­ბი­დან გვი­თხრან რომ თქვენ კარ­გი ხალ­ხი ხართ, კარ­გად ჩა­ა­ტა­რეთ ყვე­ლა­ფე­რი და ახლა გა­აგ­რძე­ლეთ მშვი­დო­ბი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა.

მე არ ვფიქ­რობ ,რომ სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი ამ ყვე­ლა­ფერს იმა­ზე უფრო მეტი სიბ­რძნით, სიყ­ვა­რუ­ლით და გუ­ლის­ტკი­ვი­ლით ამ­ბობ­დნენ, ვიდ­რე ჩვე­ნი პატ­რი­არ­ქი. ამი­ტომ, ჩემი სურ­ვი­ლი, მო­წო­დე­ბა, ჩემი თხოვ­ნა და რჩე­ვა არის ერ­თა­დერ­თი, და­უ­ჯე­რეთ პატ­რი­არ­ქს, და­უ­ჯე­რეთ ეკ­ლე­სი­ას და გა­აც­ნო­ბი­ე­რეთ რას ნიშ­ნავს იყოთ ქრის­ტი­ა­ნე­ბი, მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბი და ამავდრო­უ­ლად არ უს­მენ­დეთ ეკ­ლე­სი­ას და პატ­რი­არ­ქს. პატ­რი­არ­ქი, ეკ­ლე­სია, ყო­ველ­თვის ღვთის ნე­ბას გა­მოგ­ვი­ცხა­დებს“, - გა­ნა­ცხა­და მიტ­რო­პო­ლიტ­მა საბა გი­გი­ბე­რი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

"პატრიარქმა ბრძანა, რომ ეს არჩევნები ჩატარდა - ეს არის პატრიარქის ლოცვა-კურთხევა, რომელიც უნდა მივიღოთ, როგორც ნება ღვთისა" - მიტროპოლიტი საბა

"პატრიარქმა ბრძანა, რომ ეს არჩევნები ჩატარდა - ეს არის პატრიარქის ლოცვა-კურთხევა, რომელიც უნდა მივიღოთ, როგორც ნება ღვთისა" - მიტროპოლიტი საბა

რამდენიმე დღის წინ პატრიარქმა დალოცა ჩვენი ქვეყანა, დალოცა ხელისუფლება და ბრძანა, რომ ეს არჩევნები ჩატარდა და უნდა მივიღოთ ის შედეგები, რომელიც რეალურად დადგა, - ამის შესახებ მთავარანგელოზთა დღესასწაულზე ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბა გიგიბერიამ ქადაგებისას განაცხადა.

  • მიტროპოლიტი საბა ქადაგებაში საქართველოს მოსახლეობას მიმართავს და აღნიშნავს, რომ თუ გვიყვარს ქვეყანა, მისთვის უნდა გვინდოდეს მშვიდობა და განვითარება.

"მინდა პატარა ხაზგასმა გავაკეთო იმ მოვლენებზე, რომელიც დღეს ხდება ჩვენს ქვეყანაში. ჩატარდა არჩევნები და მე არ ვარ მსურველი მისი შეფასებისა, თუ როგორი იყო ეს. ეს ჩემი საქმე არ არის. მე ერთ რამეზე მინდა ხაზგასმა. რამდენიმე დღის წინ პატრიარქმა დალოცა ჩვენი ქვეყანა, დალოცა ხელისუფლება და ბრძანა, რომ ეს არჩევნები ჩატარდა და უნდა მივიღოთ ის შედეგები, რომელიც რეალურად დადგა. პატრიარქმა ბრძანა კიდეც, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველოში იყოს მშვიდობა. ჯერ კიდევ არის დაძაბული ურთიერთობები, იმის საშიშროება, რომ იყოს რაიმე გაურკვევლობა, არეულობა და ა.შ. რაც ნამდვილად არ მოუტანს ჩვენს ქვეყანას სიკეთეს. მე პირდაპირ მინდა მივმართო საქართველოს მოსახლეობას, რომელიც არის მართლმადიდებელი ქრისტიანი და რომლისთვისაც პატრიარქი არის სულიერი მამა და მოძღვარი. ვინმე გეგულებათ ან საქართველოში, ან საქართველოს ფარგლებს გარეთ, უცხოეთში პატრიარქზე უფრო მაღალი თანამდებობის, პატრიარქზე უფრო გამოცდილი, პატრიარქზე უფრო ბრძენი და ჩვენი ქვეყნის მოსიყვარულე ადამიანი?!

ყველაფერი იმის გათვალისწინებით ის, რაც უკვე ვთქვი, ეს არის პატრიარქის ლოცვა-კურთხევა, რომელსაც ჩვენ უნდა დავემორჩილოთ და მივიღოთ, როგორც ნება ღვთისა. ადამიანები, რომლებიც ეკლესიაში დადიხართ, ეზიარებით, რომლებიც ტაძრებს და მონასტრებს აშენებთ, ნუთუ თქვენთვის არ არის საკმარისი პატრიარქის მოწოდება, პატრიარქის ლოცვა-კურთხევა და არ უნდა დავემორჩილოთ მას ერთი უბრალო მარტივი მიზეზის გამო - თუ გვიყვარს ქვეყანა, მისთვის უნდა გვინდოდეს მშვიდობა და განვითარება. პატრიარქზე მეტი ვინ უნდა იყოს, ვინც ე.წ. ლეგიტიმაცია უნდა გვითხრას ამ მოვლენების. აუცილებელია მაინც და მაინც ამერიკიდან, ევროპიდან, რუსეთიდან, ჩინეთიდან, საიდან უნდა იყოს კიდევ, სხვა ქვეყნებიდან გვითხრან რომ თქვენ კარგი ხალხი ხართ, კარგად ჩაატარეთ ყველაფერი და ახლა გააგრძელეთ მშვიდობიანი ცხოვრება.

მე არ ვფიქრობ ,რომ სხვა ადამიანები ამ ყველაფერს იმაზე უფრო მეტი სიბრძნით, სიყვარულით და გულისტკივილით ამბობდნენ, ვიდრე ჩვენი პატრიარქი. ამიტომ, ჩემი სურვილი, მოწოდება, ჩემი თხოვნა და რჩევა არის ერთადერთი, დაუჯერეთ პატრიარქს, დაუჯერეთ ეკლესიას და გააცნობიერეთ რას ნიშნავს იყოთ ქრისტიანები, მართლმადიდებლები და ამავდროულად არ უსმენდეთ ეკლესიას და პატრიარქს. პატრიარქი, ეკლესია, ყოველთვის ღვთის ნებას გამოგვიცხადებს“, - განაცხადა მიტროპოლიტმა საბა გიგიბერიამ.