"რუსებმა უკრაინის მიმართულებით საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს" - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
"2024 წლის 21 ნოემბრის დილით, 05:00 საათიდან 07:00 საათამდე, რუსულმა ძალებმა ქალაქ დნიპროს სხვადასხვა ტიპის რაკეტებით შეუტიეს. კერძოდ ასტრახანის ოლქიდან საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა, ტამბოვის ოლქიდან მიგ-31-ის ტიპის გამანადგურებლით „კინჟალი“ და ტუ-95-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენით შვიდი Х-101-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს“, - განაცხადეს უკრაინის საჰაერო ძალებში.
საჰაერო თავდასხმის შედეგად დნიპროში სულ მცირე 15 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არის 16 და 17 წლის მოზარდები.
საჰაერო ძალების ცნობით, საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფებმა Х-101-ის ტიპის ექვსი რაკეტა ჩამოაგდეს.
უკრაინის საჰაერო ძალებში აღნიშნეს, რომ დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ.
ეს დღე დაიმახსოვრეთ, რუსეთი იწყებს თავისი ნამდვილი პოტენციალის რეალიზაციას. დასავლეთინ შეშფოთდა, ოღონდ, ამჯერად, მართლა. ეს სიკვდილთან თამაშია, დროა მოვიდნენ აზრზე.
რა არის ცნობილი “ორეშნიკ”-ის („თხილის ბუდე“) ახალი ბალისტიკური რაკეტის შესახებ
ეს არის საშუალო მანძილის კლასის ბალისტიკური რაკეტა, რომლის ფრენის სიჩქარე ჰიპერბგერითია და 12 ათას კილომეტრზე მეტია (ერთ საათში).
ის აღჭურვილია ექვსი განცალკევაბადი თერმობირთვული ქობინით, რომლის თითოეული ბლოკის სიმძლავრე 150 კილოტონაა.
შედარებისთვის ხიროსიმაში და ნაგასაკში ჩამოგდებული თითოეული ატომური ბომბის სიმძლავრე დაახლოებით 30-40 კილოტონა იყო.
უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკში არსებულ რაკეტების მწარმოებელ ქარხანა „იუჟმაშ“-ს დაარტყეს არაბირთვული რაკეტით - ქობინები ინერტული ბლოკებით იყო აღჭურვილი...
რაკეტა მყარ საწვავიანია.
- დიდ ბრიტანეთში ფრენის სავარაუდო დრო 19 წუთია;
- გერმანიაში - 11 წუთი;
- პოლონეთში - 8 წუთი.
ნატო-ს ქვეყნებს დღესდღეობით არ გააჩნიათ ანტისარაკეტო საშუალებები, რომლებიც შეძლებენ ჰიპერბგერითი სიჩქარით მოძრავ ამ ტიპის რაკეტების ჩამოგდებას...