მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიმღერის შექმნამდე უკითხავთ, შენში ყველაზე დიდ ემოციას რა იწვევსო? - დედაო..." - გზა ემიგრაციაში შვილის მომავლისთვის: როგორ ცხოვრობს ბიჭი, რომელმაც "საბავშვო ევროვიზიაზე" გვასახელა?
"სიმღერის შექმნამდე უკითხავთ, შენში ყველაზე დიდ ემოციას რა იწვევსო? - დედაო..." - გზა ემიგრაციაში შვილის მომავლისთვის: როგორ ცხოვრობს ბიჭი, რომელმაც "საბავშვო ევროვიზიაზე" გვასახელა?

ან­დრია ფუტ­კა­რა­ძე სა­ბავ­შვო "ევ­რო­ვი­ზია 2024"-ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია, რაც სა­ქარ­თვე­ლოს მე­ო­თხე გა­მარ­ჯვე­ბაა. ამ შე­დე­გით ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა კონ­კურ­სის რე­კორდსმე­ნია. სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა 12 ქულა 12 ქვეყ­ნის­გან მი­ი­ღო. ან­დრია ფუტ­კა­რა­ძე მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე სიმ­ღე­რით "To My Mom" წარ­დგა, რომ­ლის მუ­სი­კაც გიგა კუ­ხი­ა­ნი­ძემ და­წე­რა, ტექ­სტი კი მაკა და­ვი­თა­ი­ას ეკუთ­ვნის. ან­დრი­ამ დე­დას გუ­ლით უმ­ღე­რა, მის­მა ნამ­ღერ­მა კი გა­სა­ო­ცა­რი შე­დე­გი მო­ი­ტა­ნა.


00:00 / 00:00


ambebi.ge ან­დრია ფუტ­კა­რა­ძის დე­დას, შო­რე­ნა აბა­ში­ძეს ესა­უბ­რა.

- ბა­თუ­მი­დან გახ­ლა­ვართ, მაგ­რამ მე ამ­ჟა­მად ამე­რი­კა­ში ვცხოვ­რობ, უკვე მე­ო­თხე წე­ლია, ემიგ­რან­ტი ვარ... ბა­თუ­მის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა მაქვს მი­ღე­ბუ­ლი და 10 წელი კი ბა­თუ­მის იუს­ტი­ცი­ის სახ­ლში ვმუ­შა­ობ­დი... ჩემი ამე­რი­კა­ში ყოფ­ნის მი­ზე­ზი კი ის არის, რომ შვი­ლის­თვის ცხოვ­რე­ბის უკე­თე­სი პი­რო­ბე­ბი და უკე­თე­სი მო­მა­ვა­ლი შევ­ქმნა. ამე­რი­კა­ში ახლა ბავ­შვთა პე­დი­ატ­რი­უ­ლი კლი­ნი­კა­ში ვმუ­შა­ობ...


ემიგ­რა­ცი­ა­ში ყოფ­ნა რთუ­ლია და კი­დევ ათ­მა­გად რთუ­ლია, როცა შვი­ლი გვერ­დით არ გყავს... ძნე­ლია ასე გა­რე­მოს შეც­ვლა, ოჯა­ხის წევ­რე­ბის, მე­გობ­რე­ბის გა­რე­შე და უცხო ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბა... მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ხში­რად ჩა­მოვ­დი­ვარ და ან­დრი­ას­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან დღე­ებ­ში ყო­ველ­თვის მის გვერ­დით ვარ, მა­ინც ძნე­ლია. წელს უკვე მე­ო­თხედ ჩა­მო­ვე­დი. "რა­ნი­ნას“ პე­რი­ოდ­შიც აქ ვი­ყა­ვი... ად­რეც ჩა­მოვ­დი­ო­დი.

ან­დრია ბა­თუ­მის ზა­ქა­რია ფა­ლი­აშ­ვი­ლი სა­ხე­ლო­ბის სა­მუ­სი­კო სკო­ლა "თერ­თმეტ­წლე­დის“ მე­ხუ­თე კლას­შია. შარ­შან გას­ტრო­ლი ეს­პა­ნეთ­ში ჰქონ­და, კონ­კურ­სზე იყო წა­სუ­ლი, სა­დაც გა­რან-პრი და­იმ­სა­ხუ­რა და იქაც ჩა­ვე­დი. ამის გარ­და და­ბა­დე­ბის დღეს, სკო­ლის და­წყე­ბის პე­რი­ოდ­ში, ზე­იმ­ზეც ვცდი­ლობ, მის გვერ­დით ვიყო. ამის გარ­და, მუდ­მი­ვად 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში ან­დრი­ას ცხოვ­რე­ბა­ში სულ ჩარ­თუ­ლი ვარ, მუდ­მი­ვად კავ­შირ­სა და კონ­ტაქ­ტზე ვარ მას­თან.


- რა ასაკ­ში გა­მო­ავ­ლი­ნა მუ­სი­კა­ლუ­რი ნიჭი?


- ჯერ ლა­პა­რა­კიც არ იცო­და, როცა შე­ვამ­ჩნიე, რომ მუ­სი­კა­ლუ­რი ნიჭი ჰქონ­და. ტე­ლე­ვი­ზორ­ში მე­ლო­დი­ებს აჰ­ყვე­ბო­და ხოლ­მე. რაც არ უნდა ეთა­მა­შა და ეკე­თე­ბი­ნა, მუ­სი­კის ხმას გა­ი­გებ­და თუ არა, თა­მაშს წყვეტ­და და ტე­ლე­ვი­ზორ­თან მი­დი­ო­და, რომ მო­ეს­მი­ნა. სხვა არხზე გა­დარ­თვას არ მა­ნე­ბებ­და, იმ მუ­სი­კა­ზე და­აბ­რუ­ნეო...


6 წლის იყო, ბა­თუმ­ში ყვე­ლა­ზე კარ­გი და კომ­პე­ტენ­ტუ­რი სტუ­დია "ზღვის შვი­ლე­ბი“ რომ შე­ვარ­ჩი­ეთ (პე­და­გო­გე­ბი - ნონა დი­ა­სა­მი­ძეა, რუსა თა­ვარ­თქი­ლა­ძე, სტუ­დი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი - ნა­თია ინა­იშ­ვი­ლი), სა­დაც მი­ვიყ­ვა­ნეთ.



- ბავ­შვი ბა­თუმ­ში ვის­თან ცხოვ­რობს?


- ბე­ბია-ბა­ბუ­ას­თან, ბი­ძას­თან - ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად... სკო­ლა­შიც ძა­ლი­ან კარ­გი მოს­წავ­ლეა, ასე­ვე ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლია, მშვი­დი, სა­მარ­თლი­ა­ნი, თუმ­ცა ცოტა ჯი­უ­ტიც. მას­ში გა­მორ­ჩე­უ­ლად მომ­წონს ის, რომ ძა­ლი­ან გულ­წრფე­ლია. ვე­ტყვი ხოლ­მე - დედა, ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის წინ რა­ღაც გა­ვი­ა­როთ, მო­ვემ­ზა­დოთ-მეთ­ქი. არ გვინ­და, უცებ რაც მო­მა­ფიქ­რდე­ბა და ვი­ტყვი, ის არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნიო.


- რო­დე­საც გა­ი­გეთ, რომ ან­დრი­ას "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე“ სა­ქარ­თვე­ლოს უნდა წარ­მო­ედ­გი­ნა, რო­გო­რი იყო თქვე­ნი ემო­ცია?


- ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, მარ­თლა არ ვე­ლო­დი. ადრე ასე იყო, რომ "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე“ "რა­ნი­ნას“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მი­დი­ო­და. წელს სხვა პრი­ზი და­წეს­და და ან­დრი­ამ გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ საგ­ზუ­რი საფ­რან­გეთ­ში, "დის­ნეი ლენდში“ მი­ი­ღო. სწო­რედ ახლა ვა­პი­რებთ წას­ვლას. ამი­ტომ მარ­თლა არ მო­ვე­ლო­დი იმას, როცა გა­ვი­გეთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო ან­დრი­ას "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე“ უნდა წა­რედ­გი­ნა. პირ­ვე­ლი ემო­ცია სე­რი­ო­ზუ­ლი შოკი იყო. მერე როცა ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­ა­ნა­ლი­ზე, უკვე შიში, ნერ­ვი­უ­ლო­ბა, მღელ­ვა­რე­ბა და­მე­უფ­ლა იმის გამო, რომ ერთი ციდა ბავ­შვს ამ­ხე­ლა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ე­კის­რა.


- და რო­დე­საც გა­აც­ნო­ბი­ე­რეთ უკვე ყვე­ლა­ფე­რი, გჯე­რო­დათ, რომ გა­ი­მარ­ჯვებ­და?


- არა, თუმ­ცა ვინც კი მას იც­ნობს, ყვე­ლა ამ­ბობ­და, რომ გა­ი­მარ­ჯვებ­და. მე ან­დრი­ას ვე­უბ­ნე­ბო­დი, რომ ამ კონ­კურ­სზე შენი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უკვე გა­მარ­ჯვე­ბაა, ამი­ტომ სიმ­ღე­რით ისი­ა­მოვ­ნე, შე­დეგ­ზე არ იფიქ­რო - მეთ­ქი... "რა­ნი­ნას“ კონ­კურ­სი­საც ასე ვი­ყა­ვი - არას­დროს მით­ქვამს, - შენ უნდა გა­ი­მარ­ჯვო-მეთ­ქი. მხო­ლოდ იმას ვე­უბ­ნე­ბო­დი, რომ ყო­ფი­ლი­ყო გულ­წრფე­ლი და სიმ­ღე­რით სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­ე­ღო.



კონ­კურ­სამ­დე ერთი დღით ადრე მე­უბ­ნე­ბო­და, - დედა, ძა­ლი­ან ბევ­რი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კონ­კუ­რენ­ტი მყავ­სო, მაგ­რამ არ უთ­ქვამს, გა­ვი­მარ­ჯვე­ბო, - ეს მის­გან არა­სო­დეს გა­მი­გია. სა­ერ­თოდ, სტა­ბი­ლუ­რი და გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლია.


- რო­გორ ფიქ­რობთ, რა მო­ე­წო­ნა მას­ში ჟი­უ­რის და მსმე­ნელს?


- გულ­წრფე­ლო­ბა... თა­მა­ში არ შე­უძ­ლია, ისეთ ემო­ცი­ას გა­მო­ხა­ტავს, რო­გო­რიც აქვს თუნ­დაც სახ­ლში, მე­გობ­რებ­თან. მის და­დე­ბით თვი­სე­ბად შე­იძ­ლე­ბა ისიც გან­ვი­ხი­ლოთ, რომ რა­საც ვე­უბ­ნე­ბით, მე თუ პე­და­გო­გე­ბი, შე­იძ­ლე­ბა ის რე­პე­ტი­ცი­ა­ზე არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს ან და­ა­ვი­წყდეს, ყუ­რა­დღე­ბა არ მი­აქ­ცი­ოს, მაგ­რამ სცე­ნა­ზე ყვე­ლას და­რი­გე­ბას, რჩე­ვას ერ­თად ით­ვა­ლის­წი­ნებს. ამას რო­გორ აკე­თებს, არ ვიცი, მაგ­რამ გა­მოს­დის. ბევ­რს არ ლა­პა­რა­კობს, თა­ვის რა­ღაც ფიქ­რებ­შია და ამის ფონ­ზე ვამ­ბობ, რომ ემო­ცი­ე­ბის მარ­თვა შე­უძ­ლია.


- სიმ­ღე­რა, რო­მე­ლიც "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე“ შე­ას­რუ­ლა, ფაქ­ტობ­რი­ვად, თქვენ გე­ძღვნე­ბო­დათ. ამა­ზე რო­გო­რი რე­აქ­ცია გქონ­დათ?


- რო­გორც ვიცი, რამ­დე­ნი­მე სიმ­ღე­რის ვერ­სი­ა­ზე მუ­შა­ობ­დნენ, იმ პე­რი­ოდ­ში ან­დრი­ას ვე­კი­თხე­ბო­დი, რო­გორ მუ­შა­ობთ, რას აკე­თებთ-მეთ­ქი? არა­ფერს მე­უბ­ნე­ბო­და, - დედა, ჯერ მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში ვართ. სი­ტყვაც არ დას­ცდე­ნია, რომ სიმ­ღე­რა დე­და­ზე იყო. რო­გორც შემ­დეგ მი­თხრა, უკვე პრე­მი­ე­რა­ზე, კომ­პო­ზი­ტორს და ტექ­სტის ავ­ტორს მის­თვის უკი­თხავთ, შენ­ში ყვე­ლა­ზე დიდ ემო­ცი­ას რა იწ­ვევ­სო? დე­დაო - უთ­ქვამს... მად­ლო­ბა კომ­პო­ზი­ტორს და ტექ­სტის ავ­ტორს, რომ ასე­თი ნა­მუ­შე­ვა­რი შექ­მნეს.


- თა­ვად კომ­პო­ზი­ტორს მა­ნამ­დე არ გა­სა­უბ­რე­ბი­ხართ?


- კი, გიგა თა­ვი­დან მწერ­და, ჯერ ბავ­შვი უნდა გა­ვიც­ნო, რა­მაც სტი­მუ­ლი უნდა მომ­ცეს, რომ სიმ­ღე­რა შე­ვურ­ჩი­ოო. მად­ლო­ბა, იმის­თვი­საც, რომ მან მოკ­ლე ხან­ში ასე გა­იც­ნო და შე­იგ­რძნო ან­დრი­ას მდგო­მა­რე­ო­ბა, შე­ურ­ჩია ზუს­ტად ისე­თი სიმ­ღე­რა და მო­არ­გო მის სტილს, ხა­სი­ათს, ემო­ცი­ას. მერე პრე­მი­ე­რამ­დე ორი დღით ადრე, ჩემს და­ბა­დე­ბის დღე­ზე (ასე და­ემ­თხვა), გი­გამ ტექ­სტი და სიმ­ღე­რაც გა­მო­მიგ­ზავ­ნა. ამე­რი­კა­ში, სამ­სა­ხურ­ში ვი­ყა­ვი, რომ მო­ვის­მი­ნე, ემო­ცი­უ­რად სრუ­ლი შოკი მქონ­და. ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა.


- და ახ­ლაც, "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე“, ეს­პა­ნეთ­ში ახ­ლდით კვლავ თქვენს შვილს...


- ჩემი ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი შვი­ლია. მე და ან­დრია 3 წლი­დან ერ­თად ვიზ­რდე­ბით მარ­ტო. ის ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რია. ან­დრია იმას არ მაგ­რძნო­ბი­ნებს, რომ დედა ფი­ზი­კუ­რად ყო­ველ დღე მის გვერ­დით არ არის, მაგ­რამ ძა­ლი­ან გა­ნიც­დის. არ მაგ­რძნო­ბი­ნებს იმის გამო, რომ არ ვი­ნერ­ვი­უ­ლო. როცა აქ ვარ, მოვა, ჩა­მე­ხუ­ტე­ბა, დედა, მიყ­ვარ­ხარ. რამ­დე­ნი დღე დაგ­რჩა წას­ვლამ­დეო, - მე­ტყვის და დღე­ებს ით­ვლის. რა­საც გა­ვუ­კე­თებ, ყვე­ლაფ­რით მად­ლი­ე­რია, მცი­რე­დი­თაც კი. ნუ მიხ­დი მად­ლო­ბას, დედა ვარ შენი-მეთ­ქი, - სულ ამას ვე­უბ­ნე­ბი, მაგ­რამ ასე­თი ბავ­შვია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში მის გვერ­დით დის­ტან­ცი­უ­რად ვარ და ხში­რა­დაც ჩა­მოვ­დი­ვარ, მას­თან ყო­ვე­ლი დამ­შვი­დო­ბე­ბა წი­ნა­ზე რთუ­ლია.


- მუ­სი­კის გარ­და, კი­დევ რით არის გა­ტა­ცე­ბუ­ლი?


- ან­დრია კერ­ძო კერ­ძო სკო­ლა­ში სწავ­ლობს. დი­ლით რომ მი­დის, შუ­ა­დღემ­დე სკო­ლა­შია, მერე იქვე ამ­ზა­დებს გაკ­ვე­თი­ლებს. კვი­რა­ში 2 დღე "ზღვის შვი­ლებ­ში“ და­დის და ასე­ვე 2-ჯერ - ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე. თუმ­ცა ძა­ლი­ან უყ­ვარს ცურ­ვა, მეხ­ვე­წე­ბა, ვა­ტა­რო, მაგ­რამ ფი­ზი­კუ­რად დრო არ რჩე­ბა, რომ სხვა რა­მით და­კავ­დეს. ამას­თა­ნა­ვე, ბავ­შვია და მინ­და, თა­ვი­სუ­ფა­ლი დროც ჰქონ­დეს, ბავ­შვო­ბა რომ შე­ირ­გოს. ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ეზო­ში მე­გობ­რებ­თან ერ­თად თა­მა­შობს, ძა­ლი­ან უყ­ვარს მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის კი­თხვა. უყ­ვარს ხატ­ვა, ფაზ­ლის აწყო­ბა, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი თა­მა­შე­ბი.



- რას გვე­ტყვით იმ ბი­ჭუ­ნა­ზე, რო­მე­ლიც მას­თან ერ­თად იყო სცე­ნა­ზე, ფაქ­ტობ­რი­ვად, სიმ­ღე­რის დროს მას გა­ნა­სა­ხი­ე­რებ­და...


- ეს ბი­ჭუ­ნა გაბ­რი­ელ მა­ჩა­ბე­ლია... რომ ჩა­მო­ვე­დი, რე­ჟი­სორს სცე­ნა­რი შედ­გე­ნი­ლი ჰქონ­და და მა­შინ გა­ვი­გე, რომ ან­დრი­ას სიმ­ღე­რას გა­ნა­სა­ხი­ე­რებ­და - ფაქ­ტობ­რი­ვად, ან­დრი­ას ორე­უ­ლია. გაბ­რი­ელს მა­ნამ­დე არ ვიც­ნობ­დით. ბავ­შვე­ბი მა­ლე­ვე და­მე­გობ­რდნენ.


  • სა­უ­ბარ­ში ჩარ­თვა და სა­კუ­თა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა ან­დრია ფუტ­კა­რა­ძეს ვთხო­ვეთ:

- ვიდ­რე სცე­ნა­ზე გა­ვი­დო­დი, ცო­ტა­თი ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, მაგ­რამ ვცდი­ლობ­დი, რომ არ შე­მემ­ჩნია. სცე­ნა­ზე რომ გა­ვე­დი, ძა­ლი­ან მა­გა­რი შეგ­რძნე­ბა იყო, მო­მე­წო­ნა ამ­დე­ნი ხალ­ხის წი­ნა­შე სიმ­ღე­რის შეს­რუ­ლე­ბა. ხოლო რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად და­ა­სა­ხე­ლეს, თავი სიზ­მარ­ში, ზღა­პარ­ში მე­გო­ნა. ალ­ბათ იმ წუ­თებ­ში ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი...


რო­დე­საც კონ­კურ­სან­ტე­ბი გა­ვი­ცა­ნი, მივ­ხვდი, რომ ძლი­ე­რე­ბი იყ­ვნენ, მათ ფონ­ზე ვფიქ­რობ­დი, თუ პირ­ველ ად­გილს ვერ ავი­ღებ­დი, ხუ­თე­ულ­ში ან ათე­ულ­ში მა­ინც მოხ­ვდე­ბო­დი. რო­დე­საც გა­ვი­მარ­ჯვე, ყვე­ლას ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და. სცე­ნა­ზე ბო­ლოს რომ ამო­ვიდ­ნენ, მი­ლო­ცავ­დნენ და მე­ხუ­ტე­ბოდ­ნენ.


შო­რე­ნა:


- ბავ­შვე­ბის ემო­ცი­ე­ბი ალ­ბათ უფრო გულ­წრფე­ლია და სხვაგ­ვა­რი. მათი კონ­კუ­რენ­ცია შემ­დეგ უფრო მე­გობ­რო­ბა­ში გა­და­ვი­და. ბო­ლოს ყვე­ლა­ფე­რი რომ დამ­თავ­რდა, გა­მო­სამ­შვი­დო­ბე­ბე­ლი წვე­უ­ლე­ბა მო­ა­წყვეს. ბავ­შვე­ბი ტი­როდ­ნენ და ან­დრი­ას ისე ემ­შვი­დო­ბე­ბოდ­ნენ.


ან­დრია:


- ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ დედა ჩემ­თა­ნაა მნიშ­ვნე­ლო­ვან პე­რი­ო­დებ­ში. მად­ლო­ბე­ლი ვარ. ამე­რი­კი­დან მა­კონ­ტრო­ლებს ჩემ­ზე ადრე იცის ყვე­ლა­ფე­რი და ამე­რი­კი­დან სულ კონ­ტაქ­ტზეა ჩემ­თან. ვე­უბ­ნე­ბი, ყველ­გან რო­გორ ხარ, ყველ­გან თვა­ლე­ბი გაქვს-მეთ­ქი...


აქვე, მინ­და, მთელ შე­მოქ­მე­დე­ბით ჯგუფს მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო. აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლას ერ­თად და ცალ-ცალ­კე.


შო­რე­ნა:


- მად­ლო­ბა "პირ­ველ არხს,“ რომ "რა­ნი­ნას“ კონ­კურ­სზე მოხ­ვედ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მოგ­ვცა, რა­მაც შემ­დეგ ან­დრი­ას გზა "ევ­რო­ვი­ზი­ის­კენ“ გა­უ­კა­ფა.


იხი­ლეთ ასე­ვე:



00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"სიმღერის შექმნამდე უკითხავთ, შენში ყველაზე დიდ ემოციას რა იწვევსო? - დედაო..." - გზა ემიგრაციაში შვილის მომავლისთვის: როგორ ცხოვრობს ბიჭი, რომელმაც "საბავშვო ევროვიზიაზე" გვასახელა?

"სიმღერის შექმნამდე უკითხავთ, შენში ყველაზე დიდ ემოციას რა იწვევსო? - დედაო..." - გზა ემიგრაციაში შვილის მომავლისთვის: როგორ ცხოვრობს ბიჭი, რომელმაც "საბავშვო ევროვიზიაზე" გვასახელა?

ანდრია ფუტკარაძე საბავშვო "ევროვიზია 2024"-ის გამარჯვებულია, რაც საქართველოს მეოთხე გამარჯვებაა. ამ შედეგით ჩვენი ქვეყანა კონკურსის რეკორდსმენია. საქართველოს წარმომადგენელმა 12 ქულა 12 ქვეყნისგან მიიღო. ანდრია ფუტკარაძე მაყურებლის წინაშე სიმღერით "To My Mom" წარდგა, რომლის მუსიკაც გიგა კუხიანიძემ დაწერა, ტექსტი კი მაკა დავითაიას ეკუთვნის. ანდრიამ დედას გულით უმღერა, მისმა ნამღერმა კი გასაოცარი შედეგი მოიტანა.



ambebi.ge ანდრია ფუტკარაძის დედას, შორენა აბაშიძეს ესაუბრა.

- ბათუმიდან გახლავართ, მაგრამ მე ამჟამად ამერიკაში ვცხოვრობ, უკვე მეოთხე წელია, ემიგრანტი ვარ... ბათუმის უნივერსიტეტში დიპლომატიური განათლება მაქვს მიღებული და 10 წელი კი ბათუმის იუსტიციის სახლში ვმუშაობდი... ჩემი ამერიკაში ყოფნის მიზეზი კი ის არის, რომ შვილისთვის ცხოვრების უკეთესი პირობები და უკეთესი მომავალი შევქმნა. ამერიკაში ახლა ბავშვთა პედიატრიული კლინიკაში ვმუშაობ...


ემიგრაციაში ყოფნა რთულია და კიდევ ათმაგად რთულია, როცა შვილი გვერდით არ გყავს... ძნელია ასე გარემოს შეცვლა, ოჯახის წევრების, მეგობრების გარეშე და უცხო ქვეყანაში ცხოვრება... მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ხშირად ჩამოვდივარ და ანდრიასთვის მნიშვნელოვან დღეებში ყოველთვის მის გვერდით ვარ, მაინც ძნელია. წელს უკვე მეოთხედ ჩამოვედი. "რანინას“ პერიოდშიც აქ ვიყავი... ადრეც ჩამოვდიოდი.

ანდრია ბათუმის ზაქარია ფალიაშვილი სახელობის სამუსიკო სკოლა "თერთმეტწლედის“ მეხუთე კლასშია. შარშან გასტროლი ესპანეთში ჰქონდა, კონკურსზე იყო წასული, სადაც გარან-პრი დაიმსახურა და იქაც ჩავედი. ამის გარდა დაბადების დღეს, სკოლის დაწყების პერიოდში, ზეიმზეც ვცდილობ, მის გვერდით ვიყო. ამის გარდა, მუდმივად 24-საათიან რეჟიმში ანდრიას ცხოვრებაში სულ ჩართული ვარ, მუდმივად კავშირსა და კონტაქტზე ვარ მასთან.


- რა ასაკში გამოავლინა მუსიკალური ნიჭი?


- ჯერ ლაპარაკიც არ იცოდა, როცა შევამჩნიე, რომ მუსიკალური ნიჭი ჰქონდა. ტელევიზორში მელოდიებს აჰყვებოდა ხოლმე. რაც არ უნდა ეთამაშა და ეკეთებინა, მუსიკის ხმას გაიგებდა თუ არა, თამაშს წყვეტდა და ტელევიზორთან მიდიოდა, რომ მოესმინა. სხვა არხზე გადართვას არ მანებებდა, იმ მუსიკაზე დააბრუნეო...


6 წლის იყო, ბათუმში ყველაზე კარგი და კომპეტენტური სტუდია "ზღვის შვილები“ რომ შევარჩიეთ (პედაგოგები - ნონა დიასამიძეა, რუსა თავართქილაძე, სტუდიის ხელმძღვანელი - ნათია ინაიშვილი), სადაც მივიყვანეთ.



- ბავშვი ბათუმში ვისთან ცხოვრობს?


- ბებია-ბაბუასთან, ბიძასთან - ოჯახის წევრებთან ერთად... სკოლაშიც ძალიან კარგი მოსწავლეა, ასევე ძალიან მეგობრულია, მშვიდი, სამართლიანი, თუმცა ცოტა ჯიუტიც. მასში გამორჩეულად მომწონს ის, რომ ძალიან გულწრფელია. ვეტყვი ხოლმე - დედა, ინტერვიუების წინ რაღაც გავიაროთ, მოვემზადოთ-მეთქი. არ გვინდა, უცებ რაც მომაფიქრდება და ვიტყვი, ის არის მნიშვნელოვანიო.


- როდესაც გაიგეთ, რომ ანდრიას "ევროვიზიაზე“ საქართველოს უნდა წარმოედგინა, როგორი იყო თქვენი ემოცია?


- ძალიან ბედნიერი ვიყავი, მართლა არ ველოდი. ადრე ასე იყო, რომ "ევროვიზიაზე“ "რანინას“ გამარჯვებული მიდიოდა. წელს სხვა პრიზი დაწესდა და ანდრიამ გამარჯვების შემდეგ საგზური საფრანგეთში, "დისნეი ლენდში“ მიიღო. სწორედ ახლა ვაპირებთ წასვლას. ამიტომ მართლა არ მოველოდი იმას, როცა გავიგეთ, რომ საქართველო ანდრიას "ევროვიზიაზე“ უნდა წარედგინა. პირველი ემოცია სერიოზული შოკი იყო. მერე როცა ეს ყველაფერი გავაანალიზე, უკვე შიში, ნერვიულობა, მღელვარება დამეუფლა იმის გამო, რომ ერთი ციდა ბავშვს ამხელა პასუხისმგებლობა დაეკისრა.


- და როდესაც გააცნობიერეთ უკვე ყველაფერი, გჯეროდათ, რომ გაიმარჯვებდა?


- არა, თუმცა ვინც კი მას იცნობს, ყველა ამბობდა, რომ გაიმარჯვებდა. მე ანდრიას ვეუბნებოდი, რომ ამ კონკურსზე შენი მონაწილეობა უკვე გამარჯვებაა, ამიტომ სიმღერით ისიამოვნე, შედეგზე არ იფიქრო - მეთქი... "რანინას“ კონკურსისაც ასე ვიყავი - არასდროს მითქვამს, - შენ უნდა გაიმარჯვო-მეთქი. მხოლოდ იმას ვეუბნებოდი, რომ ყოფილიყო გულწრფელი და სიმღერით სიამოვნება მიეღო.



კონკურსამდე ერთი დღით ადრე მეუბნებოდა, - დედა, ძალიან ბევრი, მნიშვნელოვანი კონკურენტი მყავსო, მაგრამ არ უთქვამს, გავიმარჯვებო, - ეს მისგან არასოდეს გამიგია. საერთოდ, სტაბილური და გაწონასწორებულია.


- როგორ ფიქრობთ, რა მოეწონა მასში ჟიურის და მსმენელს?


- გულწრფელობა... თამაში არ შეუძლია, ისეთ ემოციას გამოხატავს, როგორიც აქვს თუნდაც სახლში, მეგობრებთან. მის დადებით თვისებად შეიძლება ისიც განვიხილოთ, რომ რასაც ვეუბნებით, მე თუ პედაგოგები, შეიძლება ის რეპეტიციაზე არ გაითვალისწინოს ან დაავიწყდეს, ყურადღება არ მიაქციოს, მაგრამ სცენაზე ყველას დარიგებას, რჩევას ერთად ითვალისწინებს. ამას როგორ აკეთებს, არ ვიცი, მაგრამ გამოსდის. ბევრს არ ლაპარაკობს, თავის რაღაც ფიქრებშია და ამის ფონზე ვამბობ, რომ ემოციების მართვა შეუძლია.


- სიმღერა, რომელიც "ევროვიზიაზე“ შეასრულა, ფაქტობრივად, თქვენ გეძღვნებოდათ. ამაზე როგორი რეაქცია გქონდათ?


- როგორც ვიცი, რამდენიმე სიმღერის ვერსიაზე მუშაობდნენ, იმ პერიოდში ანდრიას ვეკითხებოდი, როგორ მუშაობთ, რას აკეთებთ-მეთქი? არაფერს მეუბნებოდა, - დედა, ჯერ მუშაობის პროცესში ვართ. სიტყვაც არ დასცდენია, რომ სიმღერა დედაზე იყო. როგორც შემდეგ მითხრა, უკვე პრემიერაზე, კომპოზიტორს და ტექსტის ავტორს მისთვის უკითხავთ, შენში ყველაზე დიდ ემოციას რა იწვევსო? დედაო - უთქვამს... მადლობა კომპოზიტორს და ტექსტის ავტორს, რომ ასეთი ნამუშევარი შექმნეს.


- თავად კომპოზიტორს მანამდე არ გასაუბრებიხართ?


- კი, გიგა თავიდან მწერდა, ჯერ ბავშვი უნდა გავიცნო, რამაც სტიმული უნდა მომცეს, რომ სიმღერა შევურჩიოო. მადლობა, იმისთვისაც, რომ მან მოკლე ხანში ასე გაიცნო და შეიგრძნო ანდრიას მდგომარეობა, შეურჩია ზუსტად ისეთი სიმღერა და მოარგო მის სტილს, ხასიათს, ემოციას. მერე პრემიერამდე ორი დღით ადრე, ჩემს დაბადების დღეზე (ასე დაემთხვა), გიგამ ტექსტი და სიმღერაც გამომიგზავნა. ამერიკაში, სამსახურში ვიყავი, რომ მოვისმინე, ემოციურად სრული შოკი მქონდა. ძალიან მომეწონა.


- და ახლაც, "ევროვიზიაზე“, ესპანეთში ახლდით კვლავ თქვენს შვილს...


- ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანი შვილია. მე და ანდრია 3 წლიდან ერთად ვიზრდებით მარტო. ის ჩემთვის ყველაფერია. ანდრია იმას არ მაგრძნობინებს, რომ დედა ფიზიკურად ყოველ დღე მის გვერდით არ არის, მაგრამ ძალიან განიცდის. არ მაგრძნობინებს იმის გამო, რომ არ ვინერვიულო. როცა აქ ვარ, მოვა, ჩამეხუტება, დედა, მიყვარხარ. რამდენი დღე დაგრჩა წასვლამდეო, - მეტყვის და დღეებს ითვლის. რასაც გავუკეთებ, ყველაფრით მადლიერია, მცირედითაც კი. ნუ მიხდი მადლობას, დედა ვარ შენი-მეთქი, - სულ ამას ვეუბნები, მაგრამ ასეთი ბავშვია. მიუხედავად იმისა, რომ 24-საათიან რეჟიმში მის გვერდით დისტანციურად ვარ და ხშირადაც ჩამოვდივარ, მასთან ყოველი დამშვიდობება წინაზე რთულია.


- მუსიკის გარდა, კიდევ რით არის გატაცებული?


- ანდრია კერძო კერძო სკოლაში სწავლობს. დილით რომ მიდის, შუადღემდე სკოლაშია, მერე იქვე ამზადებს გაკვეთილებს. კვირაში 2 დღე "ზღვის შვილებში“ დადის და ასევე 2-ჯერ - ფორტეპიანოზე. თუმცა ძალიან უყვარს ცურვა, მეხვეწება, ვატარო, მაგრამ ფიზიკურად დრო არ რჩება, რომ სხვა რამით დაკავდეს. ამასთანავე, ბავშვია და მინდა, თავისუფალი დროც ჰქონდეს, ბავშვობა რომ შეირგოს. ჩვეულებრივად ეზოში მეგობრებთან ერთად თამაშობს, ძალიან უყვარს მხატვრული ლიტერატურის კითხვა. უყვარს ხატვა, ფაზლის აწყობა, კომპიუტერული თამაშები.



- რას გვეტყვით იმ ბიჭუნაზე, რომელიც მასთან ერთად იყო სცენაზე, ფაქტობრივად, სიმღერის დროს მას განასახიერებდა...


- ეს ბიჭუნა გაბრიელ მაჩაბელია... რომ ჩამოვედი, რეჟისორს სცენარი შედგენილი ჰქონდა და მაშინ გავიგე, რომ ანდრიას სიმღერას განასახიერებდა - ფაქტობრივად, ანდრიას ორეულია. გაბრიელს მანამდე არ ვიცნობდით. ბავშვები მალევე დამეგობრდნენ.


  • საუბარში ჩართვა და საკუთარი შთაბეჭდილებების გაზიარება ანდრია ფუტკარაძეს ვთხოვეთ:

- ვიდრე სცენაზე გავიდოდი, ცოტათი ვნერვიულობდი, მაგრამ ვცდილობდი, რომ არ შემემჩნია. სცენაზე რომ გავედი, ძალიან მაგარი შეგრძნება იყო, მომეწონა ამდენი ხალხის წინაშე სიმღერის შესრულება. ხოლო როდესაც საქართველო გამარჯვებულად დაასახელეს, თავი სიზმარში, ზღაპარში მეგონა. ალბათ იმ წუთებში ყველაზე ბედნიერი ვიყავი...


როდესაც კონკურსანტები გავიცანი, მივხვდი, რომ ძლიერები იყვნენ, მათ ფონზე ვფიქრობდი, თუ პირველ ადგილს ვერ ავიღებდი, ხუთეულში ან ათეულში მაინც მოხვდებოდი. როდესაც გავიმარჯვე, ყველას ძალიან გაუხარდა. სცენაზე ბოლოს რომ ამოვიდნენ, მილოცავდნენ და მეხუტებოდნენ.


შორენა:


- ბავშვების ემოციები ალბათ უფრო გულწრფელია და სხვაგვარი. მათი კონკურენცია შემდეგ უფრო მეგობრობაში გადავიდა. ბოლოს ყველაფერი რომ დამთავრდა, გამოსამშვიდობებელი წვეულება მოაწყვეს. ბავშვები ტიროდნენ და ანდრიას ისე ემშვიდობებოდნენ.


ანდრია:


- ბედნიერი ვარ, რომ დედა ჩემთანაა მნიშვნელოვან პერიოდებში. მადლობელი ვარ. ამერიკიდან მაკონტროლებს ჩემზე ადრე იცის ყველაფერი და ამერიკიდან სულ კონტაქტზეა ჩემთან. ვეუბნები, ყველგან როგორ ხარ, ყველგან თვალები გაქვს-მეთქი...


აქვე, მინდა, მთელ შემოქმედებით ჯგუფს მადლობა გადავუხადო. აბსოლუტურად ყველას ერთად და ცალ-ცალკე.


შორენა:


- მადლობა "პირველ არხს,“ რომ "რანინას“ კონკურსზე მოხვედრის შესაძლებლობა მოგვცა, რამაც შემდეგ ანდრიას გზა "ევროვიზიისკენ“ გაუკაფა.


იხილეთ ასევე:



×
Live: ეთერშია "360 გრადუსი"