ავტორი:

"საბოლოო ჯამში, ევროკავშირს, ალბათ უხალისოდ, მაგრამ მოუწევს "ქართული ოცნების" მთავრობასთან ურთიერთობა - სანქციები კონსენსუსს მოითხოვს, რომელიც არ არსებობს" - იოზვიაკი

"საბოლოო ჯამში, ევროკავშირს, ალბათ უხალისოდ, მაგრამ მოუწევს "ქართული ოცნების" მთავრობასთან ურთიერთობა - სანქციები კონსენსუსს მოითხოვს, რომელიც არ არსებობს" - იოზვიაკი

საბოლოო ჯამში, ევროკავშირს (ალბათ უხალისოდ), მაგრამ მოუწევს „ქართული ოცნების” მთავრობასთან ურთიერთობა. ევროკავშირის ოფიციალური პირების თანახმად, რომლებსაც ვესაუბრე, ნამდვილად არსებობს შეგრძნება, რომ ისინი [“ქართული ოცნება”] არიან „საცეკვაო მოედანზე“, ასე რომ ევროკავშირს რეალურად დიდი არჩევანი არ გააჩნია, - ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი სტატიაში წერს.

  • იოზვიაკი აღნიშნავს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის მოქმედების ვარიანტები მცირდება და ძირითადად ეს სამ რამეს უკავშირდება: წინსვლის ვარიანტების სიმცირე, ევროკავშირის შიგნით უთანხმოებები, და სიცხადის ნაკლებობა იმასთან დაკავშირებით თუ რეალურად რა მოხდა არჩევნების დღეს და საპარლამენტო არჩევნებამდე პერიოდში.

დასკვნით ნაწილი იოზვიაკი ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების ახლანდელ მდგომარეობას აფასებს.

"ასევე იყო სხვა ნიშნები, რომ [საქართველოს] საკითხი უკვე უკანა პლანზეა. ევროპარლამენტში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამომავლო ხელმძღვანელის, კაია კალასის, სამსაათიან მოსმენაზე საქართველო საერთოდ არ იყო ნახსენები. ევროკავშირის სამომავლო გაფართოების კომისარმა, მარტა კოსმა, ასევე არ ახსენა საქართველო თავისი მოსმენის შესავალ სიტყვაში, მაგრამ [საქართველოს] საკითხზე ევროპარლამენტის წევრმა დაუსვა კითხვა. მან [კოსმა] განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რომელიც შეჩერებულ იქნა, შესაძლოა განახლდეს, თუ მთავრობა ბოლო დროს მიღებულ საკამათო „უცხო აგენტების” კანონსა და “ანტი-LGBT კანონს” გააუქმებდა;

საბოლოო ჯამში, ევროკავშირს (ალბათ უხალისოდ) მოუწევს “ქართული ოცნების” მთავრობასთან ურთიერთობა. ევროკავშირის ოფიციალური პირების თანახმად, რომლებსაც ვესაუბრე, ნამდვილად არსებობს შეგრძნება, რომ ისინი [“ქართული ოცნება”] არიან საცეკვაო მოედანზე, ასე რომ ევროკავშირს რეალურად დიდი არჩევანი არ გააჩნია;

ევროკავშირის ოფიციალური პირებისთვის პრობლემის ნაწილია ის, რომ უდავო დამადანაშაულებელი მტკიცებულება არ არსებობს, როდესაც საუბარია მასშტაბურ გაყალბებებზე. არსებობს სკეპტიციზმი, რომ მმართველმა პარტიამ 54%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა არჩევნებზე, მაგრამ ეს უჩვეულო პრეტენზია უფროა. (რამე უფრო რეალისტური, ალბათ, 40-სა და 50-ს პროცენტს შორის მხარდაჭერა იქნებოდა),” - წერს იოზვიაკი.

  • როგორც იოზვიაკი აღნიშნავს, იმის გათვალისწინებით, რომ ეუთოს არჩევნების სადამკვირვებლო ანგარიშს შეიძლება სამი თვე დასჭირდეს, ბევრი არაფრის გაკეთება შეიძლება, გარდა ლოდინისა.

"საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება უკვე შეჩერდა, და გაერთიანებასა და თბილისს შორის პოლიტიკური კონტაქტები უკვე დაქვეითდა. სამხედრო დახმარების 30 მილიონი ევრო და მთავრობისადმი პირდაპირი დახმარების 120 მილიონი ევრო გაყინულად რჩება;

სანქციები კონსენსუსს მოითხოვს, რომელიც არ არსებობს. არა მხოლოდ უნგრეთი და სლოვაკეთი არიან, ვინც ეწინააღმდეგებიან, არამედ ბულგარეთი და იტალიაც, მხოლოდ ორი რომ დავასახელოთ. ვიზალიბერალიზაციის შეჩერება განიხილებოდა, მაგრამ ბევრი, მათ შორის გერმანია, მოსახლეობის სამიზნეში ამოღების მომხრე არ არიან;

პოტენციურად, ერთი ზომა, რომელიც მხოლოდ კვალიფიციურ უმრავლესობას (წევრი ქვეყნების 55%-ს, რომელიც მთლიანად ევროკავშირის მოსახლეობის 65%-ს წარმოადგენს) მოითხოვს, იქნება ევროკავშირში მიმავალი საქართველოს ოფიციალური პირებისთვის სავიზო მოთხოვნების შემოღება;

ზოგიერთ წევრ სახელმწიფოში, განსაკუთრებით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, დიდი ალბათობით შესაძლო საარჩევნო დარღვევების რაიმე ფორმით საერთაშორისო გამოძიებას მოითხოვენ. მაგრამ ამასაც თავისი ხაფანგები გააჩნია. პირველ რიგში, დათანხმდება ამას საქართველოს მთავრობა? და გამოვა თუ არა ევროკავშირის გამოძიება რაიმეთი, რაც რადიკალურად განსხვავებული იქნება იმისგან, რაზეც ეუთო უკვე მუშაობს? და, როგორც ერთმა დიპლომატმა მითხრა: არის თუ არა ახლა რეალურად იმის დრო, რომ ზოგადად დავიწყოთ ეუთო/ოდირის საარჩევნო მისიის დასკვნების კითხვის ქვეშ დაყენება? შეთანხმება იყო, რომ ევროკომისიისა და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის დიპლომატებისგან შედგენილი ე.წ. “ტექნიკური მისია” გაგზავნილიყო.

ნოემბრის ბოლოს, ევროპარლამენტი დიდი ალბათობით არასავალდებულო რეზოლუციას მიიღებს საქართველოზე. ეს შეიძლება იმ რეზოლუციის მსგავსი იყოს, რომელიც პარლამენტმა თებერვალში მიიღო 2023 წლის სერბეთის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომლებიც დარღვევებით გამოირჩეოდა. ეს დოკუმენტი მოითხოვდა “დამოუკიდებელ საერთაშორისო გამოძიებას პატივცემული საერთაშორისო იურიდიული ექსპერტებისა და ინსტიტუტების მიერ” და ევროკომისიას მოუწოდებდა “დაეწყო ინიციატივა სერბეთში საექსპერტო მისიის გასაგზავნად, რათა ბოლო არჩევნებთან და არჩევნების შემდგომ მოვლენებთან დაკავშირებული ვითარება შეეფასებინათ”. აღსანიშნავია, რომ სერბეთის შემთხვევაში, არც გამოძიება და არც საექსპერტო მისია ამ მომენტისთვის არ მატერიალიზდნენ. ბელგრადთან ურთიერთობები ცივი, მაგრამ დაუზიანებელი რჩება. უკრაინაში მიმდინარე ომისა და იანვარში აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ფონზე, გაერთიანება [ევროკავშირი] ალბათ სხვაგან იქნება ფოკუსირებული,” - წერს იოზვიაკი.