ემანუელ მაკრონმა საფრანგეთში დაგეგმილ ხელოვნური ინტელექტის სამიტზე დონალდ ტრამპი და ილონ მასკი მიიწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Le Figaro საფრანგეთის პრეზიდენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ჩინეთი, აშშ და სხვა ქვეყნები უკვე მოვიწვიე. ასევე, მონაწილეობა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმაც დაადასტურა“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
მისივე თქმით, ილონ მასკი, როგორც “ამ საკითხებში ჩართული ერთ-ერთი მსხვილი მეწარმეც“ მიწვეული იქნება.
ხელოვნური ინტელექტის სამიტი საფრანგეთში 10-11 თებერვალს გაიმართება.