სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
მოზაიკა
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქუჩაში ბრძოლის სცენარებს არ დავაანონსებთ, ეს იქნება მოულოდნელი და სხვადასხვა ფორმის" - ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა: როგორია გეგმა?
"ქუჩაში ბრძოლის სცენარებს არ დავაანონსებთ, ეს იქნება მოულოდნელი და სხვადასხვა ფორმის" - ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა: როგორია გეგმა?

აქ­ცი­ებ­ზე ბევ­რი ვი­სა­უბ­რეთ. რა­ღა­ცებ­ზე შევ­თან­ხმდით, რა­ღა­ცე­ბი კი­დევ გვაქვს გა­სავ­ლე­ლი, ხვალ დი­ლით , - ამის შე­სა­ხებ „კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ზურა ჯა­ფა­რი­ძემ „ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ოფის­ში ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ლი­დე­რე­ბის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ზურა ჯა­ფა­რი­ძემ აღ­ნიშ­ნა, ოპო­ზი­ცი­ამ სამ ძი­რი­თად სა­კი­თხზე იმ­სჯე­ლა: სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, პარ­ლა­მენ­ტის­თვის ლე­გი­ტი­მა­ცი­ის არ მი­ცე­მა და აქ­ცი­ე­ბი.

"სამი პრინ­ცი­პუ­ლი სა­კი­თხი გან­ვი­ხი­ლეთ, რა­ზეც აქამ­დეც ხში­რად გვი­სა­უბ­რია. ვიმ­სჯე­ლეთ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­კი­თხებ­ზე, რო­გორ უნდა გვქონ­დეს კო­ორ­დი­ნა­ცია, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სრუ­ლი თან­ხმო­ბა გვაქვს, მათ შო­რის ვიმ­სჯე­ლებთ იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­გორ იყოს უფრო ეფექ­ტუ­რი კო­ორ­დი­ნა­ცია.

მე­ო­რე სა­კი­თხია, [პარ­ლა­მენ­ტის­თვის] აქა­უ­რი ლე­გი­ტი­მა­ცი­ის არ­მი­ცე­მა არ­ცერ­თი პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფის მიერ. სამი პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფი ცალ­სა­ხად თან­ხმდე­ბა იმა­ზე, რომ ამ პარ­ლა­მენტს ლე­გი­ტი­მა­ცი­ას არ აძ­ლევს.

მე­სა­მე სა­კი­თხი იყო - აქ­ცი­ე­ბი, რო­მელ­ზეც ბევ­რი ვი­სა­უბ­რეთ. რა­ღა­ცებ­ზე შევ­თან­ხმდით, რა­ღა­ცე­ბი კი­დევ გვაქვს გა­სავ­ლე­ლი ხვალ დი­ლით, მაგ­რამ დე­ტა­ლებს ჯერ არ მო­გიყ­ვე­ბით. დღეს ღა­მეც გაგ­რძელ­დე­ბა კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი ჩა­ტებ­ში“, - გა­ნა­ცხა­და ზურა ჯა­ფა­რი­ძემ.

"კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და, რომ ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი ყვე­ლა პრინ­ცი­პულ სა­კი­თხზე თან­ხმდე­ბი­ან.

“ჩვენ ვართ მუდ­მივ კო­ორ­დი­ნა­ცი­ა­ში ყვე­ლა პრინ­ცი­პულ სა­კი­თხზე. კერ­ძოდ, პირ­ვე­ლი, პარ­ლა­მენ­ტში არ­შეს­ვლა, ეს არის მთა­ვა­რი, ფუნ­და­მენ­ტუ­რი [სა­კი­თხი]. ამ არ­ჩევ­ნე­ბის არ აღი­ა­რე­ბა, ამა­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად, ერ­თი­ა­ნე­ბი ვართ.

მე­ო­რე, სა­ერ­თა­შო­რი­სო არა­ღი­ა­რე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა, სა­დაც გვაქვს სრუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა პრე­ზი­დენ­ტთან და ჩვენს პარტნი­ო­რებ­თან. მე­სა­მე, ეს არის ქუ­ჩა­ში ბრძო­ლა. ჩვენ არა­ერ­თხელ გვით­ქვამს, რომ ქუ­ჩა­ში ბრძო­ლის სცე­ნა­რებ­ზე, ჩვენ გვაქვს სპე­ცი­ფი­კუ­რი მიდ­გო­მა. ჩვენ არ ვა­პი­რებთ, რომ წი­ნას­წარ და­ვა­ა­ნონ­სოთ, რო­დის რას ვი­ზამთ, ეს ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლი და სხვა­დას­ხვა ფორ­მის. ყვე­ლა ამ სა­კი­თხზე გვქონ­და მსჯე­ლო­ბა და პრინ­ცი­პუ­ლი თან­ხმო­ბა ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით გვაქვს", - გა­ნა­ცხა­და ხოშ­ტა­რი­ამ.

ამას­თან, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ზე სა­უბ­რი­სას ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა ლი­დერ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ "აქ­ცი­ე­ბი არ შე­წყვე­ტი­ლა, მას ექ­ნე­ბა ის რე­ჟი­მი, ტემ­პი, ფორ­მა და დღე­ე­ბი, რო­მე­ლიც “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის” მო­უ­ლოდ­ნე­ლი და შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა”.

ცნო­ბის­თვის, კო­ა­ლი­ცია "ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს" ოფის­ში ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ლი­დე­რე­ბი სა­მოქ­მე­დო გეგ­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით შეხ­ვედ­რას მარ­თავ­დნენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?
ავტორი:

"ქუჩაში ბრძოლის სცენარებს არ დავაანონსებთ, ეს იქნება მოულოდნელი და სხვადასხვა ფორმის" - ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა: როგორია გეგმა?

"ქუჩაში ბრძოლის სცენარებს არ დავაანონსებთ, ეს იქნება მოულოდნელი და სხვადასხვა ფორმის" - ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა: როგორია გეგმა?

აქციებზე ბევრი ვისაუბრეთ. რაღაცებზე შევთანხმდით, რაღაცები კიდევ გვაქვს გასავლელი, ხვალ დილით , - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ „ძლიერი საქართველოს“ ოფისში ოპოზიციონერი ლიდერების საკოორდინაციო შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ზურა ჯაფარიძემ აღნიშნა, ოპოზიციამ სამ ძირითად საკითხზე იმსჯელა: საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა, პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის არ მიცემა და აქციები.

"სამი პრინციპული საკითხი განვიხილეთ, რაზეც აქამდეც ხშირად გვისაუბრია. ვიმსჯელეთ საერთაშორისო საკითხებზე, როგორ უნდა გვქონდეს კოორდინაცია, ამასთან დაკავშირებით, სრული თანხმობა გვაქვს, მათ შორის ვიმსჯელებთ იმასთან დაკავშირებით, როგორ იყოს უფრო ეფექტური კოორდინაცია.

მეორე საკითხია, [პარლამენტისთვის] აქაური ლეგიტიმაციის არმიცემა არცერთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ. სამი პოლიტიკური ჯგუფი ცალსახად თანხმდება იმაზე, რომ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ აძლევს.

მესამე საკითხი იყო - აქციები, რომელზეც ბევრი ვისაუბრეთ. რაღაცებზე შევთანხმდით, რაღაცები კიდევ გვაქვს გასავლელი ხვალ დილით, მაგრამ დეტალებს ჯერ არ მოგიყვებით. დღეს ღამეც გაგრძელდება კონსულტაციები ჩატებში“, - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

"კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიები ყველა პრინციპულ საკითხზე თანხმდებიან.

“ჩვენ ვართ მუდმივ კოორდინაციაში ყველა პრინციპულ საკითხზე. კერძოდ, პირველი, პარლამენტში არშესვლა, ეს არის მთავარი, ფუნდამენტური [საკითხი]. ამ არჩევნების არ აღიარება, ამაში აბსოლუტურად, ერთიანები ვართ.

მეორე, საერთაშორისო არაღიარებაზე მუშაობა, სადაც გვაქვს სრული თანამშრომლობა პრეზიდენტთან და ჩვენს პარტნიორებთან. მესამე, ეს არის ქუჩაში ბრძოლა. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ქუჩაში ბრძოლის სცენარებზე, ჩვენ გვაქვს სპეციფიკური მიდგომა. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ წინასწარ დავაანონსოთ, როდის რას ვიზამთ, ეს ყოველთვის იქნება მოულოდნელი და სხვადასხვა ფორმის. ყველა ამ საკითხზე გვქონდა მსჯელობა და პრინციპული თანხმობა ყველა მიმართულებით გვაქვს", - განაცხადა ხოშტარიამ.

ამასთან, საპროტესტო აქციებზე საუბრისას ოპოზიციონერმა ლიდერმა აღნიშნა, რომ "აქციები არ შეწყვეტილა, მას ექნება ის რეჟიმი, ტემპი, ფორმა და დღეები, რომელიც “ქართული ოცნებისთვის” მოულოდნელი და შედეგზე ორიენტირებული იქნება”.

ცნობისთვის, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ოფისში ოპოზიციონერი ლიდერები სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით შეხვედრას მართავდნენ.