საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოპოზიცია აპირებს პარლამენტში შემოსვლას და ეს ბოლო პერიოდში გაკეთებულ მათ განცხადებებს ეტყობა" - პაპუაშვილი
"ოპოზიცია აპირებს პარლამენტში შემოსვლას და ეს ბოლო პერიოდში გაკეთებულ მათ განცხადებებს ეტყობა" - პაპუაშვილი

ყვე­ლა­ფე­რი აჩ­ვე­ნებს, რომ ოპო­ზი­ცია აპი­რებს შე­მოს­ვლას და გან­სა­კუთ­რე­ბით ეს ბოლო პე­რი­ოდ­ში ეტყო­ბათ მათ გან­ცხა­დე­ბებს,- ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

  • პა­პუ­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ჯერ უნდა მოხ­დეს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ცნო­ბა, ხოლო შემ­დეგ შე­ი­ტა­ნონ გა­ნა­ცხა­დი მის შე­წყვე­ტა­ზე, ამი­ტომ ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან ად­გი­ლი აქვს "სპორ­ტულ აფე­რის­ტო­ბას" და ისი­ნი "ატყუ­ე­ბენ სა­კუ­თარ ამომ­რჩე­ველს".

"დღეს ვუს­მენ­დი კი­დევ ერთ წარ­მო­მად­გე­ნელს „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბის“, რო­მელ­საც ჰკი­თხეს, თქვენს მიერ და­წე­რი­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ მან­დატ­ზე ამ­ბობთ უარს, ან უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­წყვე­ტას ითხოვთ, ამას იუ­რი­დი­უ­ლი ძალა არ აქვს. ეს უკვე მე მგო­ნი, ყვე­ლამ გა­ი­გო და აიხ­სნა, რომ ჯერ უნდა მოხ­დეს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ცნო­ბა 25-ში და 25-ის შემ­დეგ 26-ში, 27-ში უნდა შე­მო­ი­ტა­ნონ გან­ცხა­დე­ბა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­წყვე­ტას­თან და­კავ­ში­რე­ბით, კი­თხა იქ ჟურ­ნა­ლის­ტმა არ აქვს იუ­რი­დი­უ­ლი ძალა და თუ აპი­რებთ თქვენ, რომ გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თო­თო. პა­სუ­ხი რეს­პონ­დენ­ტის იყო ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ჩვე­ნო, რა თქმა უნ­დაო, ჩვენ სი­ტყვას შე­ვას­რუ­ლებ­თო, ეს გან­ცხა­დე­ბე­ბით არის უკ­ვეო და ელო­დე­ბა იუ­რი­დი­ულ ძა­ლა­ში შეს­ვლა­სო, ანუ რა­ღაც დავ­წე­რეთ და 25-ის შემ­დეგ ძა­ლა­ში შე­ვაო. ასეთ სპორ­ტულ აფე­რის­ტო­ბას ოპო­ზი­ცი­ამ უნდა და­ა­ნე­ბოს თავი!

თან მაქვს 2020 წელს თუ რო­გორ მო­ი­თხო­ვეს მათ, შე­გახ­სე­ნებთ, რომ 11 დე­კემ­ბერს შედ­გა სხდო­მა, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ცნო­ბა - თი­ნა­თინ ბო­კუ­ჩა­ვა, 16 დე­კემ­ბერს არის შე­მო­სუ­ლი გან­ცხა­დე­ბა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­წყვე­ტა­ზე, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე - 16 დე­კემ­ბე­რი, ნი­კა­ნორ მე­ლია -16 დე­კემ­ბე­რი, ზუ­რაბ გირ­ჩი ჯა­ფა­რი­ძე - 17 დე­კემ­ბე­რი, თე­ო­ნა აქუ­ბარ­დია -17 დე­კემ­ბე­რი, სხდო­მის შემ­დეგ, ამი­ტომ ამ სპორ­ტულ აფე­რის­ტო­ბას თავი და­ა­ნე­ბონ, როცა ატყუ­ე­ბენ სა­კუ­თარ ამომ­რჩე­ველს და მათ ამომ­რჩე­ველს მივ­მარ­თავ აი რომ აგი­ჟე­ბენ ახლა აქ­ცი­ე­ბით, არა­ნა­ი­რი გან­ცხა­დე­ბის და­წე­რას, რო­გორც ჩანს ეგე­ნი არ აპი­რე­ბენ თუ არა და გა­მოჩ­ნდე­ბა, 25 დე­კემ­ბერს იქ­ნე­ბა სხდო­მა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ცნო­ბა ამის შემ­დეგ 26-ში მოგ­ვმარ­თონ პარ­ლა­მენტს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­წყვე­ტა­ზე, თუ მოს­ვლა არ უნ­დათ შე­უძ­ლი­ათ იმე­ი­ლით გა­მო­აგ­ზავ­ნონ. contact@parliament.ge-ზე გა­მო­აგ­ზავ­ნონ გან­ცხა­დე­ბა, ხელი მო­ა­წე­რონ, და­ურ­თონ იმე­ილს და პარ­ლა­მენ­ტი მი­ი­ღებს ამ გან­ცხა­დე­ბას", - გა­ნა­ცხა­და შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა.

პა­პუ­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ოპო­ზი­ცი­ას აქვს ორი გზა- ან უნდა "და­ინ­გრნენ, ან უნდა დამ­ცირ­დნენ" და ერ­თა­დერ­თი, რაც მათ სჭირ­დე­ბათ არის "მათი მფარ­ვე­ლე­ბის­გან მი­თი­თე­ბა და წამ­ში და­ი­ვი­წყე­ბენ" თა­ვის პო­ზი­ცი­ებს.

"ჩვე­ნი ოპო­ზი­ცი­ის პრობ­ლე­მა არის ის, რომ მათ არ აქვთ ღირ­სე­ბა. როცა ადა­მი­ა­ნი დად­გე­ბა ღა­ლა­ტის და სხვი­სი ინ­ტე­რე­სე­ბის გა­ტა­რე­ბის გზა­ზე იქ პირ­ვე­ლი რაც უნდა დათ­მო ეს არის ღირ­სე­ბა. ჯა­შუ­შო­ბა, აგენ­ტო­ბა და სხვი­სი სამ­სა­ხუ­რი ღირ­სე­ბით არ ხდე­ბა. ამი­ტომ, როცა ღირ­სე­ბა არ გაქვს მერე იქ უკვე ყვე­ლა­ფერ­ზე წამ­სვლე­ლი არის ადა­მი­ა­ნი ჩვენ ვნა­ხეთ ეს 2020 წელს, როცა ამ­ბობ­დნენ რომ „პუფი“ არის ადა­მი­ა­ნი ვინც შევა და მერე ყვე­ლა შე­მო­ვი­და კი­დე­ვაც, ახ­ლაც ზუს­ტად ამას ვნა­ხავთ, მათ სა­ბო­ლოო ჯამ­ში აქვთ ორი გზა - ან უნდა და­ინ­გრნენ ან უნდა დამ­ცირ­დნენ. და­ინ­გრნენ თუ კი ისი­ნი გა­რეთ დარ­ჩე­ბი­ან და სრუ­ლად მარ­გი­ნა­ლი­ზე­ბა მოხ­დე­ბა მათი პარ­ლა­მენტს გა­რეთ და უნდა და­იმ­ცი­რონ თავი და შე­მო­ვიდ­ნენ პარ­ლა­მენ­ტში. ერ­თა­დერ­თი მათ რაც სჭირ­დე­ბათ არის მათი მფარ­ვე­ლე­ბის­გან მი­თი­თე­ბა, ერთ წამ­ში და­ი­ვი­წყე­ბენ თა­ვის პო­ზი­ცი­ებს, გა­მო­ნათ­ქვა­მებს და შე­მო­ვა ყვე­ლა პარ­ლა­მენ­ტში. შე­მოვ­ლენ მათ შო­რის იმი­ტომ, რომ ჰქონ­დეთ ის სი­კე­თე­ე­ბი,“-გა­ნა­ცხა­და შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა "იმე­დის" ეთერ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

"ოპოზიცია აპირებს პარლამენტში შემოსვლას და ეს ბოლო პერიოდში გაკეთებულ მათ განცხადებებს ეტყობა" - პაპუაშვილი

"ოპოზიცია აპირებს პარლამენტში შემოსვლას და ეს ბოლო პერიოდში გაკეთებულ მათ განცხადებებს ეტყობა" - პაპუაშვილი

ყველაფერი აჩვენებს, რომ ოპოზიცია აპირებს შემოსვლას და განსაკუთრებით ეს ბოლო პერიოდში ეტყობათ მათ განცხადებებს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

  • პაპუაშვილის განცხადებით, ჯერ უნდა მოხდეს უფლებამოსილების ცნობა, ხოლო შემდეგ შეიტანონ განაცხადი მის შეწყვეტაზე, ამიტომ ოპოზიციის მხრიდან ადგილი აქვს "სპორტულ აფერისტობას" და ისინი "ატყუებენ საკუთარ ამომრჩეველს".

"დღეს ვუსმენდი კიდევ ერთ წარმომადგენელს „ნაციონალურ მოძრაობის“, რომელსაც ჰკითხეს, თქვენს მიერ დაწერილი განცხადებები, რომ მანდატზე ამბობთ უარს, ან უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვთ, ამას იურიდიული ძალა არ აქვს. ეს უკვე მე მგონი, ყველამ გაიგო და აიხსნა, რომ ჯერ უნდა მოხდეს უფლებამოსილების ცნობა 25-ში და 25-ის შემდეგ 26-ში, 27-ში უნდა შემოიტანონ განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით, კითხა იქ ჟურნალისტმა არ აქვს იურიდიული ძალა და თუ აპირებთ თქვენ, რომ განცხადებით მიმართოთო. პასუხი რესპონდენტის იყო ძალიან საინტერესო ჩვენო, რა თქმა უნდაო, ჩვენ სიტყვას შევასრულებთო, ეს განცხადებებით არის უკვეო და ელოდება იურიდიულ ძალაში შესვლასო, ანუ რაღაც დავწერეთ და 25-ის შემდეგ ძალაში შევაო. ასეთ სპორტულ აფერისტობას ოპოზიციამ უნდა დაანებოს თავი!

თან მაქვს 2020 წელს თუ როგორ მოითხოვეს მათ, შეგახსენებთ, რომ 11 დეკემბერს შედგა სხდომა, უფლებამოსილების ცნობა - თინათინ ბოკუჩავა, 16 დეკემბერს არის შემოსული განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტაზე, მამუკა ხაზარაძე - 16 დეკემბერი, ნიკანორ მელია -16 დეკემბერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - 17 დეკემბერი, თეონა აქუბარდია -17 დეკემბერი, სხდომის შემდეგ, ამიტომ ამ სპორტულ აფერისტობას თავი დაანებონ, როცა ატყუებენ საკუთარ ამომრჩეველს და მათ ამომრჩეველს მივმართავ აი რომ აგიჟებენ ახლა აქციებით, არანაირი განცხადების დაწერას, როგორც ჩანს ეგენი არ აპირებენ თუ არა და გამოჩნდება, 25 დეკემბერს იქნება სხდომა უფლებამოსილების ცნობა ამის შემდეგ 26-ში მოგვმართონ პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტაზე, თუ მოსვლა არ უნდათ შეუძლიათ იმეილით გამოაგზავნონ. contact@parliament.ge-ზე გამოაგზავნონ განცხადება, ხელი მოაწერონ, დაურთონ იმეილს და პარლამენტი მიიღებს ამ განცხადებას", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციას აქვს ორი გზა- ან უნდა "დაინგრნენ, ან უნდა დამცირდნენ" და ერთადერთი, რაც მათ სჭირდებათ არის "მათი მფარველებისგან მითითება და წამში დაივიწყებენ" თავის პოზიციებს.

"ჩვენი ოპოზიციის პრობლემა არის ის, რომ მათ არ აქვთ ღირსება. როცა ადამიანი დადგება ღალატის და სხვისი ინტერესების გატარების გზაზე იქ პირველი რაც უნდა დათმო ეს არის ღირსება. ჯაშუშობა, აგენტობა და სხვისი სამსახური ღირსებით არ ხდება. ამიტომ, როცა ღირსება არ გაქვს მერე იქ უკვე ყველაფერზე წამსვლელი არის ადამიანი ჩვენ ვნახეთ ეს 2020 წელს, როცა ამბობდნენ რომ „პუფი“ არის ადამიანი ვინც შევა და მერე ყველა შემოვიდა კიდევაც, ახლაც ზუსტად ამას ვნახავთ, მათ საბოლოო ჯამში აქვთ ორი გზა - ან უნდა დაინგრნენ ან უნდა დამცირდნენ. დაინგრნენ თუ კი ისინი გარეთ დარჩებიან და სრულად მარგინალიზება მოხდება მათი პარლამენტს გარეთ და უნდა დაიმცირონ თავი და შემოვიდნენ პარლამენტში. ერთადერთი მათ რაც სჭირდებათ არის მათი მფარველებისგან მითითება, ერთ წამში დაივიწყებენ თავის პოზიციებს, გამონათქვამებს და შემოვა ყველა პარლამენტში. შემოვლენ მათ შორის იმიტომ, რომ ჰქონდეთ ის სიკეთეები,“-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა "იმედის" ეთერში.