მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აქციიდან პირდაპირ სამშობიაროში: ნოდარ ჩაჩანიძე გოგონას მამა გახდა - “დაიბადა არიადნა, ამ საოცრების დედა და მამა გავხდით...“
აქციიდან პირდაპირ სამშობიაროში: ნოდარ ჩაჩანიძე გოგონას მამა გახდა - “დაიბადა არიადნა,  ამ საოცრების დედა და მამა გავხდით...“

პარ­ტია "ახა­ლის" წევ­რს, ნო­დარ ჩა­ჩა­ნი­ძე­სა და მის მე­უღ­ლეს ნინი სუ­ხი­ტაშ­ვი­ლის შვი­ლი შე­ე­ძი­ნათ. რო­გორც ნო­დარ ჩა­ჩა­ნი­ძე წერს, ნი­ნიმ “ჩა­ჩა­ვას კლი­ნი­კა­ში“ იმ­შო­ბი­ა­რა და წყვილს გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნა. ახალ­შო­ბილს არი­ად­ნა და­არ­ქვეს.


“ამ სა­ოც­რე­ბის დედა და მამა გავ­ხდით მე და ნინი რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ. და­ი­ბა­და არი­ად­ნა ჩა­ჩა­ნი­ძე“, - წერს ნო­დარ ჩა­ჩა­ნი­ძე და ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს.


nini_suxitashvili
ნინი სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი ახალ­შო­ბილ­თან ერ­თად

მა­ნამ­დე წყვი­ლი მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და.


“ჩა­ჩა­ვას კლი­ნი­კი­დან ცოტა ხნით მე­ლი­ქიშ­ვილ­ზე გა­ვი­ა­რეთ და ჩემ­მა გო­გო­ებ­მა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გა­ამ­ხნე­ვეს.


19:00 სა­ათ­ზე ყვე­ლა, ვი­საც ახლა ქვეყ­ნის დაც­ვა შე­უძ­ლია, მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე უნდა იყოს...


ჩვე­ნი შვი­ლე­ბის ბედ­ნი­ე­რი მო­მავ­ლის­თვის ჩვენ ახლა სამ­შობ­ლო უნდა და­ვიბ­რუ­ნოთ!“ - წერ­და “ახა­ლის“ წევ­რი გუ­შინ, სა­სი­ხა­რუ­ლო სი­ახ­ლის გავ­რცე­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე.


nini_suxitashvili
მშო­ბი­ა­რო­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე - ფოტო მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ი­დან


nodar_chachanidze
წყვი­ლის ფოტო ერთ-ერთი აქ­ცი­ი­დან


  • წყვილს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მოვ­ლე­ნა უკვე მო­უ­ლო­ცა პარ­ტია “ახა­ლის“ დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ნიკა გვა­რა­მი­ამ.

“პირ­ვე­ლი ახალ­შო­ბი­ლი გვყავს პარ­ტი­ა­ში! ვუ­ლო­ცავ ჩემს უმ­ცროს მე­გო­ბარს და მის შე­სა­ნიშ­ნავ ცოლს პა­ტა­რა არი­ად­ნას შე­ძე­ნას! დიდი გოგო გა­ი­ზარ­დოს! მისი მამა რომ იბ­რძვის, იმგვარ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ი­ზარ­დოს ჯან­მრთე­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი!“ -წერს გვა­რა­მია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის მა­ის­ში ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია “ახა­ლის“ წევ­რი თავ­დას­ხმის ობი­ექ­ტი გახ­და.

რო­გორც ის აცხა­დებ­და, უც­ნო­ბი პი­რე­ბი მას მან­ქა­ნით სა­დარ­ბა­ზოს­თან ელო­დე­ბოდ­ნენ, რის შემ­დე­გაც ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ და მი­ი­მალ­ნენ.


"ორი ადა­მი­ა­ნი მე­ლო­დე­ბო­და სა­დარ­ბა­ზოს­თან, ორი ადა­მი­ა­ნი კი­დევ მან­ქა­ნა­ში იჯდა. წა­მო­ვიდ­ნენ ორი მხრი­დან. მე და ჩელე ერ­თად წა­მო­ვე­დით და მა­საც დახ­ვდნენ და მეც. მირ­ტყეს წიხ­ლე­ბი, წა­ვი­ქე­ცი და რამ­დე­ნი­მე წამ­ში წა­ვიდ­ნენ. ძა­ლი­ან მალე მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი. ხალ­ხი იყო ირ­გვლივ ბევ­რი და ვერ შეძ­ლეს ცე­მის დიდ­ხანს გაგ­რძე­ლე­ბა.“, - გა­ნა­ცხა­და ნო­დარ ჩა­ჩა­ნი­ძემ.


სა­ვა­რა­უ­დოდ თავ­დას­ხმა მის პო­ლი­ტი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბას უკავ­შირ­დე­ბა.


  • აღ­ნიშ­ნულს მა­შინ მომ­ღე­რა­ლი გი­ორ­გი სუ­ხი­ტაშ­ვი­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­ეხ­მა­უ­რა:

"ახლა ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­ვი­გე, რომ ჩემი ოჯა­ხის წევ­რს, ჩემს სი­ძეს და­ესხნენ თავს (ვე­სა­უბ­რე ნორ­მა­ლუ­რა­დაა) ამით რისი მიღ­წე­ვა გინ­დათ?ვინ­მე შე­შინ­დე­ბა? არა და ვერ შე­ა­ში­ნებთ! უფრო მეტ ადა­მი­ანს რომ აბო­რო­ტებთ და იმ­ტე­რებთ ვერ ხვდე­ბით?


მგო­ნია, რომ ადრე თუ გვი­ან ჩემ­თა­ნაც მოხ­ვალ სად­მე და დამ­ხვდე­ბით მი­ზე­ზის მო­გო­ნე­ბა არ გა­გი­ჭირ­დე­ბათ. არა­ვის არ ეში­ნია დახ­ვედ­რით, გა­აზ­რე­ბუ­ლი და გა­თა­ვი­სე­ბუ­ლი მაქვს ის, რომ ვი­ღა­ცას არ მო­ვე­წო­ნე­ბი!


ხო არც გა­გი­ნებთ არც რამე სხვას. თქვენ კი­დევ ხალ­ხო, თუ იდი­ო­ტე­ბი არა ხართ, უნდა ხვდე­ბო­დეთ რა ნეხვშიც ვართ, არ გე­ტყვით რა უნდა გა­ა­კე­თოთ, ყვე­ლამ კარ­გად იცით!მე მზად ვარ კაი ცემა ავი­ტა­ნო, ამი­ტა­ნია კი­დეც, მეტ­საც გე­ტყვით დიდი პა­ტი­ვი იქ­ნე­ბა ჩემ­თვის" - წერ­და სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი.


იხი­ლეთ ასე­ვე:



დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

აქციიდან პირდაპირ სამშობიაროში: ნოდარ ჩაჩანიძე გოგონას მამა გახდა - “დაიბადა არიადნა, ამ საოცრების დედა და მამა გავხდით...“

აქციიდან პირდაპირ სამშობიაროში: ნოდარ ჩაჩანიძე გოგონას მამა გახდა - “დაიბადა არიადნა,  ამ საოცრების დედა და მამა გავხდით...“

პარტია "ახალის" წევრს, ნოდარ ჩაჩანიძესა და მის მეუღლეს ნინი სუხიტაშვილის შვილი შეეძინათ. როგორც ნოდარ ჩაჩანიძე წერს, ნინიმ “ჩაჩავას კლინიკაში“ იმშობიარა და წყვილს გოგონა შეეძინა. ახალშობილს არიადნა დაარქვეს.


“ამ საოცრების დედა და მამა გავხდით მე და ნინი რამდენიმე წუთის წინ. დაიბადა არიადნა ჩაჩანიძე“, - წერს ნოდარ ჩაჩანიძე და ფოტოს აქვეყნებს.


nini_suxitashvili
ნინი სუხიტაშვილი ახალშობილთან ერთად

მანამდე წყვილი მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციაზე იმყოფებოდა.


“ჩაჩავას კლინიკიდან ცოტა ხნით მელიქიშვილზე გავიარეთ და ჩემმა გოგოებმა აქციის მონაწილეები გაამხნევეს.


19:00 საათზე ყველა, ვისაც ახლა ქვეყნის დაცვა შეუძლია, მელიქიშვილის გამზირზე უნდა იყოს...


ჩვენი შვილების ბედნიერი მომავლისთვის ჩვენ ახლა სამშობლო უნდა დავიბრუნოთ!“ - წერდა “ახალის“ წევრი გუშინ, სასიხარულო სიახლის გავრცელებამდე რამდენიმე საათით ადრე.


nini_suxitashvili
მშობიარობამდე რამდენიმე საათით ადრე - ფოტო მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციიდან


nodar_chachanidze
წყვილის ფოტო ერთ-ერთი აქციიდან


  • წყვილს უმნიშვნელოვანესი მოვლენა უკვე მოულოცა პარტია “ახალის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ.

“პირველი ახალშობილი გვყავს პარტიაში! ვულოცავ ჩემს უმცროს მეგობარს და მის შესანიშნავ ცოლს პატარა არიადნას შეძენას! დიდი გოგო გაიზარდოს! მისი მამა რომ იბრძვის, იმგვარ საქართველოში გაიზარდოს ჯანმრთელი და წარმატებული!“ -წერს გვარამია.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მაისში ოპოზიციური პარტია “ახალის“ წევრი თავდასხმის ობიექტი გახდა.

როგორც ის აცხადებდა, უცნობი პირები მას მანქანით სადარბაზოსთან ელოდებოდნენ, რის შემდეგაც ფიზიკურად გაუსწორდნენ და მიიმალნენ.


"ორი ადამიანი მელოდებოდა სადარბაზოსთან, ორი ადამიანი კიდევ მანქანაში იჯდა. წამოვიდნენ ორი მხრიდან. მე და ჩელე ერთად წამოვედით და მასაც დახვდნენ და მეც. მირტყეს წიხლები, წავიქეცი და რამდენიმე წამში წავიდნენ. ძალიან მალე მოხდა ყველაფერი. ხალხი იყო ირგვლივ ბევრი და ვერ შეძლეს ცემის დიდხანს გაგრძელება.“, - განაცხადა ნოდარ ჩაჩანიძემ.


სავარაუდოდ თავდასხმა მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება.


  • აღნიშნულს მაშინ მომღერალი გიორგი სუხიტაშვილიც სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

"ახლა ტელევიზიით გავიგე, რომ ჩემი ოჯახის წევრს, ჩემს სიძეს დაესხნენ თავს (ვესაუბრე ნორმალურადაა) ამით რისი მიღწევა გინდათ?ვინმე შეშინდება? არა და ვერ შეაშინებთ! უფრო მეტ ადამიანს რომ აბოროტებთ და იმტერებთ ვერ ხვდებით?


მგონია, რომ ადრე თუ გვიან ჩემთანაც მოხვალ სადმე და დამხვდებით მიზეზის მოგონება არ გაგიჭირდებათ. არავის არ ეშინია დახვედრით, გააზრებული და გათავისებული მაქვს ის, რომ ვიღაცას არ მოვეწონები!


ხო არც გაგინებთ არც რამე სხვას. თქვენ კიდევ ხალხო, თუ იდიოტები არა ხართ, უნდა ხვდებოდეთ რა ნეხვშიც ვართ, არ გეტყვით რა უნდა გააკეთოთ, ყველამ კარგად იცით!მე მზად ვარ კაი ცემა ავიტანო, ამიტანია კიდეც, მეტსაც გეტყვით დიდი პატივი იქნება ჩემთვის" - წერდა სუხიტაშვილი.


იხილეთ ასევე: