ავტორი:

"მასობრივი პროტესტის გამოხატვის პიკი იქნება პარლამენტის პირველი შეკრება, 25 ნოემბერს..." - მარგველაშვილი

"მასობრივი პროტესტის გამოხატვის პიკი იქნება პარლამენტის პირველი შეკრება, 25 ნოემბერს..." - მარგველაშვილი

"მასობრივი პროტესტის გამოხატვა არის ის, რისთვისაც ოპოზიციამ პიკები უნდა მოამზადოს და ეს პიკი, რა თქმა უნდა, იქნება პარლამენტის პირველი შეკრება , - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

  • როგორც მან "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" აღნიშნა, უწყვეტმა საპროტესო აქციებმა საზოგადოება მოამზადა ოპტიმიზმისთვის.

"ერთმნიშვნელოვნად იქნება პიკი. მიწისქვეშეთიდან შეპარული დეპუტაცია როგორ მართავს საქართველოს, ეს ცალკე თემაა. მე ვფიქრობ, რომ 25 ნოემბრამდე ჯერ კიდევ ვითარება არის გასარკვევი. ამ დღეებმა საზოგადოება მოამზადა ოპტიმიზმისთვის. ნელ-ნელა სულ უფრო მეტი სოციალური ჯგუფი დეპრესიიდან გადადის ქმედებაზე. პიკური დღეები ძალიან მნიშვნელოვანია. 25 იქნება თუ სხვა რიცხვი, ეს უნდა იყოს პიკური. ყოველდღე უნდა ვიღვწოდეთ, რომ გავიმარჯვებთ, მაგრამ ცრუ მოლოდინი არ უნდა შევქმნათ“,- განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე შეფასებით, ოპოზიციის მიერ თბილისის ქუჩებში გამართული უწყვეტი აქციები იყო წარმატებული ნაბიჯი. ამასთან, მარგველაშვილის თქმით, პროტესტმა "ნიჰილიზმი და იმედგაცრუება დააგდო".

"ჩემი აზრით, აქციები იყო უარესად წარმატებული ნაბიჯი, რომელიც გადადგეს პოლიტიკოსებმა, განსაკუთრებით იაქტიურა „კოალიცია ცვლილებებისთვის“. გადადგეს ნაბიჯები და მიაღწიეს შედეგს. დღეს მისაღწევია ორი მნიშვნელოვანია პოლიტიკური მიზანი: ოპოზიციის ნათლად პარლამენტში არშესვლა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად კიდევ უფრო ნათლეს გახდის, რომ ეს არის საბჭოთა საქართველო კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობით და მეორე მიზანია ის, რომ ჩვენ მოვახერხოთ ნიჰილიზმის, იმედგაცრუების დაძლევა. ის აქციები, რომლებიც გაიმართა ამის მაჩვენებელი იყო. ამ აქციებმა ნიჰილიზმი, იმედგაცრუება, დეპრესიულობა დააგდო“,- განაცხადა მარგველაშვილმა.

რაც შეეხება საპარლამენტო მანდატების და სიების ჩახსნის საკითხს, მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციამ ვერ მოახერხა ის, რომ სიების ჩახსნა ყოფილიყო შთამბეჭდავი ნაბიჯი.

მისივე თქმით, ოთხმა ბარიერგადალახულმა პარტიამ სხვადასხვა ენით თუ რიტორიკით თქვეს ერთი და იგივე, მაგრამ ეს არ იყო ამომრჩევლისთვის გასაგები და შთამბეჭდავი.

"პოლიტიკოსის ბიოგრაფიაში პარლამენტში არშესვლა და დეპუტატობაზე უარის თქმა, არის ყველაზე სერიოზული ნაბიჯი. როგორც ვხედავთ ამ ნაბიჯს ადასტურებს ოთხივე ოპოზიციური პარტია, თუმცა ვერ მოხერხდა ის, რომ ეს ყოფილიყო ძალიან შთამბეჭდავი ნაბიჯი. ფაქტობრივად, ოთხმა პოლიტიკურმა სუბიექტმა ოთხი სხვადასხვა ენით თუ რიტორიკით თქვეს ერთი და იგივე, მაგრამ ეს არ იყო ამომრჩევლისთვის გასაგები და შთამბეჭდავი. ჩემი აზრით, ყველაზე ნათლად ეს თქვა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ , თუ ეს იყო „კოალიცია ცვლილებისთვის, არ მახსოვს. ამომრჩევლისთვის გასაგები უნდა იყოს, რომ ამ პოლიტიკურმა პარტიებმა ძალიან თამამი, სერიოზული ნაბიჯი გადადგეს. არადა ეს ყველაფერი მოხდა პიარული თვალსაზრისით, რაღაც დაბნეულობა გამოიწვია, ეს არ არის დიდი ტრაგედია, რადგან ეს ყველაფერი ძალიან მალე გამოჩნდება“,- განაცხადა მარგველაშვილმა.