18 წლის ბიჭს ლონდონიდან შეიძლება, გაერთიანებულ არაბთა საამიროებში 17 წლის გოგონასთან სექსუალური კავშირისთვის პატიმრობა მიესაჯოს.
მარკუს ფაკანა დუბაიში ოჯახურ მოგზაურობაში იმყოფებოდა, სადაც ასევე ბრიტანელ გოგონას შეხვდა. გოგონა ახლა უკვე 18 წლისაა.
წყვილს იმედი ჰქონდა, რომ ურთიერთობას ლონდონში, გოგონას სახლში დაბრუნების შემდეგ გააგრძელებდა. მაგრამ ფაკანამ თქვა, რომ მის სასტუმროში პოლიცია მივიდა და ის მოულოდნელად დააკავეს.
ფაკანა სამი დღით იყო დაკავებული და მშობლებთან დაკავშირება ვერ შეძლო.
ორგანიზაცია Detained in Dubai, რომელიც გაერთიანებულ არაბთა საემიროებში უსამართლობას ებრძვის, აცხადებს, რომ ფაკანა იმის გამო დააკავეს, რომ ბრიტანეთში დაბრუნების შემდეგ გოგონას დედამ მათი საუბრები და ფოტოები იპოვა.
ცნობილია, რომ ქალბატონი შემდგომ დუბაის პოლიციას დაუკავშირდა და ბიჭი დააკავეს.
"დუბაიმ ახლახან მოახდინა სქესობრივი ურთიერთობის ლეგალიზება ტურისტებისთვის, მაგრამ მაინც იყენებს მკაცრ ისლამურ სამართლებრივ სისტემას," - განაცხადა რადა სტირლინგმა, Detained in Dubai-ს აღმასრულებელმა დირექტორმა. სქესობრივი ურთიერთობა ტურისტებისთვის კანონიერია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორივე მხარე 18 წლის ზემოთაა.
"გოგონა რამდენიმე თვით უმცროსი იყო მარკუსზე და მან ამის შესახებ არ იცოდა" - აღნიშნა სტირლინგმა, - "უს უკვე გახდა 18 წლის. ამაზე დუბაიმ სისხლის სამართლებრივი დევნა არ უნდა აღძრას."
გაერთიანებულ სამეფოში მათი ურთიერთობა კანონსაწინააღმდეგო არ იქნებოდა. ფაკანას ოჯახმა საგარეო საქმეთა მინისტრს, დავიდ ლამის - მათ ადგილობრივ პარლამენტის წევრს - ჩარევისკენ მოუწოდა.
ფაკანა საპოლიციო საკანში აღარ იმყოფება, მაგრამ ქვეყანას ვერ ტოვებს, მის საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე კი მისი ოჯახი Airbnb-ს საცხოვრებლისთვის 2,000 გირვანქა სტერლინგს იხდის.
დუბაი ის არ არის რაც თქვენ გგონიათ. ნუ მიჰყვებით სოციალურ მედიას, დუბაიში ნებისმიერი უცხოელი არის სრულად უუფლებო.. არ აქვს მნიშვნელობა შეიძება მცირედი გადაცდომაც კი დაგიჯდეთ მაღალი ფასი.. დუბაიში უცხოელის სასამართლოში და პოლიციაში გამართლების მაჩვენებელი არის 0... იაპონიაში კი 1 % .. ამიტომ ნუ აჰყვებით სოც მედიას... დუბაის იმაზე მეტი შავი მხარე აქვს ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ დაკარგული ადამიანებით, ადამიანებით ვაჭრობა, მკაცრი ისლამური კანონები და სხვა მრავალი...
ძალიან კარგი