ავტორი:

საქართველოს ნაკრები დიდი დილემის წინაშე - ჩეხეთთან დაპირისპირების პირველ ტაიმს ვაგებთ

საქართველოს ნაკრები დიდი დილემის წინაშე - ჩეხეთთან დაპირისპირების პირველ ტაიმს ვაგებთ

ერთა ლიგის ბოლო, მეექვსე ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად ჩეხეთს უპირისპირდება. პირველი ტაიმი შემდეგ ანგარიშია 0:2.

ვილი საანიოლმა ჩვენი გუნდი ასეთი ძირითადი შემადგენლობით გაყვანა მინდორზე:

  • მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, გველესიანი, ლოჩოშვილი, დვალი, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე.

მატჩი მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და სამწუხაროდ, უკვე მე-3 წუთზე ბურთი ჩვენს კარში გავიდა. გოლი პაველ შულცმა გაიტანა.

მალევე კვარაცხელიას კარგი პასის შემდეგ ლოჩოშვილს ანგარიშის გათანაბრების შანსი ჰქონდა, თუმცა მისი დარტყმული მეკარემ მოიგერია. განსაკუთრებით აქტიური იყო "კვარა", რომელიც მოედნის ყველა ნაწილში იყო, უტევდა მეტოქეს სახიფათოდ და ეხმარებოდა დაცვასაც.

24-ე წუთზე საქართველოს კარში მეორე გოლი საჯარიმო დარტყმიდან ადამ ჰლოზეკმა გაიტანა.

36-ე წუთზე სანიოლმა მცველი შემტევი ფეხბურთელით შეცვალა - გველესიანის ნაცვლად მოედანზე დავითაშვილი შევიდა.

42-ე წუთზე კვარაცხელიას ულამაზესად დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და ასე გადარჩა მეტოქე ერთი ბურთი გაქვითვას.

giorgi_Cakvetadze

ჩეხეთი სატურნირო ცხრილში 8 ქულით პირველ ადგილზეა და ერთი ქულით უსწრებს საქართველოს ნაკრებს.

გუნდებს შორის პირველი დაპირისპირება საქართველოში ჩვენმა ნაკრებმა ანგარიშით 4:1 მოიგო.