ავტორი:

კიევში საჰაერო თავდასხმის საფრთხე გაზრდილია: აშშ-მა, ესპანეთმა, იტალიამ და საბერძნეთმა საელჩოები დროებით დახურეს

კიევში საჰაერო თავდასხმის საფრთხე გაზრდილია: აშშ-მა, ესპანეთმა, იტალიამ და საბერძნეთმა საელჩოები დროებით დახურეს

დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ საჰაერო თავდასხმის საფრთხის გამო აშშ-მა კიევში საელჩო ერთი დღით დახურა.

"კიევში აშშ-ის საელჩომ 20 ნოემბერს პოტენციური სერიოზული საჰაერო თავდასხმის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია მიიღო. საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, საელჩო დაიხურება და თანამშრომლებს თავშესაფრებში დარჩენის შესახებ შეატყობინეს“, - აღნიშნულია უკრაინაში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

უკრაინაში აშშ-ის საელჩო თავის მოქალაქეებს ურჩევს, რომ "მზად იყვნენ, რათა სასწრაფოდ თავშესაფრებში ჩავიდნენ, იმ შემთხვევაში, თუ საჰაერო განგაში გამოცხადდება“.

აშშ-ის საელჩოს შემდეგ, საჰაერო საფრთხის გამო კიევში საელჩოები ესპანეთმა, იტალიამ და საბერძნეთმაც დახურეს

უკრაინაში ესპანეთის საელჩოს განცხადებით, “უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმების გაზრდილი რისკის გამო” დღეს, 20 ნოემბერს საელჩო დაიხურება.

ესპანეთის საელჩომ უკრაინაში მცხოვრებ ესპანეთის მოქალაქეებს აცნობა, რომ "უსაფრთხოების ზომები მიიღონ, ადგილობრივი ხელისუფლების მითითებებს მიჰყვნენ და დარწმუნდნენ, რომ თავშესაფართან ახლოს არიან“.

კიევში თავიანთი საელჩოების დროებით დახურვის შესახებ იტალიამ და საბერძნეთმაც გამოაცხადეს.