მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უმძიმეს დანაშაულზე განაჩენი ცნობილია - უვადო პატიმრობა მიესაჯა გიორგი ფირაშვილს, რომელმაც ცოლი და სიდედრი მოკლა
უმძიმეს დანაშაულზე განაჩენი ცნობილია - უვადო პატიმრობა მიესაჯა გიორგი ფირაშვილს, რომელმაც ცოლი და სიდედრი მოკლა

რუს­თა­ვის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და ორი პი­რის მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბუ­ლი დამ­ნა­შა­ვედ ცნო და უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა.

  • სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის ცნო­ბით, სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, რომ 2024 წლის 22 მა­ისს, რუს­თავ­ში, ბრალ­დე­ბულ­მა მე­უღ­ლის და სი­დედ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რომ­ლე­ბიც ჩვილ ბავ­შვთან ერ­თად ქუ­ჩა­ში გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ, სა­ნა­დი­რო თო­ფი­დან არა­ერ­თხელ გა­ის­რო­ლა.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­დე­გად, მათ გულ-მკერ­დის არე­ში მძი­მე ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღეს. ორი­ვე მათ­გა­ნი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

"გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით ასე­ვე და­დას­ტურ­და, რომ 2023 წლის აპ­რი­ლი­დან 2024 წლის 22 მა­ი­სამ­დე პე­რი­ოდ­ში, ბრალ­დე­ბუ­ლი და­ზა­რა­ლე­ბულ მე­უღ­ლეს, გენ­დე­რის ნიშ­ნით, დის­კრი­მი­ნა­ცი­ის მო­ტი­ვით, სის­ტე­მა­ტუ­რად ამ­ცი­რებ­და, აკონ­ტრო­ლებ­და, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად და ფი­ზი­კუ­რად ძა­ლა­დობ­და მას­ზე.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პირი 2024 წლის 22 მა­ისს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა, 109-ე მუხ­ლის "ბ’’",თ’’",კ’’ და "ლ’’ ქვე­პუნ­ქტე­ბით (ოჯა­ხის წევ­რი ორი პი­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი გენ­დე­რის ნიშ­ნით და ისე­თი სა­შუ­ა­ლე­ბით, რო­მე­ლიც გან­ზრახ უქ­მნის საფრ­თხეს სხვის სი­ცო­ცხლეს და ჯან­მრთე­ლო­ბას) და 126-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (სის­ტე­მა­ტუ­რი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა) წა­რედ­გი­ნა.

სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბუ­ლი წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში სრუ­ლად ცნო დამ­ნა­შა­ვედ და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

  • ცნო­ბის­თვის, 22 მა­ისს, რუს­თავ­ში, დუმ­ბა­ძის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სკვერ­ში დედა-შვი­ლი სა­ნა­დი­რო თო­ფი­დან გას­რო­ლით იმ დროს მოკ­ლეს, როცა ისი­ნი ჩვილ ბავ­შვს ასე­ირ­ნებ­დნენ.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით 27 წლის გი­ორ­გი ფი­რაშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს. ის დუ­მი­ლის უფ­ლე­ბით სარ­გებ­ლობს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა, 109-ე მუხ­ლის "ბ’’",თ’’",კ’’ და "ლ’’ ქვე­პუნ­ქტე­ბით (ოჯა­ხის ორი წევ­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი გენ­დე­რის ნიშ­ნით და ისე­თი სა­შუ­ა­ლე­ბით, რო­მე­ლიც გან­ზრახ უქ­მნის საფრ­თხეს სხვის სი­ცო­ცხლე­სა და ჯან­მრთე­ლო­ბას) და ამა­ვე კო­დექ­სის 126-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (სის­ტე­მა­ტუ­რი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16-დან 20 წლამ­დე ვა­დით ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
kk
0

უვადო არ გულისხმობს სამუდამოს . უვადო მგონი გულისხმობს რომ შესაძლებელია რომ 5 წელიწადშიც გამოვიდეს .

გია
91

2 წელი საკმარისი არ იყო? რა გააკეთა ისეთი? რაც არ ხდება და გაიკეთებიათ

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

უმძიმეს დანაშაულზე განაჩენი ცნობილია - უვადო პატიმრობა მიესაჯა გიორგი ფირაშვილს, რომელმაც ცოლი და სიდედრი მოკლა

უმძიმეს დანაშაულზე განაჩენი ცნობილია - უვადო პატიმრობა მიესაჯა გიორგი ფირაშვილს, რომელმაც ცოლი და სიდედრი მოკლა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორი პირის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

  • საქართველოს პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 22 მაისს, რუსთავში, ბრალდებულმა მეუღლის და სიდედრის მიმართულებით, რომლებიც ჩვილ ბავშვთან ერთად ქუჩაში გადაადგილდებოდნენ, სანადირო თოფიდან არაერთხელ გაისროლა.

აღნიშნულის შედეგად, მათ გულ-მკერდის არეში მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღეს. ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

"გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ 2023 წლის აპრილიდან 2024 წლის 22 მაისამდე პერიოდში, ბრალდებული დაზარალებულ მეუღლეს, გენდერის ნიშნით, დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატურად ამცირებდა, აკონტროლებდა, ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდა მასზე.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 2024 წლის 22 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის ,,ბ’’, ,,თ’’, ,,კ’’ და ,,ლ’’ ქვეპუნქტებით (ოჯახის წევრი ორი პირის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით და ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა) წარედგინა.

სასამართლომ ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში სრულად ცნო დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

  • ცნობისთვის, 22 მაისს, რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე მდებარე სკვერში დედა-შვილი სანადირო თოფიდან გასროლით იმ დროს მოკლეს, როცა ისინი ჩვილ ბავშვს ასეირნებდნენ.

სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით 27 წლის გიორგი ფირაშვილი დააკავეს. ის დუმილის უფლებით სარგებლობს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის "ბ’’",თ’’",კ’’ და "ლ’’ ქვეპუნქტებით (ოჯახის ორი წევრის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით და ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას) და ამავე კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.