მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსული საჰაერო თავდაცვის კოშმარი იწყება? - მედიის ცნობით, უკრაინამ პირველად შეუტია რუსეთს ბრიტანული Storm Shadow-ით: რა შეუძლია ფრთოსან რაკეტას?
რუსული საჰაერო თავდაცვის კოშმარი იწყება? - მედიის ცნობით, უკრაინამ პირველად შეუტია რუსეთს ბრიტანული Storm Shadow-ით: რა შეუძლია ფრთოსან რაკეტას?

უკ­რა­ი­ნამ პირ­ვე­ლად და­ბომ­ბა რუ­სუ­ლი ტე­რი­ტო­რია ბრი­ტა­ნუ­ლი Storm Shadow რა­კე­ტე­ბით. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მო­ცე­მა Bloomberg ერთ-ერთი და­სავ­ლუ­რი ქვეყ­ნის მა­ღალ­ჩი­ნო­სან­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

  • გა­მო­ცე­მა არ აკონ­კრე­ტებს რო­დის და კონ­კრე­ტუ­ლად სად და­ბომ­ბა უკ­რა­ი­ნამ სა­მიზ­ნე­ე­ბი ბრი­ტა­ნუ­ლი წარ­მო­ე­ბის Storm Shadow რა­კე­ტე­ბით, თუმ­ცა 20 ნო­ემ­ბერს რუ­სუ­ლი წყა­რო­ე­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებ­დნენ, რომ უკ­რა­ი­ნამ აღ­ნიშ­ნუ­ლი რა­კე­ტე­ბი კურსკის ოლ­ქში გა­მო­ი­ყე­ნა.

რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აღ­ნიშ­ნუ­ლი რა­კე­ტე­ბის პირ­ვე­ლად გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მო­ცე­მა The Guardian-იც ავ­რცე­ლებს, რო­მელ­მაც კურსკის ოლ­ქი­დან რა­კე­ტის ფრაგ­მენ­ტე­ბის ფო­ტო­ე­ბი გა­ა­ა­ნა­ლი­ზა.

დიდი ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი სა­მიზ­ნე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ Storm Shadow რა­კე­ტე­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლუ­რი გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბებ­ზე კო­მენ­ტარს არ გა­ა­კე­თე­ბენ.

  • ცნო­ბის­თვის, 19 ნო­ემ­ბერს ამე­რი­კუ­ლი CNN ასე­ვე ავ­რცე­ლებ­და ცნო­ბებს უკ­რა­ი­ნის მიერ ამე­რი­კუ­ლი წარ­მო­ე­ბის ATACMS რა­კე­ტე­ბით რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ის პირ­ვე­ლად და­ბომბვის შე­სა­ხებ.

რას წარ­მო­ად­გენს Storm Shadow-ს ტი­პის ფრთო­სა­ნი რა­კე­ტა, რო­მე­ლიც რუ­სუ­ლი სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის კოშ­მა­რად შე­იძ­ლე­ბა იქ­ცეს?

Storm Shadow - ფრან­გულ-ბრი­ტა­ნუ­ლი "ჰა­ე­რი-მი­წის“ ტი­პის ავი­ა­ცი­უ­რი ფრთო­სა­ნი რა­კე­ტაა.

მისი მოქ­მე­დე­ბის არე­ა­ლი 500 კმ-მდეა, თუმ­ცა სა­ექ­სპორ­ტო ვერ­სია - SCALP EG (რო­მელ­საც უკ­რა­ი­ნას გა­დას­ცე­მენ) 250-300კმ-ზე მოქ­მე­დებს. ეს ცოტა ნაკ­ლე­ბია, ვიდ­რე ამე­რი­კუ­ლი "ხმე­ლე­თი-ხმე­ლე­თის“ ტი­პის ტაქ­ტი­კუ­რი სა­რა­კე­ტო სის­ტე­მა ATACMS-ის მოქ­მე­დე­ბის არე­ა­ლი, თუმ­ცა სავ­სე­ბით საკ­მა­რი­სია, რომ სიღ­რმე­ში სა­მიზ­ნე­ე­ბი გა­ა­ნად­გუ­როს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თვე­ე­ბის წინ CNN-ზე და­სავ­ლელ­მა სა­ჯა­რო პირ­მა, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი ვი­ნა­ო­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა არ ისურ­ვა, გა­ნა­ცხა­და, რომ ია­რა­ღი უკ­რა­ი­ნას იმ პი­რო­ბით გა­და­ე­ცე­მა, თუ ისი­ნი რა­კე­ტას სა­კუ­თარ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ და არა რუ­სე­თის. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ყი­რიმ­ში რუ­სულ აე­როდ­რო­მებს უპ­რობ­ლე­მოდ მიწ­ვდე­ბი­ან, რაც აქამ­დე იშ­ვი­ა­თად გა­მოს­დი­ო­დათ. სა­ცე­ცხლე არე­ალ­ში ხვდე­ბა ქერ­ჩის ხი­დიც.

კი­დევ ერთი უპი­რა­ტე­სო­ბა, რაც Storm Shadow-ს აქვს მისი უნი­ვერ­სა­ლუ­რო­ბაა. გა­მო­ყე­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია დღე-ღა­მის ნე­ბის­მი­ერ მო­ნაკ­ვეთ­ში და რთულ მე­ტეო პი­რო­ბებ­შიც.

სა­ინ­ტე­რე­სოა ასე­ვე ისიც, თუ რო­მე­ლი თვითმფრი­ნა­ვი იქ­ნე­ბა "შტორ­მის“ მა­ტა­რე­ბე­ლი. ასე­თი რა­კე­ტე­ბი შე­თავ­სე­ბა­დია Tornado, Rafale, Mirage 2000 და Eurofighter Typhoon-ის­თვის. თუმ­ცა დიდი ალ­ბა­თო­ბით უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი მას მო­დერ­ნი­ზი­რე­ბულ სუ-24-ზე გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ.

სხვა­თა შო­რის საბ­ჭო­უ­რი თვითმფრი­ნა­ვე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე ია­რა­ღით აჭურ­ვის პრაქ­ტი­კა უკვე არ­სე­ბობს. მა­გა­ლი­თად, "კუს­ტა­რუ­ლი“ მე­თო­დე­ბით AGM-88 HARM მიგ 29-ებზე და­ა­მაგ­რეს და საკ­მა­ოდ ეფექ­ტი­ა­ნა­დაც გა­მო­ი­ყე­ნეს.

თა­მა­მად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ Storm Shadow რუ­სუ­ლი სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის­თვის კოშ­მა­რი იქ­ნე­ბა. უკ­რა­ი­ნუ­ლი კონ­ტრშე­ტე­ვის ნი­ა­დაგ­საც მო­ამ­ზა­დებს და ოკუ­პან­ტე­ბის ნა­ქებ ტექ­ნი­კას და მო­მა­რა­გე­ბის პუნ­ქტებს გა­ა­ნად­გუ­რებს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

რუსული საჰაერო თავდაცვის კოშმარი იწყება? - მედიის ცნობით, უკრაინამ პირველად შეუტია რუსეთს ბრიტანული Storm Shadow-ით: რა შეუძლია ფრთოსან რაკეტას?

რუსული საჰაერო თავდაცვის კოშმარი იწყება? - მედიის ცნობით, უკრაინამ პირველად შეუტია რუსეთს ბრიტანული Storm Shadow-ით: რა შეუძლია ფრთოსან რაკეტას?

უკრაინამ პირველად დაბომბა რუსული ტერიტორია ბრიტანული Storm Shadow რაკეტებით. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg ერთ-ერთი დასავლური ქვეყნის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

  • გამოცემა არ აკონკრეტებს როდის და კონკრეტულად სად დაბომბა უკრაინამ სამიზნეები ბრიტანული წარმოების Storm Shadow რაკეტებით, თუმცა 20 ნოემბერს რუსული წყაროები ინფორმაციას ავრცელებდნენ, რომ უკრაინამ აღნიშნული რაკეტები კურსკის ოლქში გამოიყენა.

რუსეთის ტერიტორიაზე აღნიშნული რაკეტების პირველად გამოყენების შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Guardian-იც ავრცელებს, რომელმაც კურსკის ოლქიდან რაკეტის ფრაგმენტების ფოტოები გააანალიზა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე არსებული სამიზნეების წინააღმდეგ Storm Shadow რაკეტების პოტენციალური გამოყენების შესახებ ცნობებზე კომენტარს არ გააკეთებენ.

  • ცნობისთვის, 19 ნოემბერს ამერიკული CNN ასევე ავრცელებდა ცნობებს უკრაინის მიერ ამერიკული წარმოების ATACMS რაკეტებით რუსეთის ტერიტორიის პირველად დაბომბვის შესახებ.

რას წარმოადგენს Storm Shadow-ს ტიპის ფრთოსანი რაკეტა, რომელიც რუსული საჰაერო თავდაცვის კოშმარად შეიძლება იქცეს?

Storm Shadow - ფრანგულ-ბრიტანული "ჰაერი-მიწის“ ტიპის ავიაციური ფრთოსანი რაკეტაა.

მისი მოქმედების არეალი 500 კმ-მდეა, თუმცა საექსპორტო ვერსია - SCALP EG (რომელსაც უკრაინას გადასცემენ) 250-300კმ-ზე მოქმედებს. ეს ცოტა ნაკლებია, ვიდრე ამერიკული "ხმელეთი-ხმელეთის“ ტიპის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა ATACMS-ის მოქმედების არეალი, თუმცა სავსებით საკმარისია, რომ სიღრმეში სამიზნეები გაანადგუროს.

აღსანიშნავია, რომ თვეების წინ CNN-ზე დასავლელმა საჯარო პირმა, რომელმაც საკუთარი ვინაობის გასაჯაროება არ ისურვა, განაცხადა, რომ იარაღი უკრაინას იმ პირობით გადაეცემა, თუ ისინი რაკეტას საკუთარ ტერიტორიაზე გამოიყენებენ და არა რუსეთის. ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინელები ყირიმში რუსულ აეროდრომებს უპრობლემოდ მიწვდებიან, რაც აქამდე იშვიათად გამოსდიოდათ. საცეცხლე არეალში ხვდება ქერჩის ხიდიც.

კიდევ ერთი უპირატესობა, რაც Storm Shadow-ს აქვს მისი უნივერსალურობაა. გამოყენება შესაძლებელია დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში და რთულ მეტეო პირობებშიც.

საინტერესოა ასევე ისიც, თუ რომელი თვითმფრინავი იქნება "შტორმის“ მატარებელი. ასეთი რაკეტები შეთავსებადია Tornado, Rafale, Mirage 2000 და Eurofighter Typhoon-ისთვის. თუმცა დიდი ალბათობით უკრაინელები მას მოდერნიზირებულ სუ-24-ზე გამოიყენებენ.

სხვათა შორის საბჭოური თვითმფრინავების თანამედროვე იარაღით აჭურვის პრაქტიკა უკვე არსებობს. მაგალითად, "კუსტარული“ მეთოდებით AGM-88 HARM მიგ 29-ებზე დაამაგრეს და საკმაოდ ეფექტიანადაც გამოიყენეს.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ Storm Shadow რუსული საჰაერო თავდაცვისთვის კოშმარი იქნება. უკრაინული კონტრშეტევის ნიადაგსაც მოამზადებს და ოკუპანტების ნაქებ ტექნიკას და მომარაგების პუნქტებს გაანადგურებს.

წაიკითხეთ ასევე: