ნორვეგიის პრინცესას, მეტე-მარიტის 27 წლის შვილი, მარიუს ბორგ ჰოიბი, გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. სავარაუდო მსხვერპლი 20 წლამდე ქალია - ინფორმაცია ნორვეგიის პოლიციამ სამშაბათს გამოაქვეყნა.
პოლიციამ განაცხადა, რომ ჰოიბი ორშაბათს გვიან ღამით დააკავეს. მისმა ადვოკატმა ნორვეგიის საზოგადოებრივ მაუწყებელს NRK-ს განუცხადა, რომ დაკავებული ბრალდებას უარყოფს. პოლიციამ განაცხადა, რომ დაკავების დროს ის მანქანაში იმყოფებოდა შეყვარებულთან ერთად.
ნორვეგიის პრინცესას შვილს ჯამში ხუთი ცალკეული ადამიანის, ოთხი ქალისა და ერთი კაცის, მიმართ სხვადასხვა დანაშაულების ჩადენა ედება ბრალად. ადგილობრივი მედიის თანახმად, ჰოიბის მის სავარაუდო მსხვერპლებს შორის სამ ქალთან ურთიერთობა ჰქონდა და სამივეს წინააღმდეგ ძალადობა ედება ბრალად.