მსოფლიო
საზოგადოება

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კადიროვის 20 წლის შვილი სკანდალში ეხვევა: რესტორანი, რომელიც ტაბარიკის მფლობელობაშია პოპულარიზაციას უწევს ბენდ BTS-ის, რომელიც ლგბტ თემის მხარდამჭერია
კადიროვის 20 წლის შვილი სკანდალში ეხვევა: რესტორანი, რომელიც ტაბარიკის მფლობელობაშია პოპულარიზაციას უწევს ბენდ BTS-ის, რომელიც ლგბტ თემის მხარდამჭერია

ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის ქა­ლიშ­ვი­ლი, ტა­ბა­რიკ კა­დი­რო­ვა, გროზ­ნო­ში კო­რე­უ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს რეს­ტო­რანს Chicko-ს ფლობს.

  • ეს რეს­ტო­რა­ნი სა­კუ­თარ იმიჯს კო­რე­უ­ლი პოპ-კულ­ტუ­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ზე აგებს, მათ შო­რის BTS-ის მხარ­და­ჭე­რა­ზე, ჯგუ­ფის, რო­მე­ლიც ღიად აცხა­დებს, რომ ლგბტ თე­მის მხარ­დამ­ჭე­რია.

The Moscow Times-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტა­ბა­რიკ კა­დი­რო­ვას კომ­პა­ნი­ამ "ბე­რე­კეტ­მა"კო­რე­უ­ლი სტრიტ-ფუ­დის Chicko-ს ფრენ­ჩა­ი­ზი შე­ი­ძი­ნა. რეს­ტორ­ნის ოფი­ცი­ა­ლურ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლებ­ში ხში­რად ქვეყ­ნდე­ბა რჩე­ვე­ბი ანი­მე­ე­ბის შე­სა­ხებ, თა­ვად და­წე­სე­ბუ­ლე­ბა მას­პინ­ძლობს სამ­ხრეთ კო­რე­უ­ლი სე­რი­ა­ლე­ბის ჩვე­ნე­ბებს, ასე­ვე ათა­მა­შებს ალ­ბო­მებ­სა და პრო­დუქ­ტებს K-pop შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის­გან, მათ შო­რის ჯგუ­ფის BTS-ის­გან.

BTS, ბოი-ბენ­დი, რო­მელ­საც 120-ზე მეტი მუ­სი­კა­ლუ­რი ჯილ­დო აქვს, 2013 წელს შე­იქ­მნა. ჯგუ­ფი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლია k-pop-ის სამ­ყა­რო­ში, ხოლო Time-მა მათი წევ­რე­ბი მსოფ­ლი­ოს გავ­ლე­ნი­ან ადა­მი­ან­თა სი­ა­ში შე­იყ­ვა­ნა. მუ­სი­კო­სე­ბი ტო­ლე­რან­ტო­ბას და ლგბტ თე­მის უფ­ლე­ბებს აქ­ტი­უ­რად უჭე­რენ მხარს.

20 წლის ტა­ბა­რიკ კა­დი­რო­ვა კა­დი­რო­ვის უფ­როს შვი­ლებს შო­რის ერ­თა­დერ­თია, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში არ მუ­შა­ობს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, აპ­რილ­ში იგი "ჩეჩ­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კის წი­ნა­შე დამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის" მედ­ლით და­ა­ჯილ­დო­ვეს, რე­გი­ონ­ში მე­წარ­მე­ო­ბა­სა და ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ზიდ­ვა­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლის­თვის. მისი მე­უღ­ლე, რამ­ზან ვის­მუ­რა­დო­ვი, ჩეჩ­ნე­თის ახალ­გაზ­რდო­ბის საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პოსტს იკა­ვებს.

ტა­ბა­რი­კი ოფი­ცი­ა­ლუ­რად ფლობს 12 კო­მერ­ცი­ულ კომ­პა­ნი­ას, მათ შო­რის "გროზ­ნოს ტაქ­სის," რო­მელ­მაც 2023 წელს 22 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლის ზა­რა­ლი მი­ი­ღო. იგი სან­ქცი­რე­ბულ­თა სი­ა­შია შე­ტა­ნი­ლი რამ­დე­ნი­მე ქვეყ­ნის – აშშ-ის, ია­პო­ნი­ა­სა და უკ­რა­ი­ნის – მიერ.

2017 წელს "ნო­ვა­ია გა­ზე­ტამ" გა­მო­აქ­ვეყ­ნა გა­მო­ძი­ე­ბა ჩეჩ­ნეთ­ში გე­ე­ბის მა­სობ­რი­ვი არა­სა­მარ­თლებ­რი­ვი სიკ­ვდი­ლით დას­ჯის შე­სა­ხებ. რა­ზეც რამ­ზან კა­დი­როვ­მა გა­ნა­ცხა­და: "ჩვენ არ გვყავს ასე­თი ხალ­ხი“. რე­გი­ონ­ში კვლავ ვრცელ­დე­ბა ცნო­ბე­ბი ლგბტქ თე­მის წევ­რე­ბის მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ. Amnesty International, გა­ე­როს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა კო­მი­ტე­ტი, 29 ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა კუ­თხი­დან და რუსი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი მუდ­მი­ვად სა­უბ­რო­ბენ ჩეჩ­ნეთ­ში გე­ე­ბის დევ­ნა­ზე.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
1986
9

საღოლ ისეთია ცოლადაც მოიყვანდა კაცი დანგადაიდე ფეხი ფეხზე 😂

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

კადიროვის 20 წლის შვილი სკანდალში ეხვევა: რესტორანი, რომელიც ტაბარიკის მფლობელობაშია პოპულარიზაციას უწევს ბენდ BTS-ის, რომელიც ლგბტ თემის მხარდამჭერია

კადიროვის 20 წლის შვილი სკანდალში ეხვევა: რესტორანი, რომელიც ტაბარიკის მფლობელობაშია პოპულარიზაციას უწევს ბენდ BTS-ის, რომელიც ლგბტ თემის მხარდამჭერია

ჩეჩნეთის ლიდერის ქალიშვილი, ტაბარიკ კადიროვა, გროზნოში კორეული სამზარეულოს რესტორანს Chicko-ს ფლობს.

  • ეს რესტორანი საკუთარ იმიჯს კორეული პოპ-კულტურის პოპულარიზაციაზე აგებს, მათ შორის BTS-ის მხარდაჭერაზე, ჯგუფის, რომელიც ღიად აცხადებს, რომ ლგბტ თემის მხარდამჭერია.

The Moscow Times-ის ინფორმაციით, ტაბარიკ კადიროვას კომპანიამ "ბერეკეტმა"კორეული სტრიტ-ფუდის Chicko-ს ფრენჩაიზი შეიძინა. რესტორნის ოფიციალურ სოციალური ქსელებში ხშირად ქვეყნდება რჩევები ანიმეების შესახებ, თავად დაწესებულება მასპინძლობს სამხრეთ კორეული სერიალების ჩვენებებს, ასევე ათამაშებს ალბომებსა და პროდუქტებს K-pop შემსრულებლებისგან, მათ შორის ჯგუფის BTS-ისგან.

BTS, ბოი-ბენდი, რომელსაც 120-ზე მეტი მუსიკალური ჯილდო აქვს, 2013 წელს შეიქმნა. ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია k-pop-ის სამყაროში, ხოლო Time-მა მათი წევრები მსოფლიოს გავლენიან ადამიანთა სიაში შეიყვანა. მუსიკოსები ტოლერანტობას და ლგბტ თემის უფლებებს აქტიურად უჭერენ მხარს.

20 წლის ტაბარიკ კადიროვა კადიროვის უფროს შვილებს შორის ერთადერთია, რომელიც სახელმწიფო სამსახურში არ მუშაობს. მიუხედავად ამისა, აპრილში იგი "ჩეჩნეთის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის" მედლით დააჯილდოვეს, რეგიონში მეწარმეობასა და ინვესტიციების მოზიდვაში შეტანილი წვლილისთვის. მისი მეუღლე, რამზან ვისმურადოვი, ჩეჩნეთის ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებს.

ტაბარიკი ოფიციალურად ფლობს 12 კომერციულ კომპანიას, მათ შორის "გროზნოს ტაქსის," რომელმაც 2023 წელს 22 მილიონი რუბლის ზარალი მიიღო. იგი სანქცირებულთა სიაშია შეტანილი რამდენიმე ქვეყნის – აშშ-ის, იაპონიასა და უკრაინის – მიერ.

2017 წელს "ნოვაია გაზეტამ" გამოაქვეყნა გამოძიება ჩეჩნეთში გეების მასობრივი არასამართლებრივი სიკვდილით დასჯის შესახებ. რაზეც რამზან კადიროვმა განაცხადა: "ჩვენ არ გვყავს ასეთი ხალხი“. რეგიონში კვლავ ვრცელდება ცნობები ლგბტქ თემის წევრების მკვლელობის შესახებ. Amnesty International, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი, 29 ქვეყნის წარმომადგენლები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან და რუსი უფლებადამცველები მუდმივად საუბრობენ ჩეჩნეთში გეების დევნაზე.

წაიკითხეთ ასევე: