პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მგზავრს პირველადი დახმარება პროფესიით ექიმმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გაუწია" - რა მოხდა Swiss Air-ის რეისზე: მედია კულუარულ დეტალებზე წერს
"მგზავრს პირველადი დახმარება პროფესიით ექიმმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გაუწია" - რა მოხდა Swiss Air-ის რეისზე: მედია კულუარულ დეტალებზე წერს

ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტმა, ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ენ­მა თვითმფრი­ნავ­ში მგზავრს, რო­მე­ლიც შე­უძ­ლოდ გახ­და, პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა გა­უ­წია.


კუ­ლუ­ა­რუ­ლი ის­ტო­რი­ის დე­ტა­ლებ­ზე BILD წერს. გა­მო­ცე­მის მი­ხედ­ვით, ოთხშა­ბათს ნა­შუ­ა­დღევს Swiss Air-ის რე­ი­სი - LX780 რი­ო­დან ბრი­უ­სელ­ში ბრუნ­დე­ბო­და, რო­დე­საც მგზავრს ჯან­მრთე­ლო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა. ჩვე­უ­ლე­ბი­სა­მებრ, ეკი­პაჟ­მა იკი­თხა, იყო თუ არა ბორტზე ვინ­მე, ვი­საც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნა შე­ეძ­ლო.


“მგზავ­რმა შე­უძ­ლოდ მყოფს პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა გა­უ­წია მა­ნამ, სა­ნამ თვითმფრი­ნა­ვი ბრი­უ­სელ­ში უსაფრ­თხოდ და­ეშ­ვე­ბო­და. შემ­დეგ კი საქ­მეს ექი­მე­ბი შე­უდ­გნენ. თვითმფრი­ნა­ვის დაშ­ვე­ბის შემ­დეგ პირი, რო­მელ­მაც პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა გა­უ­წია, შავ­მა მერ­სე­დეს­მა წა­იყ­ვა­ნა და ეს არ იყო ჯილ­დო გა­წე­უ­ლი ძა­ლის­ხმე­ვის­თვის. პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი, ვინც რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა, იყო ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტი ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ე­ნი,“ - წერს სა­ა­გენ­ტო.


BILD-ის ცნო­ბით, თვითმფრი­ნა­ვი ბრი­უ­სელ­ში უფრო სწრა­ფად და­ეშ­ვა, სა­დაც პა­ცი­ენტს სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ეკი­პა­ჟი დახ­ვდა.


“და­ნარ­ჩენ მგზავ­რებს ძა­ლი­ან დიდი ხანი მო­უ­წი­ათ ლო­დი­ნი“, - გა­ნუ­ცხა­და BILD-ს ბორტზე მყოფ­მა.

ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა BILD-ს აღ­ნიშ­ნუ­ლი და­უ­დას­ტუ­რა:

”რი­ო­დან ბრი­უ­სელ­ში ვბრუნ­დე­ბო­დით, რო­დე­საც ფრე­ნის დროს მგზავრს სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა დას­ჭირ­და. ბორტგამ­ცი­ლე­ბელ­მა იკი­თხა, ჰქონ­და თუ არა რო­მე­ლი­მე მგზავრს სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბა,“ - გა­ნა­ცხა­და მან.


აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ურ­სუ­ლა ფონ დერ ლე­ი­ე­ნი პრო­ფე­სი­ით ექი­მია. იგი მე­დი­ცი­ნას ჰა­ნო­ვე­რის სა­მე­დი­ცი­ნო სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და (MHH) და აქვს დოქ­ტო­რის ხა­რის­ხი.


წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:


მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტრისტან დ' აკუნია
7

ეპიდემიის დროს ამ ქ-ნმა სხვებტან ერთად "ფაიზერის" შესყიდვაში 250 მლნ ევრო მოტეხეს (როგორც წერენ, ამ ქალის წილი 80 მლნ იყო)

ანა
10

რა სასაცილოები ხართ ,ურსულას რომ ემატრაკვეცებით! ჯერ დაამთავრეთ სამედიცინო,მერე ამხელა წარმატებას მიაღწიეთ და გახდით 7 შვილის დედა,მერე ემატრაკვეცეთ! ურსულას კი სულ კიდიხართ და სწორსაც აკეთებს! გაუმარჯოს ევროპისგან დამოუკიდებელ საქართველოს! წინ რუსეთისაკენ,დროშები ჩქარა! ვაი თქვენს პატრონს,რას დაგამსგავსათ სეთურმა?

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

"მგზავრს პირველადი დახმარება პროფესიით ექიმმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გაუწია" - რა მოხდა Swiss Air-ის რეისზე: მედია კულუარულ დეტალებზე წერს

"მგზავრს პირველადი დახმარება პროფესიით ექიმმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გაუწია" - რა მოხდა Swiss Air-ის რეისზე: მედია კულუარულ დეტალებზე წერს

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა თვითმფრინავში მგზავრს, რომელიც შეუძლოდ გახდა, პირველადი დახმარება გაუწია.


კულუარული ისტორიის დეტალებზე BILD წერს. გამოცემის მიხედვით, ოთხშაბათს ნაშუადღევს Swiss Air-ის რეისი - LX780 რიოდან ბრიუსელში ბრუნდებოდა, როდესაც მგზავრს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნა. ჩვეულებისამებრ, ეკიპაჟმა იკითხა, იყო თუ არა ბორტზე ვინმე, ვისაც პროფესიონალური დახმარების აღმოჩენა შეეძლო.


“მგზავრმა შეუძლოდ მყოფს პირველადი დახმარება გაუწია მანამ, სანამ თვითმფრინავი ბრიუსელში უსაფრთხოდ დაეშვებოდა. შემდეგ კი საქმეს ექიმები შეუდგნენ. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ პირი, რომელმაც პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწია, შავმა მერსედესმა წაიყვანა და ეს არ იყო ჯილდო გაწეული ძალისხმევისთვის. პირველი ადამიანი, ვინც რეაგირება მოახდინა, იყო ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი,“ - წერს სააგენტო.


BILD-ის ცნობით, თვითმფრინავი ბრიუსელში უფრო სწრაფად დაეშვა, სადაც პაციენტს სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი დახვდა.


“დანარჩენ მგზავრებს ძალიან დიდი ხანი მოუწიათ ლოდინი“, - განუცხადა BILD-ს ბორტზე მყოფმა.

ევროკავშირის წარმომადგენელმა BILD-ს აღნიშნული დაუდასტურა:

”რიოდან ბრიუსელში ვბრუნდებოდით, როდესაც ფრენის დროს მგზავრს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ბორტგამცილებელმა იკითხა, ჰქონდა თუ არა რომელიმე მგზავრს სამედიცინო განათლება,“ - განაცხადა მან.


აღსანიშნავია, რომ ურსულა ფონ დერ ლეიენი პროფესიით ექიმია. იგი მედიცინას ჰანოვერის სამედიცინო სკოლაში სწავლობდა (MHH) და აქვს დოქტორის ხარისხი.


წაიკითხეთ ასევე: