პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველო სიმსუქნის მაღალი გავრცელების მაჩვენებლის მქონე ქვეყნებს შორისაა... 10 ზრდასრული ადამიანიდან 6-ზე მეტი ჭარბწონიანია" - ჯანმო
"საქართველო სიმსუქნის მაღალი გავრცელების მაჩვენებლის მქონე ქვეყნებს შორისაა... 10 ზრდასრული ადამიანიდან 6-ზე მეტი ჭარბწონიანია" - ჯანმო

ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ, სა­ქარ­თვე­ლოს არა­გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბა­თა პრე­ვენ­ცი­ის ალი­ანსთან ერ­თად ფო­რუ­მი „პო­ლი­ტი­კის დი­ა­ლო­გი: სიმ­სუქ­ნის პრობ­ლე­მის დაძ­ლე­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში - მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი­დან ქმე­დე­ბამ­დე“ ჩა­ა­ტა­რა, რო­მელ­საც ექ­სპერ­ტე­ბი და პო­ლი­ტი­კის შემ­ქმნე­ლე­ბი მრა­ვა­ლი სექ­ტო­რი­დან და­ეს­წრნენ, სიმ­სუქ­ნის მზარ­დი პრობ­ლე­მის გა­და­საჭ­რე­ლად.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია ავ­რცე­ლებს.

  • მათი ცნო­ბით, ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მო­ნა­წი­ლე­ებს სილ­ვიუ დო­მენ­ტემ - ჯან­მოს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში, თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ - ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ, კახა კა­კა­ბა­ძემ - გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, თა­მარ სამ­ხა­რა­ძემ - მეც­ნი­ე­რე­ბის, გა­ნათ­ლე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ და არა­გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბა­თა ალი­ან­სის თავ­მჯდო­მა­რემ სი­მონ გაბ­რი­ჭი­ძემ მი­მარ­თეს.

"ექ­სპერ­ტებ­მა ჯან­მო­დან, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი­დან (NCDC) და სხვა მოწ­ვე­ულ­მა მომხსე­ნებ­ლებ­მა წარ­მო­ად­გი­ნეს მო­ნა­ცე­მე­ბი სიმ­სუქ­ნის მას­შტა­ბის და ტვირ­თის შე­სა­ხებ გლო­ბა­ლურ, რე­გი­ო­ნულ და ქვეყ­ნის დო­ნე­ზე, მის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებ­სა და დე­ტერ­მი­ნან­ტებ­ზე, ამ სფე­რო­ში პო­ლი­ტი­კის მიდ­გო­მებ­სა და ზო­მებ­ზე. NCDC-მ ასე­ვე წარ­მო­ად­გი­ნა ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის ხელ­შე­წყო­ბი­სა და მა­რი­ლის შემ­ცი­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი სტრა­ტე­გი­ის პრო­ექ­ტე­ბი.

სიმ­სუქ­ნე კომ­პლექ­სუ­რი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა, რომ­ლის დრო­საც ხდე­ბა ჭარ­ბი ცხი­მის დაგ­რო­ვე­ბა, რაც აზი­ა­ნებს ჯან­მრთე­ლო­ბას. უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, სიმ­სუქ­ნე მრა­ვალ­ფაქ­ტო­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მე­ლიც გა­მოწ­ვე­უ­ლია ობე­ზო­გე­ნუ­რი გა­რე­მოს ზე­გავ­ლე­ნით, ფსი­ქო-სო­ცი­ა­ლუ­რი ფაქ­ტო­რე­ბით და გე­ნე­ტი­კუ­რი ვა­რი­ან­ტე­ბით. ობე­ზო­გე­ნუ­რი გა­რე­მო და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სტრუქ­ტუ­რულ ფაქ­ტო­რებ­თან, რომ­ლე­ბიც ზღუ­დავს ჯან­სა­ღი და მდგრა­დი საკ­ვე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბას, უსაფრ­თხო და მარ­ტივ ფი­ზი­კურ აქ­ტი­ვო­ბას ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში და ადეკ­ვა­ტუ­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი და მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი გა­რე­მოს არ­სე­ბო­ბას.

სიმ­სუქ­ნე ზრდის ტიპი 2 დი­ა­ბე­ტის, გულ­სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბის, კი­ბოს ზო­გი­ერ­თი სა­ხე­ო­ბის რისკს და გავ­ლე­ნას ახ­დენს ძვლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა­სა და რეპ­რო­დუქ­ცი­ა­ზე. ის უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებს ცხოვ­რე­ბის ხა­რისხზე, ძილ­სა და ადა­მი­ა­ნის მო­ბი­ლო­ბა­ზე. სიმ­სუქ­ნე ევ­რო­პა­ში არა­გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის რი­გით მე­ო­თხე ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი რისკ-ფაქ­ტო­რია, მა­ღა­ლი არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის, კვე­ბი­თი რის­კე­ბის და თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბის შემ­დეგ. ასე­ვე მა­ღა­ლია სიმ­სუქ­ნის ეპი­დე­მი­ის გავ­ლე­ნა ეკო­ნო­მი­კა­ზე.

ჭარ­ბი წონა ბავ­შვებ­ში და მო­ზარ­დებ­ში გავ­ლე­ნას ახ­დენს მათ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე და ასო­ცირ­დე­ბა რო­გორც ტიპი 2 დი­ა­ბე­ტის და გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბის უფრო დიდ რისკთან და მათ ად­რე­ულ გა­მოვ­ლე­ნას­თან, ასე­ვე არა­სა­სურ­ველ ფსი­ქო-სო­ცი­ა­ლურ შე­დე­გებ­თან“,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მა­თი­ვე ცნო­ბით, სა­ქარ­თვე­ლო სიმ­სუქ­ნის მა­ღა­ლი გავ­რცე­ლე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლის მქო­ნე ქვეყ­ნებს შო­რი­საა რო­გორც ჯან­მოს ევ­რო­პის რე­გი­ონ­ში, ასე­ვე მთელს მსოფ­ლი­ო­ში: 10 ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი­დან 6-ზე მეტი ჭარ­ბწო­ნი­ა­ნია, მათ შო­რის 3 - მსუ­ქა­ნი. გარ­და ამი­სა, 2021 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში 7-9 წლის სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის 27% ჭარ­ბწო­ნი­ა­ნია, ხოლო - 11% მსუ­ქა­ნი. ამ სა­კი­თხე­ბის გა­და­საჭ­რე­ლად, მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ჩა­ერ­თნენ პა­რა­ლე­ლურ სე­სი­ებ­ში, რო­მელ­თა მთა­ვა­რი ფო­კუ­სი იყო ჯან­სა­ღი კვე­ბა და სიმ­სუქ­ნის მკურ­ნა­ლო­ბის/მარ­თვის პო­ლი­ტი­კა.

„ჯან­მო მო­უ­წო­დებს ქვეყ­ნებს შე­ი­მუ­შა­ონ და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ სიმ­სუქ­ნის პრე­ვენ­ცი­ი­სა და კონ­ტრო­ლის სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კა, რათა შემ­ცირ­დეს მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი უზარ­მა­ზა­რი ტვირ­თი. რო­გორც დღეს იქნა გან­ხი­ლუ­ლი, სიმ­სუქ­ნეს­თან ბრძო­ლის სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კა მო­ი­აზ­რებს ყოვ­ლის­მომ­ცველ მიდ­გო­მებს, რო­გო­რი­ცაა ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის ხელ­შე­წყო­ბა, ჯან­სა­ღი კვე­ბის პო­ლი­ტი­კა სკო­ლებ­ში, ძუ­ძუ­თი კვე­ბის ხელ­შე­წყო­ბა, არა­ჯან­სა­ღი პრო­დუქ­ტე­ბის მარ­კე­ტინ­გის შე­ზღუდ­ვა, შაქ­რი­ა­ნი სას­მე­ლე­ბის და­ბეგ­ვრა, საკ­ვე­ბის ეფექ­ტუ­რი ეტი­კე­ტი­რე­ბის და­ნერგვა, ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბის წარ­მო­ე­ბის და მარ­კე­ტინ­გის მხარ­და­ჭე­რა, წო­ნის კლე­ბი­სა და მარ­თვის სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა“, - აცხა­დებს ჯან­მოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში, სილ­ვიუ დო­მენ­ტე.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლი­ტი­კის დი­ა­ლო­გი იყო პირ­ვე­ლი მას­შტა­ბუ­რი, მრა­ვალ­სექ­ტო­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში სიმ­სუქ­ნის სა­კი­თხებ­ზე. დამ­სწრე­ებ­მა ხაზი გა­უს­ვეს სა­ქარ­თვე­ლო­ში სიმ­სუქ­ნის ტვირთს და ამ სფე­რო­ში სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კის შე­მუ­შა­ვე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლიკა
0

უტიფარი ტყუილი

მარიამი
0

ოჯახში დედები საჭმლის გაჯეთებას აღარ კადრულობენ, მზა საჭმელით კვებავენ ბავშვებს და შედეგიც სახეზეა. თბილისში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ გადასუქებული ადამიანები არ მინახია და ტანაც ისე იცმევენ, რომ ქონები სამწყებად უჩანს. დამრიგებელი არა ყავთ, რომ ჩააცვან ისე, სიმსუქნე, რომ დამალონ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"საქართველო სიმსუქნის მაღალი გავრცელების მაჩვენებლის მქონე ქვეყნებს შორისაა... 10 ზრდასრული ადამიანიდან 6-ზე მეტი ჭარბწონიანია" - ჯანმო

"საქართველო სიმსუქნის მაღალი გავრცელების მაჩვენებლის მქონე ქვეყნებს შორისაა... 10 ზრდასრული ადამიანიდან 6-ზე მეტი ჭარბწონიანია" - ჯანმო

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, საქართველოს არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსთან ერთად ფორუმი „პოლიტიკის დიალოგი: სიმსუქნის პრობლემის დაძლევა საქართველოში - მტკიცებულებებიდან ქმედებამდე“ ჩაატარა, რომელსაც ექსპერტები და პოლიტიკის შემქმნელები მრავალი სექტორიდან დაესწრნენ, სიმსუქნის მზარდი პრობლემის გადასაჭრელად.

ამის შესახებ ინფორმაციას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

  • მათი ცნობით, ღონისძიებაზე მონაწილეებს სილვიუ დომენტემ - ჯანმოს წარმომადგენელმა საქართველოში, თამარ გაბუნიამ - ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა კაკაბაძემ - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, თამარ სამხარაძემ - მეცნიერების, განათლებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ და არაგადამდებ დაავადებათა ალიანსის თავმჯდომარემ სიმონ გაბრიჭიძემ მიმართეს.

"ექსპერტებმა ჯანმოდან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან (NCDC) და სხვა მოწვეულმა მომხსენებლებმა წარმოადგინეს მონაცემები სიმსუქნის მასშტაბის და ტვირთის შესახებ გლობალურ, რეგიონულ და ქვეყნის დონეზე, მის გამომწვევ მიზეზებსა და დეტერმინანტებზე, ამ სფეროში პოლიტიკის მიდგომებსა და ზომებზე. NCDC-მ ასევე წარმოადგინა ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობისა და მარილის შემცირების ეროვნული სტრატეგიის პროექტები.

სიმსუქნე კომპლექსური ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც ხდება ჭარბი ცხიმის დაგროვება, რაც აზიანებს ჯანმრთელობას. უმეტეს შემთხვევაში, სიმსუქნე მრავალფაქტორული დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია ობეზოგენური გარემოს ზეგავლენით, ფსიქო-სოციალური ფაქტორებით და გენეტიკური ვარიანტებით. ობეზოგენური გარემო დაკავშირებულია სტრუქტურულ ფაქტორებთან, რომლებიც ზღუდავს ჯანსაღი და მდგრადი საკვების ხელმისაწვდომობას, უსაფრთხო და მარტივ ფიზიკურ აქტივობას ყოველდღიურ ცხოვრებაში და ადეკვატური სამართლებრივი და მარეგულირებელი გარემოს არსებობას.

სიმსუქნე ზრდის ტიპი 2 დიაბეტის, გულსისხლძარღვთა დაავადებების, კიბოს ზოგიერთი სახეობის რისკს და გავლენას ახდენს ძვლების ჯანმრთელობასა და რეპროდუქციაზე. ის უარყოფითად მოქმედებს ცხოვრების ხარისხზე, ძილსა და ადამიანის მობილობაზე. სიმსუქნე ევროპაში არაგადამდები დაავადებების რიგით მეოთხე ყველაზე გავრცელებული რისკ-ფაქტორია, მაღალი არტერიული წნევის, კვებითი რისკების და თამბაქოს მოხმარების შემდეგ. ასევე მაღალია სიმსუქნის ეპიდემიის გავლენა ეკონომიკაზე.

ჭარბი წონა ბავშვებში და მოზარდებში გავლენას ახდენს მათ ჯანმრთელობაზე და ასოცირდება როგორც ტიპი 2 დიაბეტის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების უფრო დიდ რისკთან და მათ ადრეულ გამოვლენასთან, ასევე არასასურველ ფსიქო-სოციალურ შედეგებთან“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საქართველო სიმსუქნის მაღალი გავრცელების მაჩვენებლის მქონე ქვეყნებს შორისაა როგორც ჯანმოს ევროპის რეგიონში, ასევე მთელს მსოფლიოში: 10 ზრდასრული ადამიანიდან 6-ზე მეტი ჭარბწონიანია, მათ შორის 3 - მსუქანი. გარდა ამისა, 2021 წლის მონაცემებით, საქართველოში 7-9 წლის სკოლის მოსწავლეების 27% ჭარბწონიანია, ხოლო - 11% მსუქანი. ამ საკითხების გადასაჭრელად, მონაწილეები ჩაერთნენ პარალელურ სესიებში, რომელთა მთავარი ფოკუსი იყო ჯანსაღი კვება და სიმსუქნის მკურნალობის/მართვის პოლიტიკა.

„ჯანმო მოუწოდებს ქვეყნებს შეიმუშაონ და განახორციელონ სიმსუქნის პრევენციისა და კონტროლის სახელმწიფო პოლიტიკა, რათა შემცირდეს მასთან დაკავშირებული უზარმაზარი ტვირთი. როგორც დღეს იქნა განხილული, სიმსუქნესთან ბრძოლის საუკეთესო პრაქტიკა მოიაზრებს ყოვლისმომცველ მიდგომებს, როგორიცაა ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობა, ჯანსაღი კვების პოლიტიკა სკოლებში, ძუძუთი კვების ხელშეწყობა, არაჯანსაღი პროდუქტების მარკეტინგის შეზღუდვა, შაქრიანი სასმელების დაბეგვრა, საკვების ეფექტური ეტიკეტირების დანერგვა, ჯანსაღი საკვების წარმოების და მარკეტინგის მხარდაჭერა, წონის კლებისა და მართვის სერვისების განვითარება და ხელმისაწვდომობა“, - აცხადებს ჯანმოს წარმომადგენელი საქართველოში, სილვიუ დომენტე.

მათივე ინფორმაციით, პოლიტიკის დიალოგი იყო პირველი მასშტაბური, მრავალსექტორული ღონისძიება საქართველოში სიმსუქნის საკითხებზე. დამსწრეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოში სიმსუქნის ტვირთს და ამ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების აუცილებლობას.