საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სისხლისგან დაიცალა, შველას ითხოვდა, ხალხი კი უბრალოდ უყურებდა" - სასტიკი მკვლელობა მარნეულში: ვინ არის მოკლული მამაკაცი და რა გადაიღო სათვალთვალო კამერამ (ვიდეო)
"სისხლისგან დაიცალა, შველას ითხოვდა, ხალხი კი უბრალოდ უყურებდა" - სასტიკი მკვლელობა მარნეულში: ვინ არის მოკლული მამაკაცი და რა გადაიღო სათვალთვალო კამერამ (ვიდეო)

მარ­ნე­ულ­ში, სა­მედ ვურ­ღუ­ნის ქუ­ჩა­ზე ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი დაჭ­რეს, რო­მე­ლიც მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ამ ფაქტს თვითმხილ­ვე­ლე­ბი ჰყავს. საქ­მე­ში სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ჩა­ერ­თნენ.

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო პო­ლი­ცია. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ამ­ბო­ბენ, რომ დამ­ნა­შა­ვე უკვე და­კა­ვე­ბუ­ლია, საქ­მე 108-ე მუხ­ლით აღიძ­რა და მას გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ედე­ბა ბრა­ლი.

  • ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლი და დაჭ­რი­ლი ეროვ­ნე­ბით აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი არი­ან. 40 წლამ­დე ასა­კის მა­მა­კა­ცია და­კა­ვე­ბუ­ლი. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ შო­რის კონ­ფლიქ­ტი ყო­ფით ნი­ა­დაგ­ზე და­ი­წყო, რაც მკვლე­ლო­ბით დას­რულ­და. მოკ­ლუ­ლი მა­მა­კა­ცი 1988 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რა­სიმ გუ­ბა­ნო­ვია.
რა­სიმ გუ­ბა­ნო­ვი

ად­გი­ლობ­რი­ვი სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტის სა­მი­რა ბა­ი­რა­მო­ვას თქმით, დაჭ­რი­ლის­თვის დახ­მა­რე­ბა ხალ­ხს დრო­უ­ლად რომ გა­ე­წია, ის შე­იძ­ლე­ბა გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. სა­ვა­რა­უ­დოდ დაჭ­რი­ლი სის­ხლის­გან და­ი­ცა­ლა.

"სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბის კად­რე­ბი ვნა­ხე... კარ­გად ჩანს, რო­გორ ეს­ხმის მო­ძა­ლა­დე მას თავს და შემ­დეგ რო­გო­რი წევს დაჭ­რილ მა­მა­კა­ცი ძირს, ჯერ ცო­ცხა­ლია და შვე­ლას ითხოვს, გარ­შე­მო მყო­ფი ხალ­ხი უბ­რა­ლოდ უყუ­რებს შო­რი­დან და რამ­დე­ნი­მემ გა­ი­ა­რა იქვე.

კად­რებ­ში ჩანს, რომ არა­ვინ მი­დის მის საშ­ვე­ლად, მისი გა­დარ­ჩე­ნა სრუ­ლად შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო. ადა­მი­ა­ნე­ბი რა­ტომ გახ­დნენ ასე­თი უსინ­დი­სო­ე­ბი არ ვიცი. რო­გორც შე­ვი­ტყვე გარ­დაც­ვლილს რა­სი­მი ქვია, ად­გი­ლობ­რი­ვია, დამ­ნა­შა­ვე და­კა­ვე­ბუ­ლია, სხვა დე­ტა­ლი ჩემ­თვის უც­ნო­ბია" - ამ­ბობს სა­მი­რა ბა­ი­რა­მო­ვა.

  • სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ, მარ­ნე­ულ­ში მომ­ხდა­რი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე ერთ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 18 ნო­ემ­ბერს, მარ­ნე­ულ­ში, ბრალ­დე­ბულ­მა შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით, და­ზა­რა­ლე­ბულს ბას­რი საგ­ნით სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში მძი­მე ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა.

"სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი 19 ნო­ემ­ბერს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 10-დან 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს. სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

  • ნა­ხეთ კად­რე­ბი, რო­მე­ლიც მკვლე­ლო­ბის ად­გილ­ზე სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რამ და­ა­ფიქ­სი­რა
00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რუსუდანი
8

კანონების გაკეთილშობილებისთვის ვირჩევთ ჩვენ ახალ პარლამენტს და დიდი იმედი მაქვს რომ ასეც მოიქცევიან. სამყაროც კი არ შექმნილა 1 დღეში. 

რუსუდანი
3

 საჭიროა მეტი თვითშეგნების და ადამიანობის გაღვიძება ეთნოსში. ყველამ უნდა შეიგნოს რომ ასეთი ქმედება არის დაუშვებელი. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"სისხლისგან დაიცალა, შველას ითხოვდა, ხალხი კი უბრალოდ უყურებდა" - სასტიკი მკვლელობა მარნეულში: ვინ არის მოკლული მამაკაცი და რა გადაიღო სათვალთვალო კამერამ (ვიდეო)

"სისხლისგან დაიცალა, შველას ითხოვდა, ხალხი კი უბრალოდ უყურებდა" - სასტიკი მკვლელობა მარნეულში: ვინ არის მოკლული მამაკაცი და რა გადაიღო სათვალთვალო კამერამ (ვიდეო)

მარნეულში, სამედ ვურღუნის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს, რომელიც მალევე გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, ამ ფაქტს თვითმხილველები ჰყავს. საქმეში სამართალდამცავები ჩაერთნენ.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ დამნაშავე უკვე დაკავებულია, საქმე 108-ე მუხლით აღიძრა და მას განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი.

  • ჩვენი ინფორმაციით, გარდაცვლილი და დაჭრილი ეროვნებით აზერბაიჯანელები არიან. 40 წლამდე ასაკის მამაკაცია დაკავებული. არსებული ინფორმაციით, მათ შორის კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე დაიწყო, რაც მკვლელობით დასრულდა. მოკლული მამაკაცი 1988 წელს დაბადებული რასიმ გუბანოვია.
რასიმ გუბანოვი

ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტის სამირა ბაირამოვას თქმით, დაჭრილისთვის დახმარება ხალხს დროულად რომ გაეწია, ის შეიძლება გადარჩენილიყო. სავარაუდოდ დაჭრილი სისხლისგან დაიცალა.

"სასტიკი მკვლელობის კადრები ვნახე... კარგად ჩანს, როგორ ესხმის მოძალადე მას თავს და შემდეგ როგორი წევს დაჭრილ მამაკაცი ძირს, ჯერ ცოცხალია და შველას ითხოვს, გარშემო მყოფი ხალხი უბრალოდ უყურებს შორიდან და რამდენიმემ გაიარა იქვე.

კადრებში ჩანს, რომ არავინ მიდის მის საშველად, მისი გადარჩენა სრულად შესაძლებელი იყო. ადამიანები რატომ გახდნენ ასეთი უსინდისოები არ ვიცი. როგორც შევიტყვე გარდაცვლილს რასიმი ქვია, ადგილობრივია, დამნაშავე დაკავებულია, სხვა დეტალი ჩემთვის უცნობია" - ამბობს სამირა ბაირამოვა.

  • საქართველოს პროკურატურამ, მარნეულში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 18 ნოემბერს, მარნეულში, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, დაზარალებულს ბასრი საგნით სიცოცხლისთვის საშიში მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

"სამართალდამცველებმა ბრალდებული 19 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

  • ნახეთ კადრები, რომელიც მკვლელობის ადგილზე სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა