ვაზისუბანში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი გაზის მილს შეეჯახა, რის შემდეგაც აფეთქდა. მომხდარის შედეგად მძღოლი დამწვრობის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
"მე შევესწარი, მძღოლი გაზის მილს შეეჯახა, საშინელი სანახავი იყო", "მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა" - წერენ კომენტარებში.
როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.
ნახეთ კადრები ადგილიდან: