პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი "მატადორის" ძმა, საიდუმლო პირადი ცხოვრებით: რა არის ცნობილი UFC-ის მებრძოლ ალექსანდრე თოფურიაზე - "დროებით კარიერა გვერდზე გადადო და ძმის მწვრთნელი გახდა"
ქართველი "მატადორის" ძმა, საიდუმლო პირადი ცხოვრებით: რა არის ცნობილი UFC-ის მებრძოლ ალექსანდრე თოფურიაზე - "დროებით კარიერა გვერდზე გადადო და ძმის მწვრთნელი გახდა"

აგ­ვის­ტო­ში ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ილია თო­ფუ­რი­ას უფ­რო­სი ძმა, ალექ­სან­დრე თო­ფუ­რია ოფი­ცი­ა­ლუ­რად UFC-ის მებ­რძო­ლი გახ­და. ალექ­სან­დრემ გა­ნა­ცხა­და:

"ბევ­რი წელი ჩემი მი­ზა­ნი იყო ჩემი ძმის ჩემ­პი­ო­ნის ქამ­რის მო­პო­ვე­ბა, მე მისი პი­რა­დი მწვრთნე­ლი ვი­ყა­ვი. ამავდრო­უ­ლად ჩემი ბრძო­ლის სურ­ვი­ლი არას­დროს გამ­ქრა­ლა და არ გავ­ჩე­რე­ბულ­ვარ. უკვე ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ვა­ფორ­მე კონ­ტრაქ­ტი და უმაღ­ლეს ლი­გა­ში გა­და­ვი­ნაც­ვლებ" - ამ­ბობ­და უფ­რო­სი თო­ფუ­რია.

ძმე­ბის ქარ­თვე­ლი მშობ­ლე­ბი ზაზა თო­ფუ­რია და ინგა ბენ­დე­ლი­ა­ნი-თო­ფუ­რია ამ­ჟა­მად ეს­პა­ნეთ­ში ცხოვ­რო­ბენ. ილია ორ დას­თან - მარი და ანა ტლა­შა­ძე­ებ­თან და ძმას­თან - ალექ­სან­დრე თო­ფუ­რი­ას­თან ერ­თად გა­ი­ზარ­და.

და-ძმა თო­ფუ­რი­ე­ბი

დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი „მა­ტა­დო­რი“ - ილია თო­ფუ­რი­ა­ზე და მის ოჯახ­ზე გვიყ­ვე­ბა. ალექ­სან­დრემ დრო­ე­ბით სა­კუ­თა­რი კა­რი­ე­რა გვერ­დზე გა­და­დო და ძმის მწვრთნე­ლი გახ­და. ილია მას­ზე გა­და­ღე­ბულ დო­კუ­მენ­ტურ ფილმში ამ­ბობს: „მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მყავს სამი მწვრთნე­ლი: აგუს­ტი­ნი, ხორ­ხე და ჩემი მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი, რო­მე­ლიც ჩემი ძმაა“.

ილია და ალექ­სან­დრე ბავ­შვო­ბა­ში

"ერთ მო­მენ­ტში კა­რი­ე­რა გვერ­დზე გა­დავ­დე, რომ მას­თან ვყო­ფი­ლი­ყა­ვი; სიკ­ვდი­ლამ­დე ჩემს ძმას­თან ერ­თად“ - აღი­ა­რებს ალექ­სან­დრე. თავ­და­დე­ბის აქტი, რო­მელ­მაც ძმე­ბის კავ­ში­რი კი­დევ უფრო გა­აძ­ლი­ე­რა დღეს შე­უ­ჩე­რე­ბე­ლია MMA-ს სამ­ყა­რო­ში.

ილი­ას­თვის ალექ­სან­დრეს უპი­რო­ბო მხარ­და­ჭე­რა იყო: „ყვე­ლა­ზე დიდი მა­გა­ლი­თი, რაც მქო­ნია ჩემი ოჯა­ხი­დან, არის ის, რომ არა­სო­დეს დავ­ნებ­დე“, - ამ­ბობს მებ­რძო­ლი, რო­მელ­მაც ცოტა ხნის წინ გა­ი­მე­ო­რა UFC-ის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი მაქს ჰო­ლო­ვე­ის წი­ნა­აღ­მდეგ.

თო­ფუ­რი­ას მებ­რძო­ლი სული, რო­გორც ეს დო­კუ­მენ­ტურ ფილმშია ნაჩ­ვე­ნე­ბი, წლე­ბის შრო­მის, თავ­გან­წირ­ვი­სა შე­დე­გია. ორ ძმას, ბავ­შვო­ბი­დან ეს­მო­დათ, რომ ბრძო­ლა ბევ­რად მეტი იყო ვიდ­რე სპორ­ტი: ეს იყო მათი ბედი.

"ამა­ყი და მად­ლი­ე­რი ვარ ჩემი ძმის მო­ნა­პოვ­რით, ახლა ქამ­რის დაც­ვის დროა და რა თქმა უნდა მე მის გვერ­დით ვიქ­ნე­ბი.“ - ამ­ბობს ალექ­სან­დრე.

ილი­ას­გან გან­სხვა­ვე­ბით ალექ­სან­დრეს პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ მე­დი­ა­ში არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი. სა­ვა­რა­უ­დოდ, პო­პუ­ლა­რო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად მი­სი­თაც ისე­ვე და­ინ­ტე­რეს­დე­ბა მსოფ­ლიო მე­დია, რო­გორც ეს ილი­ას შემ­თხვე­ვა­ში მოხ­და.

თუმ­ცა ცნო­ბი­ლია, რომ ალექ­სან­დრე შეყ­ვა­რე­ბუ­ლია. მისი რჩე­უ­ლიც, რო­გორც ილი­ას შემ­თხვე­ვა­ში უცხო­ე­ლია. თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე გო­გო­ნას შე­სა­ხებ არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი. ალექ­სან­დრე სა­ჯა­როდ საყ­ვა­რელ ქალ­თან ერ­თად ილია თო­ფუ­რი­ა­ზე გა­და­ღე­ბულ დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მის პრე­მი­ე­რა­ზე გა­მოჩ­ნდა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქეთი
9

საერთოდ ვერ ვიგებ ამ სპორტში რა არის კარგი!

!!
40

ეს ძმები თოფურიები ქართველ გოგოებს არ კადრულობენ??

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

ქართველი "მატადორის" ძმა, საიდუმლო პირადი ცხოვრებით: რა არის ცნობილი UFC-ის მებრძოლ ალექსანდრე თოფურიაზე - "დროებით კარიერა გვერდზე გადადო და ძმის მწვრთნელი გახდა"

ქართველი "მატადორის" ძმა, საიდუმლო პირადი ცხოვრებით: რა არის ცნობილი UFC-ის მებრძოლ ალექსანდრე თოფურიაზე - "დროებით კარიერა გვერდზე გადადო და ძმის მწვრთნელი გახდა"

აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ ილია თოფურიას უფროსი ძმა, ალექსანდრე თოფურია ოფიციალურად UFC-ის მებრძოლი გახდა. ალექსანდრემ განაცხადა:

"ბევრი წელი ჩემი მიზანი იყო ჩემი ძმის ჩემპიონის ქამრის მოპოვება, მე მისი პირადი მწვრთნელი ვიყავი. ამავდროულად ჩემი ბრძოლის სურვილი არასდროს გამქრალა და არ გავჩერებულვარ. უკვე ოფიციალურად გავაფორმე კონტრაქტი და უმაღლეს ლიგაში გადავინაცვლებ" - ამბობდა უფროსი თოფურია.

ძმების ქართველი მშობლები ზაზა თოფურია და ინგა ბენდელიანი-თოფურია ამჟამად ესპანეთში ცხოვრობენ. ილია ორ დასთან - მარი და ანა ტლაშაძეებთან და ძმასთან - ალექსანდრე თოფურიასთან ერთად გაიზარდა.

და-ძმა თოფურიები

დოკუმენტური ფილმი „მატადორი“ - ილია თოფურიაზე და მის ოჯახზე გვიყვება. ალექსანდრემ დროებით საკუთარი კარიერა გვერდზე გადადო და ძმის მწვრთნელი გახდა. ილია მასზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში ამბობს: „მთელი ცხოვრება მყავს სამი მწვრთნელი: აგუსტინი, ხორხე და ჩემი მთავარი მწვრთნელი, რომელიც ჩემი ძმაა“.

ილია და ალექსანდრე ბავშვობაში

"ერთ მომენტში კარიერა გვერდზე გადავდე, რომ მასთან ვყოფილიყავი; სიკვდილამდე ჩემს ძმასთან ერთად“ - აღიარებს ალექსანდრე. თავდადების აქტი, რომელმაც ძმების კავშირი კიდევ უფრო გააძლიერა დღეს შეუჩერებელია MMA-ს სამყაროში.

ილიასთვის ალექსანდრეს უპირობო მხარდაჭერა იყო: „ყველაზე დიდი მაგალითი, რაც მქონია ჩემი ოჯახიდან, არის ის, რომ არასოდეს დავნებდე“, - ამბობს მებრძოლი, რომელმაც ცოტა ხნის წინ გაიმეორა UFC-ის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მაქს ჰოლოვეის წინააღმდეგ.

თოფურიას მებრძოლი სული, როგორც ეს დოკუმენტურ ფილმშია ნაჩვენები, წლების შრომის, თავგანწირვისა შედეგია. ორ ძმას, ბავშვობიდან ესმოდათ, რომ ბრძოლა ბევრად მეტი იყო ვიდრე სპორტი: ეს იყო მათი ბედი.

"ამაყი და მადლიერი ვარ ჩემი ძმის მონაპოვრით, ახლა ქამრის დაცვის დროა და რა თქმა უნდა მე მის გვერდით ვიქნები.“ - ამბობს ალექსანდრე.

ილიასგან განსხვავებით ალექსანდრეს პირადი ცხოვრების შესახებ მედიაში არაფერია ცნობილი. სავარაუდოდ, პოპულარობის პარალელურად მისითაც ისევე დაინტერესდება მსოფლიო მედია, როგორც ეს ილიას შემთხვევაში მოხდა.

თუმცა ცნობილია, რომ ალექსანდრე შეყვარებულია. მისი რჩეულიც, როგორც ილიას შემთხვევაში უცხოელია. თუმცა ამ ეტაპზე გოგონას შესახებ არაფერია ცნობილი. ალექსანდრე საჯაროდ საყვარელ ქალთან ერთად ილია თოფურიაზე გადაღებულ დოკუმენტური ფილმის პრემიერაზე გამოჩნდა.

წაიკითხეთ ასევე: