ერთა ლიგის ბოლო, მეექვსე ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად ჩეხეთს დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:1 დამარცხდა.
ვილი საანიოლმა ჩვენი გუნდი ასეთი ძირითადი შემადგენლობით გაყვანა მინდორზე:
პირველი ტაიმი მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და სამწუხაროდ, უკვე მე-3 წუთზე ბურთი ჩვენს კარში გავიდა. გოლი პაველ შულცმა გაიტანა.
მალევე კვარაცხელიას კარგი პასის შემდეგ ლოჩოშვილს ანგარიშის გათანაბრების შანსი ჰქონდა, თუმცა მისი დარტყმული მეკარემ მოიგერია.
24-ე წუთზე საქართველოს კარში მეორე გოლი საჯარიმო დარტყმიდან ადამ ჰლოზეკმა გაიტანა. შეიძლება ითქვას, რომ პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრებს არაფერი გამოსდიოდა, შესაბამისად, პირველი ნახევარი ანგარიშით 2:0 დასრულდა.
მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრები გააქტიურდა, ყველა ფეხბურთელი თავდადებით იბრძოდა, რამაც შედეგი გამოიღო და მე-60 წუთზე გიორგი მიქაუტაძემ ჩეხეთს გაუტანა და ანგარიშში სხვაობა შეამცირა, თუმცა ამის შემდეგ არსებითად არაფერი შეცვლილა. ქართველები უტევდნენ, ბურთის გატანის შანსი ორჯერ მიეცა ბუდუ ზივზივაძეს, თუმცა გოლი არა და არ გავიდა. ასე, რომ საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში ლიდერობა ვერ შეინარჩუნა და A დივიზიონში ჩვენი დაწინაურებაც გადაიდო.
ჩეხეთმა 11 ქულით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად პლეი-ოფში იბრძოლებს, მეორე ადგილზე გავიდა უკრაინა, საქართველო კი მე-3 ადგილს დასჯერდა, რაც ნიშნავს, რომ B დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად პლეი-ოფში მოგვიწევს ბრძოლა.