ზამთარი გვიახლოვდება და წინასაახალწლო სამზადისიც ნელ-ნელა იწყება. ეს პერიოდი სიხარულისა და სასიამოვნო მოლოდინების დროა. არაერთი ადამიანი იწყებს ფიქრსა და ზრუნვას საახალწლო დეკორაციებზე. ყველასთვის საყვარელი სეკრეტ სანტას გათამაშებაც იწყება და გარშემო დიდი მხიარულება ტრიალებს.
სწორედ ამ დროს წინასაახალწლო კონკურსების ჩატარება „სლობოდამ“ უკვე ტრადიციად დაამკვიდრა. საინტერესოა, რომ ეს გახლავთ კონკურსების სერია და არა - ერთი გათამაშება. მათში მონაწილეობა კი ნებისმიერ მსურველს შეუძლია. წელს კომპანია ჩაატარებს საახალწლო გათამაშებებს, სადაც გამარჯვებულებს საჩუქრად გადაეცემა Wilmax Home-ის ვაუჩერები.
რატომ უნდა მიიღოთ მონაწილეობა „სლობოდას“ გათამაშებაში?
გამორჩეული საჩუქრები - როგორც უკვე ავღნიშნეთ, გამარჯვებულებს Wilmax Home-ის 300 და 200 ლარიან სასაჩუქრე ვაუჩერებს გადასცემს. ეს გახლავთ ქართულ ბაზარზე წამყვანი საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზიაა, სადაც წარმოდგენილია ბრიტანული, ჩეხური, ჰოლანდიური, ესპანური და თურქული ბრენდების ჭურჭლისა და სამზარეულოს აქსესუარების მრავალფეროვანი ასორტიმენტი.
კრეატიული გამოწვევა - კონკურსის მთავარი პირობაა „სლობოდას“ პროდუქტებით მოამზადოთ კერძი. ნებისმიერ მსურველს შეუძლია გამოავლინოს კულინარიული ნიჭი და გააკეთოს კერძი, რომელიც მას გამარჯვებას მოუტანს. კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია გამოიწეროთ „სლობოდას“ Instagram და Facebook გვერდები.
წვდომა ინფლუენსერების სოციალურ არხებზე - კონკურსების სერია ინფლუენსერების სოციალურ არხებზე ჩატარდება. თითოეული მინი კონკურსი სხვადასხვა ინფლუენსერის გვერდზე დაანონსდება. მათი პოსტის ქვეშ კი მომხმარებლებმა საკუთარი მომზადებული კერძის ფოტო ან ვიდეო უნდა ატვირთონ სლობოდას პროდექციასთან ერთად გადაღებული.
დიდი გამოწვევები - ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება. თითოეულ მათგანს კი 3 გამარჯვებული ეყოლება. მონაწილეებს ეძლევა საშუალება მიიღონ მონაწილეობა სახალისო გამოწვევებში და დასაჩუქრდნენ.
საახალწლო განწყობა - „სლობოდას“ კონკურსში მონაწილეობა არა მხოლოდ პრიზების მოგების, არამედ სადღესასწაულო განწყობის შექმნისა და გაზიარების საუკეთესო შესაძლებლობაა.
არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, მოიგოთ სასურველი საჩუქრები და შეიქმნათ დაუვიწყარი წინასაახალწლო განწყობა „სლობოდა“ს პროდუქციასთან ერთად. მიჰყევით „სლობოდას“ ინსტრუქციებს, ატვირთეთ თქვენი კულინარიული შედევრები და მოხვდით გამარჯვებულთა შორის.
R