მსოფლიო
საზოგადოება

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაკავებულების ნაწილზე პოლიციის მანქანაშიც იძალადეს“ - რას ჰყვებიან იზოლატორიდან გამოსული უფლებადამცველები?
"დაკავებულების ნაწილზე პოლიციის მანქანაშიც იძალადეს“ - რას ჰყვებიან იზოლატორიდან გამოსული უფლებადამცველები?

აქ­ცი­ებ­ზე და­კა­ვე­ბულ­თა და­სა­ცა­ვად შექ­მნი­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ქსე­ლის იუ­რის­ტე­ბი 19 ნო­ემ­ბერს ჭავ­ჭა­ვა­ძე­სა და მე­ლი­ქიშ­ვილ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლებს შსს - ს წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტო­რებ­ში, დო­ღომ­სა და ზა­ჰეს­ში, ხვდე­ბი­ან.

იუ­რის­ტე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ დე­მონ­სტრან­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მხრი­დან ფი­ზი­კუ­რი და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის შე­სა­ხებ ლა­პა­რა­კობს.

ნეს­ტან ლონ­და­რი­ძემ, "ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრის“ იუ­რის­ტმა, ზა­ჰე­სის წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში უკვე მო­ი­ნა­ხუ­ლა ორი და­კა­ვე­ბუ­ლი.

მისი თქმით, პო­ლი­ცი­ა­სა და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბი­სას ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით და­კა­ვე­ბულ საბა სხვი­ტა­რი­ძეს, ასე­ვე, მა­ნუ­ჩარ ჩა­ჩა­ნი­ძეს, რომ­ლე­ბიც "კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ წევ­რე­ბი არი­ან, და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბათ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სხვი­ტა­რი­ძეს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ყე­ლის არე­ში თვალ­ნათ­ლივ ეტყო­ბა. ასე­ვე, სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას და­ჟე­ჟი­ლო­ბე­ბი აქვს, ის სპე­ცი­ა­ლურ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურს ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბის მო­თხოვ­ნით მი­მარ­თავს.

"ძა­ლის გა­და­მე­ტე­ბა ფიქ­სირ­დე­ბა, და­კა­ვე­ბის დროს ფი­ზი­კურ და სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას ჰქონ­და ად­გი­ლი. სხვი­ტა­რი­ძეს ყე­ლის მი­და­მო­ში აქვს ხე­ლის ჩა­ჭე­რის კვა­ლი, ასე­ვე, თმით გათ­რე­ვას ჰქონ­და ად­გი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ლონ­და­რი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა მა­ნუ­ჩარ ჩა­ჩა­ნი­ძეს, ის მის­მა უფ­ლე­ბა­დამ­ცველმა ბექა კვი­ნი­კა­ძემ ზა­ჰე­სის დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­ში მო­ი­ნა­ხუ­ლა.

კვი­ნი­კა­ძის თქმით, ჩა­ჩა­ნი­ძეს და­ზი­ა­ნე­ბა გვერ­დის არე­ში აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი. მას სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი და­კა­ვე­ბის მო­მენ­ტში გა­უს­წორ­დნენ. ად­ვო­კა­ტის გან­მარ­ტე­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლი იზო­ლა­ტო­რის ექიმ­მა გა­სინ­ჯა და უთხრა, რომ ექოს­კო­პი­ის გა­და­ღე­ბაა სა­ჭი­რო, რად­გან ის ტკი­ვი­ლებს უჩი­ვის.

aqciis_daSla

კვი­ნი­კა­ძის თქმით, ჩა­ჩა­ნი­ძეს არა­ნა­ი­რი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა არ ჩა­უ­დე­ნია, ვი­ნა­ი­დან ის ბორ­დი­ურ­ზე მდგო­მი და­ა­კა­ვეს.

ად­ვო­კატ­მა ასე­ვე მო­ი­ნა­ხუ­ლა და­ვით წო­წო­რი­აც, მას და­ზი­ა­ნე­ბე­ბი არ აღე­ნიშ­ნე­ბა.

მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე, პო­ლი­ცი­ა­სა და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბი­სას სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით 16 პირი და­ა­კა­ვეს. მათ­გან 3 ადა­მი­ა­ნი ხელ­წე­რი­ლის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, 10 პირი ზა­ჰე­სის დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­შია შე­სახ­ლე­ბუ­ლი, 3 კი, დიღ­მის სამ­მარ­თვე­ლო­ში.

მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე, პო­ლი­ცი­ა­სა და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბი­სას ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის ერთ-ერთი ად­ვო­კა­ტის, ლაშა ტყე­შე­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა 4 პირ­ზე ფი­ზი­კუ­რად იძა­ლა­დეს.

protesti, aqciis_daSla

რო­გორც ზა­ჰე­სის დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტო­რი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ ტყე­შე­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, 3 პირი, რო­მელ­თაც ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ, მან თა­ვად მო­ი­ნა­ხუ­ლა, კი­დევ ერთ ადა­მი­ან­ზე ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­სა­ხებ კი მას და­კა­ვე­ბულ­მა უამ­ბო.

  • ად­ვო­კა­ტის თქმით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ნა­წილ­ზე და­კა­ვე­ბის მო­მენ­ტში იძა­ლა­დეს, ნა­წილ­ზე კი და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, მან­ქა­ნა­ში.

ტყე­შე­ლა­ძემ იზო­ლა­ტორ­ში ალექ­სან­დრე ბე­ქა­უ­რი, რეზი დუმ­ბა­ძე და ალექ­სან­დრე ქავ­თა­რა­ძე მო­ი­ნა­ხუ­ლა.

"ნა­ცე­მე­ბი არი­ან, ქავ­თა­რა­ძეს სა­ხე­ზე აღე­ნიშ­ნე­ბა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი. მას მან­ქა­ნა­ში ჩას­მის შემ­დეგ და­არ­ტყეს სა­ხე­ში... ასე­ვე არის ავ­სა­ჯა­ნიშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ასე­ვე აღე­ნიშ­ნე­ბა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი.... ეს ყვე­ლა­ფე­რი და­ში­ნე­ბის მცდე­ლო­ბაა, ეს ნიღ­ბი­ა­ნი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი არ არი­ან სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი, ისი­ნი არი­ან კრი­მი­ნა­ლე­ბი. და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მათ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა არ ჩა­უ­დე­ნი­ათ“,- გა­ნა­ცხა­და ტყე­შე­ლა­ძემ.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"დაკავებულების ნაწილზე პოლიციის მანქანაშიც იძალადეს“ - რას ჰყვებიან იზოლატორიდან გამოსული უფლებადამცველები?

"დაკავებულების ნაწილზე პოლიციის მანქანაშიც იძალადეს“ - რას ჰყვებიან იზოლატორიდან გამოსული უფლებადამცველები?

აქციებზე დაკავებულთა დასაცავად შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანებული ქსელის იურისტები 19 ნოემბერს ჭავჭავაძესა და მელიქიშვილზე დაკავებულებს შსს - ს წინასწარი დაკავების იზოლატორებში, დოღომსა და ზაჰესში, ხვდებიან.

იურისტები აცხადებენ, რომ დემონსტრანტების უმეტესობა სამართალდამცავების მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის შესახებ ლაპარაკობს.

ნესტან ლონდარიძემ, "ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტმა, ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში უკვე მოინახულა ორი დაკავებული.

მისი თქმით, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულ საბა სხვიტარიძეს, ასევე, მანუჩარ ჩაჩანიძეს, რომლებიც "კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრები არიან, დაზიანებები აღენიშნებათ.

მისივე განმარტებით, სხვიტარიძეს დაზიანებები ყელის არეში თვალნათლივ ეტყობა. ასევე, სხეულის სხვადასხვა ადგილას დაჟეჟილობები აქვს, ის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით მიმართავს.

"ძალის გადამეტება ფიქსირდება, დაკავების დროს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი. სხვიტარიძეს ყელის მიდამოში აქვს ხელის ჩაჭერის კვალი, ასევე, თმით გათრევას ჰქონდა ადგილი“, - განაცხადა ლონდარიძემ.

რაც შეეხება მანუჩარ ჩაჩანიძეს, ის მისმა უფლებადამცველმა ბექა კვინიკაძემ ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოინახულა.

კვინიკაძის თქმით, ჩაჩანიძეს დაზიანება გვერდის არეში აქვს მიყენებული. მას სამართალდამცავები დაკავების მომენტში გაუსწორდნენ. ადვოკატის განმარტებით, დაკავებული იზოლატორის ექიმმა გასინჯა და უთხრა, რომ ექოსკოპიის გადაღებაა საჭირო, რადგან ის ტკივილებს უჩივის.

aqciis_daSla

კვინიკაძის თქმით, ჩაჩანიძეს არანაირი სამართალდარღვევა არ ჩაუდენია, ვინაიდან ის ბორდიურზე მდგომი დააკავეს.

ადვოკატმა ასევე მოინახულა დავით წოწორიაც, მას დაზიანებები არ აღენიშნება.

მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით 16 პირი დააკავეს. მათგან 3 ადამიანი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, 10 პირი ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორშია შესახლებული, 3 კი, დიღმის სამმართველოში.

მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულების ერთ-ერთი ადვოკატის, ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, პოლიციელებმა 4 პირზე ფიზიკურად იძალადეს.

protesti, aqciis_daSla

როგორც ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ ტყეშელაძემ განაცხადა, 3 პირი, რომელთაც ფიზიკურად გაუსწორდნენ, მან თავად მოინახულა, კიდევ ერთ ადამიანზე ფიზიკური ძალადობის განხორციელების შესახებ კი მას დაკავებულმა უამბო.

  • ადვოკატის თქმით, სამართალდამცავებმა ნაწილზე დაკავების მომენტში იძალადეს, ნაწილზე კი დაკავების შემდეგ, მანქანაში.

ტყეშელაძემ იზოლატორში ალექსანდრე ბექაური, რეზი დუმბაძე და ალექსანდრე ქავთარაძე მოინახულა.

"ნაცემები არიან, ქავთარაძეს სახეზე აღენიშნება დაზიანებები. მას მანქანაში ჩასმის შემდეგ დაარტყეს სახეში... ასევე არის ავსაჯანიშვილი, რომელსაც ასევე აღენიშნება დაზიანებები.... ეს ყველაფერი დაშინების მცდელობაა, ეს ნიღბიანი პოლიციელები არ არიან სამართალდამცავები, ისინი არიან კრიმინალები. დაკავებულები ამბობენ, რომ მათ სამართალდარღვევა არ ჩაუდენიათ“,- განაცხადა ტყეშელაძემ.

იხილეთ ასევე: