საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვლადიმერ პუტინი მზად არის დონალდ ტრამპთან განიხილოს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება - რა დამატებით დეტალებს აქვეყნებს Reuters-ი
ვლადიმერ პუტინი მზად არის დონალდ ტრამპთან განიხილოს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება - რა დამატებით დეტალებს აქვეყნებს Reuters-ი

ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი დო­ნალდ ტრამ­პთან უკ­რა­ი­ნა­ში ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის გან­სა­ხილ­ვე­ლად მზად არის. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ა­გენ­ტო Reuters-ი ხუთ რუს ოფი­ცი­ა­ლურ პირ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

  • რუსი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის ცნო­ბით, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი აშშ-ის არ­ჩე­ულ პრე­ზი­დენ­ტთან, დო­ნალდ ტრამ­პთან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი­სას ტე­რი­ტო­რი­ულ დათ­მო­ბებს გა­მო­რი­ცხავს და ასე­ვე, მო­ი­თხოვს, რომ უკ­რა­ი­ნამ ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის ამ­ბი­ცი­ებ­ზე უარი თქვას.

კი­თხვა­ზე, რას შე­იძ­ლე­ბა და­თან­ხმდეს ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი, რუს­მა ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ პუ­ტი­ნი ფრონ­ტის ხაზ­ზე კონ­ფლიქ­ტის გა­ყინ­ვას შე­საძ­ლოა, ზო­გა­დად და­ე­თან­ხმოს.


სამი რუ­სუ­ლი წყა­როს გან­ცხა­დე­ბით, დო­ნეც­კის, ლუ­განსკის, ზა­პო­რო­ჟი­ე­სა და ხერ­სო­ნის ზუს­ტი და­ყო­ფის შე­სა­ხებ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ­სე­ბობს. ასე­ვე, ორი რუსი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რის ცნო­ბით, რუ­სე­თი შე­საძ­ლოა მზად იყოს, რომ იმ მცი­რე ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან, რო­მე­ლიც ხარ­კო­ვი­სა და ნი­კო­ლა­ე­ვის ოლ­ქებ­ში და­კა­ვე­ბუ­ლი აქვს, ჯა­რე­ბი გა­იყ­ვა­ნოს.


მა­თი­ვე თქმით, უკ­რა­ი­ნის მიერ ATACMS-ის რა­კე­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის ნე­ბარ­თვის შე­სა­ხებ, ჯო ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ შე­საძ­ლოა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი გა­არ­თუ­ლოს და რუ­სეთ­მა მო­თხოვ­ნე­ბი გა­აძ­ლი­ე­როს.


რუ­სულ­მა წყა­რო­ებ­მა აღ­ნიშ­ნეს, რომ თუ ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვა არ მოხ­დე­ბა, მა­შინ რუ­სე­თი ბრძო­ლას გა­აგ­რძე­ლეს.


დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

ვლადიმერ პუტინი მზად არის დონალდ ტრამპთან განიხილოს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება - რა დამატებით დეტალებს აქვეყნებს Reuters-ი

ვლადიმერ პუტინი მზად არის დონალდ ტრამპთან განიხილოს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება - რა დამატებით დეტალებს აქვეყნებს Reuters-ი

ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპთან უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების განსახილველად მზად არის. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ხუთ რუს ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

  • რუსი ოფიციალური პირების ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებებისას ტერიტორიულ დათმობებს გამორიცხავს და ასევე, მოითხოვს, რომ უკრაინამ ნატო-ში გაწევრიანების ამბიციებზე უარი თქვას.

კითხვაზე, რას შეიძლება დათანხმდეს ვლადიმერ პუტინი, რუსმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ პუტინი ფრონტის ხაზზე კონფლიქტის გაყინვას შესაძლოა, ზოგადად დაეთანხმოს.


სამი რუსული წყაროს განცხადებით, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ზუსტი დაყოფის შესახებ მოლაპარაკებების შესაძლებლობა არსებობს. ასევე, ორი რუსი ოფიციალური პირის ცნობით, რუსეთი შესაძლოა მზად იყოს, რომ იმ მცირე ტერიტორიებიდან, რომელიც ხარკოვისა და ნიკოლაევის ოლქებში დაკავებული აქვს, ჯარები გაიყვანოს.


მათივე თქმით, უკრაინის მიერ ATACMS-ის რაკეტების გამოყენების ნებართვის შესახებ, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებამ შესაძლოა მოლაპარაკებები გაართულოს და რუსეთმა მოთხოვნები გააძლიეროს.


რუსულმა წყაროებმა აღნიშნეს, რომ თუ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ რუსეთი ბრძოლას გააგრძელეს.