246 წლის შემდეგ პირველად, პლუტონი მერწყულში შედის. ასტროლოგიაში გარკვეულმა და ნაკლებად მცოდნე ადამიანებიც კი, ტრანზიტს ზეიმით აღნიშნავენ.
პლუტონი, რომელიც ცნობილია როგორც განადგურების, სიკვდილისა და აღორძინების პლანეტა, 1778 წლის შემდეგ პირველად გაივლის მეთერთმეტე ნიშანში გზას. პლანეტა მერწყულში 19 ნოემბერს გადავიდა და 2043 წლის 8 მარტამდე დარჩება.
ასტროლოგების განცხადებით, მომდევნო 20 წლის განმავლობაში კაცობრიობას გლობალური ტრანსფორმაცია, კარმის დაბრუნება და დაფუძნებული წარმოდგენების ძირეულად შეცვლა ელის.
სოციალურ ქსელში ბევრი ადამიანი ულოცავს ერთმანეთს ამ წერტილის მიღწევას, რადგან აცხადებენ, რომ ეს არის "ცნობიერების მაღალი დონე".
ბოლოს პლუტონი მერწყულში 1778 წლიდან 1798 წლამდე იყო. იმ დროის განმავლობაში მსოფლიომ განიცადა საფრანგეთის, ამერიკის, ჰაიტის და ინდუსტრიული რევოლუციები.
იხილეთ ასევე: