სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სახალხო დამცველი: "იმ დროისთვის, როცა შს სამინისტრომ მელიქიშვილის გამზირზე მყოფი აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო, აქცია ატარებდა მშვიდობიან ხასიათს"
სახალხო დამცველი: "იმ დროისთვის, როცა შს სამინისტრომ მელიქიშვილის გამზირზე მყოფი აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო, აქცია ატარებდა მშვიდობიან ხასიათს"

ომ­ბუდსმე­ნის აპა­რა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის რწმუ­ნე­ბუ­ლე­ბი მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე, აქ­ცი­ის დაშ­ლი­სას და­კა­ვე­ბულ მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­ი­ნა­ხუ­ლე­ბენ.

რო­გორც სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, 08:00 სა­ა­თის­თვის, რო­დე­საც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ და­ი­წყო მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე მყო­ფი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის და­კა­ვე­ბა, აქ­ცია ატა­რებ­და მშვი­დო­ბი­ან ხა­სი­ათს და ჯდე­ბო­და შეკ­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის სტან­დარ­ტებ­ში.

"სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ იმ დრო­ის­თვის (08:18, 19.11.2024), რო­დე­საც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ და­ი­წყო მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე მყო­ფი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის და­კა­ვე­ბა, აქ­ცია ატა­რებ­და მშვი­დო­ბი­ან ხა­სი­ათს და ჯდე­ბო­და შეკ­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის სტან­დარ­ტებ­ში. ამ დროს მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე პო­ლი­ცი­ის მხრი­დან შე­საძ­ლოა ად­გი­ლი ჰქონ­და არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბას თუ ძა­ლის გა­და­მე­ტე­ბის ფაქ­ტებს. ასე­ვე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით და­კა­ვე­ბულ­თა შო­რის არის ჟურ­ნა­ლის­ტი სერ­გი ბა­რა­მი­ძე, რო­მე­ლიც რო­გორც ცნო­ბი­ლია და­კა­ვე­ბის დროს პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას ახორ­ცი­ე­ლებ­და. (https://shorturl.at/3BLvg) სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნავს, რომ და­უშ­ვე­ბე­ლია ჟურ­ნა­ლის­ტის­თვის პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ხელ­შეშ­ლა.

protesti

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი მო­უ­წო­დებს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს უზ­რუნ­ველ­ყოს აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა მშვი­დო­ბი­ა­ნი შეკ­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ხელი არ შე­უ­შა­ლონ ჟურ­ნა­ლის­ტებს საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში, ხოლო, და­კა­ვე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას იხელ­მძღვა­ნე­ლონ აუ­ცი­ლებ­ლო­ბი­სა და პრო­პორ­ცი­უ­ლო­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბის მკაც­რი დაც­ვით. ამას­თან, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი მო­უ­წო­დებს სპე­ცი­ა­ლურ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურს გა­მო­ი­ძი­ოს ჟურ­ნა­ლის­ტთა/აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა წი­ნა­აღ­მდეგ თი­თო­ე­უ­ლი შე­საძ­ლო და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბის მქო­ნე შემ­თხვე­ვა და მო­ახ­დი­ნოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა.

ამას­თან, და­მა­ტე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაც­ნო­ბებთ, რომ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რატ­მა 2024 წლის 16 ნო­ემ­ბერს ასე­ვე მო­ი­ნა­ხუ­ლა ცეს­კოს შე­ნო­ბის წინ და­კა­ვე­ბუ­ლი სამი მო­ქა­ლა­ქე. და­კა­ვე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­დან ერთ-ერ­თმა მი­უ­თი­თა რომ იყო არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბის მსხვერ­პლი პო­ლი­ცი­ის მხრი­დან, ასე­ვე, სა­მი­ვე მათ­გან­მა მი­უ­თი­თა არა­ე­თი­კურ მო­პყრო­ბა­სა და სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფა­ზე.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რატ­მა სა­მი­ვე შემ­თხვე­ვა­ზე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ა­გი­რე­ბა და მი­მარ­თა სპე­ცი­ა­ლურ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­სა და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლურ ინ­სპექ­ცი­ას.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტი შე­ახ­სე­ნებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ აპა­რა­ტის ცხე­ლი ხა­ზია - 1481, რო­მე­ლიც მუ­შა­ობს 24 სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში და უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის თი­თო­ე­ულ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით მო­ქა­ლა­ქე­ებს შე­უძ­ლი­ათ დაგ­ვი­კავ­შირ­დნენ ნე­ბის­მი­ერ დროს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

სახალხო დამცველი: "იმ დროისთვის, როცა შს სამინისტრომ მელიქიშვილის გამზირზე მყოფი აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო, აქცია ატარებდა მშვიდობიან ხასიათს"

სახალხო დამცველი: "იმ დროისთვის, როცა შს სამინისტრომ მელიქიშვილის გამზირზე მყოფი აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო, აქცია ატარებდა მშვიდობიან ხასიათს"

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, სახალხო დამცველის რწმუნებულები მელიქიშვილის გამზირზე, აქციის დაშლისას დაკავებულ მოქალაქეებს მოინახულებენ.

როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 08:00 საათისთვის, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო მელიქიშვილის გამზირზე მყოფი აქციის მონაწილეების დაკავება, აქცია ატარებდა მშვიდობიან ხასიათს და ჯდებოდა შეკრების თავისუფლების სტანდარტებში.

"სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ იმ დროისთვის (08:18, 19.11.2024), როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო მელიქიშვილის გამზირზე მყოფი აქციის მონაწილეების დაკავება, აქცია ატარებდა მშვიდობიან ხასიათს და ჯდებოდა შეკრების თავისუფლების სტანდარტებში. ამ დროს მოქალაქეებზე პოლიციის მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას თუ ძალის გადამეტების ფაქტებს. ასევე გავრცელებული ინფორმაციით დაკავებულთა შორის არის ჟურნალისტი სერგი ბარამიძე, რომელიც როგორც ცნობილია დაკავების დროს პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდა. (https://shorturl.at/3BLvg) სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაუშვებელია ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა.

protesti

სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს აქციის მონაწილეთა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება, ხელი არ შეუშალონ ჟურნალისტებს საქმიანობის განხორციელებაში, ხოლო, დაკავების ღონისძიებებისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებისას იხელმძღვანელონ აუცილებლობისა და პროპორციულობის კრიტერიუმების მკაცრი დაცვით. ამასთან, სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოიძიოს ჟურნალისტთა/აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ თითოეული შესაძლო დანაშაულის ნიშნების მქონე შემთხვევა და მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება.

ამასთან, დამატებით საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ სახალხო დამცველის აპარატმა 2024 წლის 16 ნოემბერს ასევე მოინახულა ცესკოს შენობის წინ დაკავებული სამი მოქალაქე. დაკავებული მოქალაქეებიდან ერთ-ერთმა მიუთითა რომ იყო არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი პოლიციის მხრიდან, ასევე, სამივე მათგანმა მიუთითა არაეთიკურ მოპყრობასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე.

სახალხო დამცველის აპარატმა სამივე შემთხვევაზე განახორციელა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება და მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას.

სახალხო დამცველის აპარატი შეახსენებს საზოგადოებას, რომ აპარატის ცხელი ხაზია - 1481, რომელიც მუშაობს 24 საათიან რეჟიმში და უფლებების დარღვევის თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით მოქალაქეებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ნებისმიერ დროს“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

იხილეთ ასევე: